ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ბენდელიანი
ჟანრი: პროზა
26 აპრილი, 2020


„დეტექტივის ოთხეული“


                                                              ნაწილი I
        დილა გათენდა, მზიანი დღეა და სასიამოვნო სიო უბერავს. გოგონა თავისი ლურჯი ფერის საწოლიდან დგება, ფეხსაცმელებს იცმევს, ცოტა წაივარჯიშებს და მოწესრიგდება.შემდეგ ისევ ბრუნდება თავის კოსმოსურად მომაჯადოვებელ ოთახში.კედლებზე საყვერელი მსახიობებისა და მომღერლების სურათები აქვს გაკრული. იქ თითქმის ყველა ნივთი ლურჯი ფერისაა, ეს ყველაფერი კი ოკეანის ფსკერს გვაგონებს. ოკეანის ფსკერზე მცხოვრები ერთი უჩვეულოდ ლამაზი პრინცესას თავბრუდამხვევ თავგადასავალს.კარადიდან ტანსაცმელს იღებს და სკოლაში წასასვლელად ემზადება. დედამისი- ჰარიეტი სამზარეულოდან მადისამღძვრელ სურნელს აცოცხლებს.
- დილამშვიდობილსა ემა, ბლინები გაგიკეთე და ისაუზმე. - უთხრა დედამ.
- დედა არ მშია, დღეს ლაისთან ერთად საყიდლებზე მივდივარ და 8 საათზე სახლში ვიქნები. არ მომაკითხო, ჩემითაც წამოვალ, აქვეა. - უპასუხა გოგონამ.
- კარგი, მაგრამ ფრთიხალად იყავი. - უთხრა ჰარიეტმა.
- კარგი დედა, სკოლაში მაგვიანდება, საღამომდე. - უპასუხა ქალიშვილმა.
- საღამომდე. - უპასუხა დედამ.
მამამისი - ჯონიფერი გარეთ ელოდებოდა მას სკოლაში წასაყვანად. ჰო, რაც შეეხება მამამისს, იგი ბიზნესმენია. იგი მუშაობს ერთ-ერთ მაღალშემოსავლიან კომპანიაში და ოჯახის მთავარი ფულის წყაროც სწორედაც რომ ჯონიფერის ხელფასია.
ემა გამოვიდა გარეთ და მანქანაში ჩაჯდა.მამამ იგი სკოლამდე მიიყვანა და თვითონ სამუშაოდ წავიდა.
გაკვეთილებს შორის შუალედი 20 წუთი გახლდათ. ამ დასვენებებზე ემა მეგობრებთან ერთად ერთობოდა.
ხომ, რაც შეეხებათ მის მეგობრებს: ლაი კიტსი ემას მეგობარია ბაღიდან,ასევე მის მოპირდაპირედაც ცხოვრობს და პატარაობაში ხშირად თამაშობდნენ „დეტექტივობანას“ ერთად. ხოლო ჯეკი და ზაკი მის უკანა ქუჩაზე, არც თუ ისე შორს ცხოვრობენ.ემამ ისინი სკოლაში გაიცნო, 1-ლ კლასში. მისი პირველი დღე სკოლაში ძალიან სახალისო იყო. ემას არ უნდოდა სკოლა და უცხო გარემოში ყოფნა, ამიტომაც ტირილი დაიწყო და ყვირილიც ააყოლა.ჯეკმა ეს ხმა გაიგონა და დაამშვიდა გოგონა, ხოლო ზაკი ძალიან წყნარი ბავშვი იყო და ისე ჩაფლულიყო უსასრულო გაუგებრობაში, გონს ვერ მოდიოდა რა ხდებოდა მის ირგვლივ. ასეთი ისტორია აქვთ ამ ოთხეულის ერთ მუშტად პირველად შეკვრას. იმ დღის მერე თითქმის ყოველდღე აქვთ მათ ურთიერთობა, ერთმანეთს გასაჭირში ეხმარებიან და მხარს უმაგრებენ.
ბუნებრივად,საყიდლებისთვისაც მომზადებული იყო ემა.გაკვეთილების დასრულებას ელოდა.სკოლამაც ჩვეულებრივად ჩაიარა. შემდეგ ლაისთანაც გაერთო და ბოლოს სახლშიც დააპირა წასვლა.გზაში კი რაღაც უცნაურობა შეემთხვა, კერძოდ კი უცნაური კაცი დაინახა მიტოვებული სახლის ეზოში, კარებთან. ამ ყველაფერმა ცუდი შთაბეჭდილება დაუტოვა, მაგრამ დააინტერესა კიდავაც რა ხდებოდა შიგნით. ასევე იფიქრა, რომ ეს ამბავი მეგობრებსთვისაც აუცილებლად უნდა ეთქვა.
ემა სახლში დაპირებულ დროს- 8 სააზე გამოჩნდა. გარეთ ბნელოდა და დედას შეეშინდა.
- შვილო როგორ გაერთე? - შეეკითხა დედა.
- კარგად დედა, კარგად გავატარე დრო, შენ? - უპასუხა ემამ.
- მეც კარგად. ხომ არ გაგიჭირდა მოსვლა? - ჰკითხა მან.
- მმ, არა, არაფერი. - ოდნავ უცნაურად უპასუხა ემამ.
- კარგი დედა. ახლა დაღლილი იქნები, გეტყობა. წადი დაისვენე. - უთხრა ჰარიეტმა. მამამაც იგივე ურჩია.
- კარგი დედა,ჩემს ოთახში ავალ, ვიმეცადინებ. - თქვა გოგონამ.
- კარგი. - უპასუხეს მშობლებმა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები