ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2009


რად

რა მინდა...
რად მოველ...
რად ვეკვრი სამყაროს,
რატომ არ მერგება
ჩემივე ულუფა,
რად უნდა ამ ზეცას
ცრემლებად დამყაროს,
მიწა რომ არ მიშრობს
რამ გააზულუქა?!
რად უნდა გაზაფხულს
გვირილად ვახსოვდე,
ტირიფი რატომ მთხოვს
მოწყალედ ჩემივ ხელს,
რად უნდა სხივებში
მზეს ჩემს თმას ვაქსოვდე,
რად, ზეცის სარტყელი
დალალებს შემიხვევს?!...
ან როცა ვიღიმი
ზეცა რად იხსნება,
რად მცვივა სურვილი
ფიფქად და წვეთებად,
ბინდის ვარსკვლავები
რად იქცნენ მისნებად...
ჩემი და იმის გზა
რად არ იკვეთება?1...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები