| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 27 ივლისი, 2020 |
არ დაილია ამ ქვეყნად, "იმის და ამის" კაცები... თუმცა, ჩამოფქვა წისქვილმა,"წვრილთვალა" დარჩა საცერი... ვერ წავაკითხე,(ისურვა?)თეთრზედ შავ მელნით ნაწერი... ვერ გაძღა,მუცლის გვრემა აქვს...მადლის და ცოდვის "აღმწერი"... რომ კითხო,-მოეკითხება! ბედი,იღბალი მოკვდავის! გეტყვის:-ცოდვისგან ვიწვები! დაწყევლილ იყოს "მბორკავი"... სულში კი ვეღარ ეტევა,-ცრემლი და დარდი მბორგავი! მართლის თქმის პრინციპისათვის? თუ მტყუანი ვარ მომკალით... ქვეყანამ იცის,პირველი,რომელი ხდება გემიდან! ვინც ძუძუს წოვდა მარჩენალს...ისღა უმუხთლებს,ჰერიდა! სკუპ და თბილ ბუჯერ- ნაცვალი,-მარილს დააყრის იარებს, იტყვის,-ბედშავმა! რა ტანჯვა,რა ცეცხლი გამოვიარე... "იმის კაცობას" ახსენებ? "ამის კაცობას" წასძახებ? ახლა,ახალი პატრონი,ლაგამად გიქცევს არტახებს... -ვინ მიგდიხარო? დაგჩხავლებს..შენიც მე ვარო ბატონი! თუნდაც მშიერი მომკვდარხარ,ან და მოგსტ...ია პატრონი! მგონი მოდაა,ხშირ-ხშირად დედის "მკითხველის"გამოცვლა... არ სჭირვებია გუებას,თავზედ "რეზინის" წამოცმა! მთავარი არი,-"იმ კაცთან".ახუთიანო გამოცდა... თან დროზედ უნდა გათვალო,დროზედ! მისვლა და წამოსვლა... ვერ შევძელ რიგში ჩადგომა,მიშვერა ერთი ალაგის... ვერ შევძელ,მეთქი, "საზამთროდ" მეც რომ მქონოდა მარაგი- საფქვავად...ეგებ მსხვილთვალა, დამირჩებოდა საცერი... რომ მწყალობელად მქცეოდა მართალი კაცის დამქცევი... თუმცა,ვამაყობ,ბედშავი!რომ არც მიწის ვარ,არც ცისა! ვერ შეძლო გარემოებამ გადავექციე "ნარცისად"... მივალ,მივყვები შარაგზას,სისხლნაზავ ოფლით გათელილს! ჩემი კაცობით მინთია,საკმეველი და სანთელი!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|