სამყაროს ვწყდები გიყურებ როცა, ლექსით ვლოთდები ისევ და ისევ, სუფთა ხარ როგორც პირველი ლოცვა და იდუმალი როგორც დაისი.
ვიცი დიდხანს ვერ გავუმკლავდები, უმანკო თვალებს მწვანე მოლისფერს, შვილი ხარ ალბათ მისან ქალდების, მე მოვალ შენთან შენ არ მომისმენ.
და თუმცა წესი არის ასეთი, ქალს უარის თქმა შვენის თავიდან, დავემგვანები ფრინველს დასეტყვილს, თავი წვიმას რომ ვერ აარიდა.
მაშინ მივბაძავ რომანის გმირებს, არ გაჩენილა ჩემზე ამაყი, რა შეედრება გაფრენილ ირემს, დიდებულ რქებს რომ უკან გადაყრის.
მიუალერსებს ნიავი ხეებს, როგორც დედა შვილს ქოჩორს აუშლის, მე მლოცველივით დავიკრეფ ხელებს და გამოვტყდები დანაშაულში.
რომ არ შემეძლო სიცოცხლე მზესთან, რომ ჩემი გული ქარის მგვანია, თორემ ზეციურ სილამაზესთან, მრისხანება რა მოსატანია?!
მერე კი მოვა ის სინანული, კაცს ცეცხლივით რომ წაეკიდება, ოხ, ეს ავი ზნე დარდიანული, უშენოდ სუნთქვაც აღარ მინდება.
ვით ბოლო ლოცვა შობილი მკერდთან, გულწრფელი, სავსე უიმედობით, მე მოვალ შენთან ვითარცა ღმერთთან... მაგრამ შენ უკვე აღარ მენდობი.
დანტე დარდიანი 16/08/2018
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ბოლომდე ვერ მივხვდი, პირველი უარისა და საკუთარი სიამაყის გამო იტანჯება გმირი თუ რამე სხვაშია საქმე :) ლექსი ლამაზად იკითხება. გამდიდრება მოუხდებოდა მე ასე მგონია. ბოლომდე ვერ მივხვდი, პირველი უარისა და საკუთარი სიამაყის გამო იტანჯება გმირი თუ რამე სხვაშია საქმე :) ლექსი ლამაზად იკითხება. გამდიდრება მოუხდებოდა მე ასე მგონია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|