ალექსანდრე პუშკინი - ჩემს მოკეთეებს
მტრებო, ვდუმვარ, მოთმენა მეხერხება... დაცხრა მალი რისხვა და გათავხედდით, თუმც არეში მყავხართ კვლავ თვალთახედვის და აგირჩევთ ნებისმიერს ერთხელაც:
არ დაგინდობთ გარეშეს, თუ შინაურს, დაგაცხრებით როცა ბრჭყალალესილი, ასე ხარბი ქორი, ცადაფრენილი - უდარაჯებს ბატებსა და ინდაურთ.
27 ივნისი, 2020 წ.
Александр Сергеевич Пушкин – Приятелям
Враги мои, покамест я ни слова... И, кажется, мой быстрый гнев угас; Но из виду не выпускаю вас И выберу когда-нибудь любого:
Не избежит пронзительных когтей, Как налечу нежданый, беспощадный. Так в облаках кружится ястреб жадный И сторожит индеек и гусей.
1825
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგია, ორიგინალის რკალური რითმაც შენარჩუნებული გაქვთ კარგია, ორიგინალის რკალური რითმაც შენარჩუნებული გაქვთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|