 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 17 თებერვალი, 2009 |
5 თავი
შაბათ დღეს, როცა წმინდა ზეგნებს შუქი ათოვდა, მაღალი ღმერთი, ვით ეთერი, სუნთქვა ყოვლისა, ხილული გახდა ყველასათვის,როგორც მნათობი, მომსწრე სამყაროს ჩასახვის და გამარჯვებისა. გვიან ღამიდან დაწყებული სისხამ დილამდე, ტყიდან ნადირი, ფრინველები ბუდეებიდან, ქვეწარმავალნი ხვრელებიდან ამოდიოდნენ, რათა შემქმნელი მათი ერთხმად ედიდებინათ, და ანგელოზთა ღვთაებრივ და სრულქმნილ გალობას, ნადირ-ფრინველთა უცნაური ლტოლვა ერწყმოდა, თვით თევზიც წყალში მაღლა ხტოდა, ისე ხარობდა, იდუმალ სხივთა წმინდა მთაზე აცისკროვნებით. თვითონ ადამიც, მოკაზმული ჭრელი სამოსით, და საზეიმოდ შემოსილი თეთრი ხალათით, წინ მიუძღოდა თავის ჯალაბს, თითქოს სამოთხის ნეტარ ქალაქში ბრუნდებოდნენ ზეცის გალავნით... წუხდა კაენი, მხრებზე მძიმე ტვირთი შეეგდო, ხოლო თვალებში ჩასდგომოდა შიში ფარული, რადგან ხედავდა ძველებურად აღარ შეეძლო გამოეხატა აღტაცება და სიყვარული... დანაშაულიც ჩადენილი სათნო ქალწულთან, მას არ აძლევდა ნებას დიდი აღტაცებისას, იგი გრძნობებით მიჯაჭვული იყო წარსულთან, ხოლო გონება ჩადენილზე დარდს დაებინდა. მხოლოს ქმნილება ოქროსაგან ალმოდებული, მას ამშვიდებდა, ეგონა რომ ღმერთის დიდ რისხვას ასეთი ძღვენით სანახევროდ გაანელებდა და მხრებზე მძლავრად მიებჯინა იმედის ნიშნად. სასჯელზე მეტად ეშინოდა კაენს მხილების, მერე სირცხვილით მშობლებს როგორ დანახვებოდა? საწყალ ევას ხომ ისე სწამდა თავის შვილების, ცუდის გამგონეს ალბათ სული აღმოხდებოდა და ღმერთმა გულით მართალმა და კაცთა შემცოდემ, თუმც ცოდვილ კაენს,რისხვითა და ცრემლით ჩაჰხედა, აღარ ამხილა დედის თვალწინ, უთხრა ესოდენ, უსულო კერპით მთაზე ასვლა როგორ გაბედა? ადრე წყალობით ღებულობდა მის მირთმეულ ძღვენს, თუმცა შემოქმედს რად უნდოდა ძღვენი ან ხოტბა? ხმელეთი, წყალი, მნათობი და ყველა სულდგმული, უკვდავი სულით და დიდებით თვით შექმნა როცა?! მაგრამ ნიშანი იყო მათი პატიებისა და იყო ტვირთი, რათა ცდომილთ მუდამ ეფხიზლათ, რომ ბოროტს ვეღარ შეეცდინა მათი გულები, ხოლო წარსული სინანულით გამოესყიდათ... და არ მიიღო ოქროს ძღვენი,ხოლო აბელი, ისევ ჩვეული სითბოთი და სიბრძნით დამოძღვრა. იმდენად მძიმე მოეჩვენა კაენს სასჯელი, რომ გონწართმეულს თვალებიდან ცრემლი წამოსკდა. კაენის სხეულს შურისგების ცეცხლი მოედო და თუ აბელის არსებობით ადრე ხარობდა, ახლა სურდა რომ ყველაფრისთვის ბოლო მოეღო, რაც ამ ერთობას და სიყვარულს ადუღაბებდა. უცებ გაუქრა მომავალზე ოცნება, ფიქრი, სხვა ხმა ჩაუჯდა გონებაში,სხვა მიზანსწრაფვა, კეთილ სურვილებს მოებურათ ნაფლეთი ნისლის, და შემოეჭდო გულს სურვილი ბოროტ ზრახვათა. შური ტანჯავდა, თუმც ეს გრძნობა არა ჰქონია, სძულდა აბელი, თუმცა დღემდე ძლიერ უყვარდა, ვერ იოკებდა ამხედრებულ სულის ფორიაქს, რომ შეაჩერა ხმამ ზეციდან თბილმაც და მკაცრმაც: -კაენ რა ჭამე? ეკითხება ხმა იდუმალი, პასუხობს კაენ-ის რაც დედამ ყველას აჭამა, კაენ რა ჭამე?-იმეორებს ხმა იდუმალი, პასუხობს კაენ-ის რაც დედამ აბელს აჭამა! რა განიზრახე?-კვლავ კითხულობს ხმა იდუმალი, კაენის დუმილს დუმილითვე პასუხობს ზეცა, სწორედ ამ კითხვით მიმართავდა ევას უფალი და სწორედ ასე, სწორედ ასე დადუმდა ევა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ყოველი შემდეგი თავი უფრო და უფრო საინტერესოდ იკითხება :) ყოველი შემდეგი თავი უფრო და უფრო საინტერესოდ იკითხება :)
21. და მოგიკითხეთ:) და მოგიკითხეთ:)
20. უფრო სასიამოვნოდ იკითხება რამოდენიმე თავი ერთად,ბატონო სოსო:) ხოდა ნეტოჩკა იმედია ამ სიამოვნებას არ მოაკლებს თვალებს და გონებას:)
უფრო სასიამოვნოდ იკითხება რამოდენიმე თავი ერთად,ბატონო სოსო:) ხოდა ნეტოჩკა იმედია ამ სიამოვნებას არ მოაკლებს თვალებს და გონებას:)
19. ყველაზე ძალიან იმაზე მწყდება გული, რომ ჩემმა ნეტოჩკამ დაივიწყა საბრალო ეგორ ეფიმოვი! ყველაზე ძალიან იმაზე მწყდება გული, რომ ჩემმა ნეტოჩკამ დაივიწყა საბრალო ეგორ ეფიმოვი!
18. გრძელდება ჩვენი სულიერი ზეიმი! ილტოსპირელი.... დავით შემოქმედელი გრძელდება ჩვენი სულიერი ზეიმი! ილტოსპირელი.... დავით შემოქმედელი
17. საინტერესო ძალიან... მხოლოს ქმნილება ოქროსაგან ალმოდებული, მას ამშვიდებდა, ე გ ო ნ ა რომ ღმერთის დიდ რისხვას ასეთი ძღვენით სანახევროდ გაანელებდა -ერთხელ კიდევ შემეცოდა კაენი...555555 საინტერესო ძალიან... მხოლოს ქმნილება ოქროსაგან ალმოდებული, მას ამშვიდებდა, ე გ ო ნ ა რომ ღმერთის დიდ რისხვას ასეთი ძღვენით სანახევროდ გაანელებდა -ერთხელ კიდევ შემეცოდა კაენი...555555
16. ძალიან საინტერესოა! კაენის ფიქრები მსხვერპშეწირვის წინ... შთამბეჭდავი იყო! ველი გაგრძელებას! :) ძალიან საინტერესოა! კაენის ფიქრები მსხვერპშეწირვის წინ... შთამბეჭდავი იყო! ველი გაგრძელებას! :)
11. თვითონ ადამიც, მოკაზმული ჭრელი სამოსით, და საზეიმოდ შემოსილი თეთრი ხალათით, წინ მიუძღოდა თავის ჯალაბს, თითქოს სამოთხის ნეტარ ქალაქში ბრუნდებოდნენ ზეცის გალავნით... ... !5!
თვითონ ადამიც, მოკაზმული ჭრელი სამოსით, და საზეიმოდ შემოსილი თეთრი ხალათით, წინ მიუძღოდა თავის ჯალაბს, თითქოს სამოთხის ნეტარ ქალაქში ბრუნდებოდნენ ზეცის გალავნით... ... !5!
10. საინტერესოდ გრძელდება ისევ :) საინტერესოდ გრძელდება ისევ :)
9. საინტერესოდ გრძელდება ისევ :) საინტერესოდ გრძელდება ისევ :)
8. არაჩვეულებრივია მეგობარო!!! 6-ის პასუხად: - კარგი მიგნებაა!!! არაჩვეულებრივია მეგობარო!!! 6-ის პასუხად: - კარგი მიგნებაა!!!
7. სოსო, მადლობა იმისათვის, რომ შენი შემოქმედება ასე ადვილად ხელმისაწვდოია ჩვენთვის. უამრავი ხუთიანი55555555555555 სოსო, მადლობა იმისათვის, რომ შენი შემოქმედება ასე ადვილად ხელმისაწვდოია ჩვენთვის. უამრავი ხუთიანი55555555555555
6. პოემების კითხვით რომ არ გადაგღალოთ დღეიდან ჩემს დღიურში ჩემს ლექსებს გავიმეორებ! მჯერა გაგეხარდებათ,:-* პოემების კითხვით რომ არ გადაგღალოთ დღეიდან ჩემს დღიურში ჩემს ლექსებს გავიმეორებ! მჯერა გაგეხარდებათ,:-*
5. მადლობა ყველას! მადლობა ყველას!
4. კარგია, სოსო... :) კარგია, სოსო... :)
3. ხო, გრძელდებაა :))) და ბევრ ხუთიანებსაც იმსახურებს, მაგრამ ბოლოს ყველას ერთად რომ წავიკითხავ კიდევ ერთ დიდ ხუთიანს დავუწეერ სოსოს ;) :) ხო, გრძელდებაა :))) და ბევრ ხუთიანებსაც იმსახურებს, მაგრამ ბოლოს ყველას ერთად რომ წავიკითხავ კიდევ ერთ დიდ ხუთიანს დავუწეერ სოსოს ;) :)
2. ძალიან ძნელი,რთული და საპასუხისმგებლო პოემაა. 5:) ძალიან ძნელი,რთული და საპასუხისმგებლო პოემაა. 5:)
1. გრძელდება ჩვენი სულიერი ზეიმი! გრძელდება ჩვენი სულიერი ზეიმი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|