გარეთ ქარია ფიქრებს დატორავს, მსუბუქი წვიმა სარკმელს ასველებს, მე ძველ კაფეში ისევ მარტო ვარ, შენ კი ამაოდ ვიღაცას ელი.
ყველაფერს ვამჩნევ მე ახლა სხვა ვარ, ვხვდები შენს ფიქრებს მეხად გავარდნილს, მოლოდინში კვლავ გაცივდა ყავა, თანდათან უფრო გემჩნევა დარდი.
ვუმზერ კედელზე ფერმკრთალ სურათებს, დახატულ თვალზე მოწოლილ კურცხალს, გვერდით მოხუცი მიმზერს სულმნათი, პატარა ბავშვი რაღაც წიგნს ფურცლავს.
ოთახის ბოლოს დგას როიალი, მიტოვებული, მტვრის ფენით ვადგენ, მთელი სამყარო რომ მოიარო, ამაზე მყუდროს ვერ ნახავ ადგილს.
დაწერა მინდა არ მაქვს სათქმელი, კალამს თითებში თავბრუს დავახვევ, ცრემლად იღვრება თითქოს სარკმელი, რა ლამაზი ხარ ღმერთმა დალახვროს.
სჯობდა რომ თავი არ გამერიყა, მე ვხედავ შენში რაღაც მსგავსებას და მაინც ჩემზე ბედნიერი ხარ, ვიღაცას ელი გეძვირფასება.
გერევა ცრემლი გრძნობათა მხევალს, გინდა ტკივილი ვიღაცას ანდო, უკან მოვიტოვ რიდს როგორც მდევარს, ფეხზე ავდექი, მოვდივარ... ამ დროს...
გარეთ ქარია ფიქრებს დატორავს, გამახსენდება ღიმილით ის დღე, მე ძველ კაფეში ისევ მარტო ვარ, შენ ნაგვიანევ ნახევარს მისდევ.
დანტე დარდიანი 16/01/2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მე ვფიქრობ რიტმებს არ უნდა გადავაყოლოთ ლექსი. სულ არაფერია თუ ერთი ორგან ამოვარდა რიტმიდან მომეწონა.კაფე და ლოდინი ლამაზი და სევდიანი სურათია მე ვფიქრობ რიტმებს არ უნდა გადავაყოლოთ ლექსი. სულ არაფერია თუ ერთი ორგან ამოვარდა რიტმიდან მომეწონა.კაფე და ლოდინი ლამაზი და სევდიანი სურათია
3. ადრესატი მთხრობელისგან განსხვავებით ელის ვიღაცას, ესეიგი არსებობს ვიღაც ვინც მისთვის ძვირფასია, ამიტომაცაა მთხრობელზე ბედნიერი. ის არავის ელის. ადრესატი მთხრობელისგან განსხვავებით ელის ვიღაცას, ესეიგი არსებობს ვიღაც ვინც მისთვის ძვირფასია, ამიტომაცაა მთხრობელზე ბედნიერი. ის არავის ელის.
2. კარგია კაფეში ჯდომა, ყავა, ლოდინი. კარგია კაფეში ჯდომა, ყავა, ლოდინი.
1. ერთგან რიტმიდან ამოვვარდი. ადრესატის ხან ბედნიერად ხან საპირისპიროდ ყოფნა ვერ მოვათავსე ერთ განწყობაში. სამაგიეროდ ავტორის განცდებია ძალიან ბუნებრივი და გულწრფელი, სადა და საინტერესოდ მოყოლილი. ერთგან რიტმიდან ამოვვარდი. ადრესატის ხან ბედნიერად ხან საპირისპიროდ ყოფნა ვერ მოვათავსე ერთ განწყობაში. სამაგიეროდ ავტორის განცდებია ძალიან ბუნებრივი და გულწრფელი, სადა და საინტერესოდ მოყოლილი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|