ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოგუსი1
ჟანრი: პროზა
17 თებერვალი, 2009


ანგელოსი

როს დაგიმონე, შენ გახდი მონა მე კი დემონი,
არ დაგამადლი სასტიკ ტანჯვას და გაწამებას,
შენ გიყვარს კვნესა იისფერი ზეცის სივრცეში,
ო როგორ გვშურსო შენი ხვედრი, თქვან ლამაზებმა.
    შენი სიტურფე გესლი არის ჭრელი ასპიტის,
    ის დაუბნელებს ლამაზ თვალებს ყველა შენს მიჯნურს,
    რადგანაც შენ ხარ ყველა დროის დიდი არტისტი,
    თუმც ვერ გაალღობ ჩემი გულის უხილავ ყინულს.
შენახარ შფოთი, აზვირთება პალიასტომის,
გინდა რომ გტანჯო და ამიტომ მუდამ დაგტანჯავ,
გული გაქვს თბილი, ვით მალამო მაიასტომის,
ფსკერზე კი ავი ვეშაპივით ბევრ ცოდვას შთანთქავ.
    არსად გაგიშვებ, რათა სხვანიც რომ არ დაგესლო,
    შენი შხამი კი მე მანიჭებს სიამოვნებას,
    შენი სიცოცხლე ჩემსაზე ხომ უფრო მეტს ფასობს,
    შენახარ ჩემთვის მზისგან მთვარის გასხივოსნება.
მე არ მოვკვდები, რადგან არც შენ გინდა რომ მოვკვდე,
ჩემი სიკვდილი შენ მოგიტანს თავისუფლებას
და ვერ აიტან ამ სიმშვიდეს ასე რომ მოხდეს,
ვერ გაძლებ ისე თუ არ გაგკრეს ტკბილმა კრუნჩხვებმა.
    კარგია, რადგან დემონები დიდხანს ცოცხლობენ
    და თუ ოდესმე მოხდა ჩემი გადაბარგება,
    ისე დაგაჭკნობ და ამ ქვეყნად ისე დაგტოვებ,
    რომ ამდენ ტანჯვას მოჰყვეს ტანჯვის გაორმაგება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები