ნინო დარბაისელი
წარმოსახვა და პოეტური წარმოსახვა - - - -
სათაური ტავტოლოგიურიაო?! არა, არ შემშლია, ეს ორი სხვადასხვა რამ არის. მათ შორის ტოლობის დასმა - არამართებულია. ჩვეულებრივი, თუ გნებავთ, არაჩვეულებრივი წარმოსახვა, მეტაფორული თუ არამეტაფორული, განსაკუთრებით დღეს, ჩვენს რთულ დროში, ნევროზების, ფსიქიკური ტრავმების, პოსტ-ტრავმული სიმპტომების, საძინებელი საშუალებების, მსუბუქი თუ არა მსუბუქი ნარკოტიკული ნივთიერებების მეტად ხელმისაწვდომობის და ა.შ გამო, ადამიანებს გამძაფრებული აქვთ. საკმარისია, ასეთ ადამიანს ოდნავ კალამი უჭრიდეს, ფურცელზე გადაიტანს მათ, თუნდაც ქვეცნობიერი თერაპიული სწრაფვის გამო - მოახდინოს მათი ვერბალიზაცია და ამ გზით რაღაც შვება იგრძნოს, რომ ექმნება პოეტობის ილუზია. რატომ ხართ ასე უსამართლოდ სასტიკიო, - იქნებ გულწრფელად მისაყვედუროს რომელიმე კონკრეტულმა ავტორმა, - ნახეთ, ჩემს სახეებით მდიდარ ლექსს კომპოზიციაც აქვს, კარგადაც ჟღერს, აზრიც მოეძევებაო. რა უნდა ვუპასუხო ასეთ შემთხვევაში? ვრცელ სიტყვას ვერც წარმოვთქვამ და არც არავინ მომისმენს, სპეციალისტებსაც კი საგანგებო მზაობა გვჭირდება ამისთვის, მოკლედ და მარტივად კი რაღაც ასეთი გამომივა: სიზმარს, სიზმრისეულ ცნობიერებასაც კი აქვს თავისი რთული ან მარტივი კომპოზიცია, რომელიც ხან ადვილი, ხან ძნელად მოსახელთებელია; აქვს აგრეთვე, პოეტურ ლოგიკასთან ძალზე მიმაგავსებული სიზმრეული, ჰალუცინატორული, თუ როგორც გნებავთ, უწოდეთ, ლოგიკაც. განსხვავებას ქმნის ერთი პრინციპული რამ: წარმოსახვათა ჩანაწერი თუ დღიური, რაოდენ ფერადოვანი ან შთამბეჭდავიც არ უნდა იყოს, თუნდაც ვერლიბრთან მიმსგავსებით, მოკლე სტრიქონებად დანაწილებულ-დასახსრული, მოკლებულია მხატვრულ, პოეტურ ფუნქციას. ეს ოხერი ფუნქცია, ანუ ცალკეული დეტალის მთლიანთან, მთელთან (ჩანაფიქრთან, სათქმელთან?) შესაბამისობის, მიმართების, მონადურობის თავისებურება არის ის, რაც პოეტს აიძულებს, წერის გარდა, წაშლის ხელოვნებას დაეუფლოს, არა მხოლოდ ყველა ცალკეულ სახეზე, სიტყვაზე, ინტონაციურ რხევაზე, არამედ ყოველ ნიუანსზე კარგად დაფიქრდეს, რა ფუნქცია აქვს, რას აკეთებს ეს ტექსტში? რით ეხმარება მას, იქნებ პირიქით, ხერგავს, ბლოკავს, მასში რაიმე უფრო მნიშვნელოვანს? და თუ პასუხს ვერ იპოვის, ან საერთოდ შეელიოს მას ან რაიმე უკეთ შესაბამისით შეცვალოს. სხვა ლიტმცოდნეს ან პოეტს იქნებ ამაზე უკეთ შეეძლოს ამ სათქმელის ჩამოყალიბება. ინტერნეტში, ავტორთა და მკითხველთა ფართო წრისადმი მიმართვისას კი ჩემი შესაძლებლობის ზღვარი აქ გადის, რათა თუ არ დავარწმუნო, დავაფიქრო მაინც ამის წამკითხველი - ადამიანურ, რაიმე ტრავმით გააქტიურებულ, გაღიზიანებულ, ავადმყოფურ და ა.შ წარმოსახვასა და პოეტური წარმოსახვას შორის პრინციპული განსხვავების შესახებ, თუნდაც ეს უკანასკნელი პირველს ოსტატურად იყენებდეს საკუთარი მხატვრული მიზნებისათვის, როგორც მასალას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. პირობა
თუ სიტყვების საშუალებით, გაუგებარი შეგრძნებების დატუსაღება მიუღებელ არგუმენტად მიიჩნევა, მაშ მოლოდინებს შორის ერთი შემთხვევითი შედეგი მაინც, დამახსოვრებულ სიზმარს მსმენელისთვის - საზარელ თავსატეხად აქცევს.როდესაც საგნები პიროვნების გარეშე მოცემულობად აღიქმება, რა უნდა გახდეს ამგვარი მიდგომის ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანის საფუძველი?... ღირებულებითი მზადყოფნა, ხასიათი, მოუმზადებელი განწყობა თუ ჩასაფრება? ლიტერატურული ხილვადობა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ტექსტი მხოლოდ ერთ უტყუარ შედეგს უნდა იძლეოდეს ემოციათა თაიგულის სახით აღქმელში, არ აღიარებს. სიუჟეტური მიმართულებით ავტორი საკუთარი ხედვიდან გამომდინარე ქმნის ბორცვებს, ზედაპირზე გარკვეული ესკიზების ამოწევით, რაც შესაძლებელია სრულიადაც არ იყოს ლოგიკური კავშირით მიერთებული მომდევნო დეტალებთან. თვალშისაცემი ვერასოდეს გახდება შეფასების მეთოდისთვის საკმარისი და ვარგისი - მასალა. ეპიზოდები შესაძლებელია ურთიერთკომფლიქტურიც იყოს. თუმცა უმთავრესი მიმართულებისთვის აუცილებელი კონტურების ერთობლიობა, სრულიად საკმარისია.მთავარია არ აარიდოს თავი მკითხველმა ,,სახიფათო’’ გზას მოტივირებული შიშისა თუ ემოციონალური მოუმზადებლობის საფუძელზე. ეს ერთგვარად საჭირო კარნახია საძებნისა თუ ამოსაცნობისაკენ სვლაში. ბორცვები კი იმ მინიშნებებს წარმოადგენენ, რომლის ძირებშიც არის განთავსევბული, ერთი შეხედვით არარსებულ ან ყრუ კატაკომბებში მოსახვედრად აუცილებელი ერთადერთი ჩასაძრომი.ნაკლებად მკვეთრი შტრიხები კი სიღრმეში ჩაშვებულ თოკებსაც შეგვიძლია შევადაროთ.იქ რომ მოხვდე, უნდა ჩაცოცდე.გაუჩინარებული შეგრძნებების კორიანტელი არც სახეში შემოგაყრით მძვინვარებას და არც სხეულს გაგითოშავთ. სხეულგამძვრალი უნდა აღმოჩნდეთ პირისპირ შიშველი შეგრძნებების ვაკუუმში იმ გაუცხოებასთან,რომლისაგანც გამოცარიელებული მიგაჩნდათ საკუთარი თავი.რას გვიპირებს ავტორი, არასოდეს არის გასაგები.არასოდეს ღეჭავს სიტყვებს, წინადადებებსა თუ აბზაცებს გულწრფელობისთვის იმ იმედით, რომ მკითხველი გაითანაბროს ან პირიქით, ბუნდოვანების გამორკვევის მოლოდინში.საკუთარ თავთან გაუმხელელ წინააღმდეგობას ავტორი სწორედ ამ გზით აღწევს თავს. თუმცა ეს მკითხველის გამეტებას არ უნდა ნიშნავდეს. მთელი სიმძაფრე დანიშნულების ადგილას აღმოჩენის შემთხვევაში, ნათელს ფენს უნებლიე თანხვედრით გამოწვეულ სიმშვიდეს.რაღაც აორთქლებისაგნ შემსუბუქების შეგრძნების მსგავსს.რა შეედრება მოულოდნელი ამოქროლების განგაშს, საკუთარ შფოთიან ბუნებას როდესაც შეესევა ამოუცნობი სამყაროს, საკუთარი სამყაროს წამიერად გამაცოცხლებელი ზემი. ყველა დარღვეული ზღუდე ხილულსა და უხილავს შორის, არსებულსა და წარმოდგენილს შორის, ნათქვამსა და უთქმელს შორის, განცდილსა და განუცდელს შორის - შემაძრწუნებელი სიმძიმის შეგრძნებას კარგავს. როდესაც არსებობის უარყოფაზე წარმოდგენების ცვლილებას საფუძვლად ედება - გაზიარების მომენტი. გაუგონარი სიმშვიდე ისადგურებს და გიწევს ამოძვრე უკან გამოქვაბულებიდან. დაუბრუნდე უსწორმასწორო ზედაპირს. შეწყვიტო ძიება და დაგეუფლოს ზიზღი იმის რომ ამ საოცარი ვარდნის ხალისი იშვიათად განმეორებადია. როდესაც მკითხველის პოზიცია შეჯერებულია ერთადერთ მოთხოვნაზე, ავტორისაგან მოისმინოს დაზუსტება ნებისმიერი შტრიხის, თვალთმაქცობის, შეგნებული ორჭოფობისა თუ სხვა გაუბედაობის შესახებ, ეს დაუნდობლობაა. წარმოუდგენელია საით მიემართებიან ადამიანები ყოველდღიური მოძრაობისას. აქ იმდენად უინტერესოა კონკრეტული შეჩერების წერტილები, რამდენადაც კაცობრიობის მოძრაობის უწყვეტ ციკლზე სრული სურათის ცოდნაზე უარის თქმა. სადღაც შუალედში აღმოჩენილი არსებები ამაზე მსჯელობის უნარში შეზღუდულები არ არიან, რადგან ფიქრობენ და აქედან გამომდინარე პასუხგაუცემელ წინაღობებზე მიდგომის სხვაგვარი ფორმებით უნდა მოხდეს პოზიციების გამყარება. ლიტერატურული საკვები სამომხმარებლო მოთხოვნილებების საწყისს, ირაციონალური ბუნებით თავისთავად ახასიათებს. ლიტერატურული შიმშილის დაკმაყოფილება ნებისმიერი საკვებით წარმოუდგენელია.ზოგადად მაძღრობისთვის კი საკვების სახეობების შერჩევა გამოუვალი მდგომარეობის დროს - შეუძლებელი. ამიტომ მიდგომები აშკარად განსხვავდება. ისევე როგორც თითოეული ადამიანი ერთმანეთისგან ან საერთოდაც შინაგანი სამყარო გარეგანისგან.პირობითია ფორმულები, განსაზღვრებები, უტოლობები და ასე შემდეგ, იმ აბსოლუტური ყოვლისმომცველობისაგან განსხვავებით, რომელში მოთავსებასაც ვცდილობთ ფაქტობრივი სიცარიელის. უგნურ თავგასულობადაც შეიძლება ჩაითვალოს უპირატესობის განცდა მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნისას, თუ განცალკევებით აღმოჩნდება ფიქრის დაუშრეტელი სათავე, სახტად დარჩენილი გაუსაძლისობისაგან.თავისუფლება მხცოვანივით არის, რომელსაც იტანენ. მიტოვებამდე ბევრს ფიქრობენ, რაღაცის გამო ინარჩუნებენ, ხშირ შემთხვევაში შეელევიან. აზროვნებას ყველაზე მალე ბეზრდება ეს მხცვოვანი,რადგან მოსავლელი და დამოკიდებულია ნებაზე. მათ შორის ადვილად მოსაგერიებელიც. ამიტომ ყოველთვის ხდება მასზე გამარჯვება. გვერდის ავლა ამოუცნობ, უსახელო, უცნობ შეგრძნებებთან, შემაწუხებელ აუტანლობას წარმოშობს.შიშის ცხოველისთვის საკმაოდ კალორიული საკვებია. ისიც იზრდება, მძვინვარდება,ბუნაგს იფართოებს და გვდარაჯობს დაუძლურებამდე. ამის შემდეგ ნებისმიერ წამოყენებულ პირობას ვასრულებთ და ვიკარგებით. პირობა
თუ სიტყვების საშუალებით, გაუგებარი შეგრძნებების დატუსაღება მიუღებელ არგუმენტად მიიჩნევა, მაშ მოლოდინებს შორის ერთი შემთხვევითი შედეგი მაინც, დამახსოვრებულ სიზმარს მსმენელისთვის - საზარელ თავსატეხად აქცევს.როდესაც საგნები პიროვნების გარეშე მოცემულობად აღიქმება, რა უნდა გახდეს ამგვარი მიდგომის ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანის საფუძველი?... ღირებულებითი მზადყოფნა, ხასიათი, მოუმზადებელი განწყობა თუ ჩასაფრება? ლიტერატურული ხილვადობა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ტექსტი მხოლოდ ერთ უტყუარ შედეგს უნდა იძლეოდეს ემოციათა თაიგულის სახით აღქმელში, არ აღიარებს. სიუჟეტური მიმართულებით ავტორი საკუთარი ხედვიდან გამომდინარე ქმნის ბორცვებს, ზედაპირზე გარკვეული ესკიზების ამოწევით, რაც შესაძლებელია სრულიადაც არ იყოს ლოგიკური კავშირით მიერთებული მომდევნო დეტალებთან. თვალშისაცემი ვერასოდეს გახდება შეფასების მეთოდისთვის საკმარისი და ვარგისი - მასალა. ეპიზოდები შესაძლებელია ურთიერთკომფლიქტურიც იყოს. თუმცა უმთავრესი მიმართულებისთვის აუცილებელი კონტურების ერთობლიობა, სრულიად საკმარისია.მთავარია არ აარიდოს თავი მკითხველმა ,,სახიფათო’’ გზას მოტივირებული შიშისა თუ ემოციონალური მოუმზადებლობის საფუძელზე. ეს ერთგვარად საჭირო კარნახია საძებნისა თუ ამოსაცნობისაკენ სვლაში. ბორცვები კი იმ მინიშნებებს წარმოადგენენ, რომლის ძირებშიც არის განთავსევბული, ერთი შეხედვით არარსებულ ან ყრუ კატაკომბებში მოსახვედრად აუცილებელი ერთადერთი ჩასაძრომი.ნაკლებად მკვეთრი შტრიხები კი სიღრმეში ჩაშვებულ თოკებსაც შეგვიძლია შევადაროთ.იქ რომ მოხვდე, უნდა ჩაცოცდე.გაუჩინარებული შეგრძნებების კორიანტელი არც სახეში შემოგაყრით მძვინვარებას და არც სხეულს გაგითოშავთ. სხეულგამძვრალი უნდა აღმოჩნდეთ პირისპირ შიშველი შეგრძნებების ვაკუუმში იმ გაუცხოებასთან,რომლისაგანც გამოცარიელებული მიგაჩნდათ საკუთარი თავი.რას გვიპირებს ავტორი, არასოდეს არის გასაგები.არასოდეს ღეჭავს სიტყვებს, წინადადებებსა თუ აბზაცებს გულწრფელობისთვის იმ იმედით, რომ მკითხველი გაითანაბროს ან პირიქით, ბუნდოვანების გამორკვევის მოლოდინში.საკუთარ თავთან გაუმხელელ წინააღმდეგობას ავტორი სწორედ ამ გზით აღწევს თავს. თუმცა ეს მკითხველის გამეტებას არ უნდა ნიშნავდეს. მთელი სიმძაფრე დანიშნულების ადგილას აღმოჩენის შემთხვევაში, ნათელს ფენს უნებლიე თანხვედრით გამოწვეულ სიმშვიდეს.რაღაც აორთქლებისაგნ შემსუბუქების შეგრძნების მსგავსს.რა შეედრება მოულოდნელი ამოქროლების განგაშს, საკუთარ შფოთიან ბუნებას როდესაც შეესევა ამოუცნობი სამყაროს, საკუთარი სამყაროს წამიერად გამაცოცხლებელი ზემი. ყველა დარღვეული ზღუდე ხილულსა და უხილავს შორის, არსებულსა და წარმოდგენილს შორის, ნათქვამსა და უთქმელს შორის, განცდილსა და განუცდელს შორის - შემაძრწუნებელი სიმძიმის შეგრძნებას კარგავს. როდესაც არსებობის უარყოფაზე წარმოდგენების ცვლილებას საფუძვლად ედება - გაზიარების მომენტი. გაუგონარი სიმშვიდე ისადგურებს და გიწევს ამოძვრე უკან გამოქვაბულებიდან. დაუბრუნდე უსწორმასწორო ზედაპირს. შეწყვიტო ძიება და დაგეუფლოს ზიზღი იმის რომ ამ საოცარი ვარდნის ხალისი იშვიათად განმეორებადია. როდესაც მკითხველის პოზიცია შეჯერებულია ერთადერთ მოთხოვნაზე, ავტორისაგან მოისმინოს დაზუსტება ნებისმიერი შტრიხის, თვალთმაქცობის, შეგნებული ორჭოფობისა თუ სხვა გაუბედაობის შესახებ, ეს დაუნდობლობაა. წარმოუდგენელია საით მიემართებიან ადამიანები ყოველდღიური მოძრაობისას. აქ იმდენად უინტერესოა კონკრეტული შეჩერების წერტილები, რამდენადაც კაცობრიობის მოძრაობის უწყვეტ ციკლზე სრული სურათის ცოდნაზე უარის თქმა. სადღაც შუალედში აღმოჩენილი არსებები ამაზე მსჯელობის უნარში შეზღუდულები არ არიან, რადგან ფიქრობენ და აქედან გამომდინარე პასუხგაუცემელ წინაღობებზე მიდგომის სხვაგვარი ფორმებით უნდა მოხდეს პოზიციების გამყარება. ლიტერატურული საკვები სამომხმარებლო მოთხოვნილებების საწყისს, ირაციონალური ბუნებით თავისთავად ახასიათებს. ლიტერატურული შიმშილის დაკმაყოფილება ნებისმიერი საკვებით წარმოუდგენელია.ზოგადად მაძღრობისთვის კი საკვების სახეობების შერჩევა გამოუვალი მდგომარეობის დროს - შეუძლებელი. ამიტომ მიდგომები აშკარად განსხვავდება. ისევე როგორც თითოეული ადამიანი ერთმანეთისგან ან საერთოდაც შინაგანი სამყარო გარეგანისგან.პირობითია ფორმულები, განსაზღვრებები, უტოლობები და ასე შემდეგ, იმ აბსოლუტური ყოვლისმომცველობისაგან განსხვავებით, რომელში მოთავსებასაც ვცდილობთ ფაქტობრივი სიცარიელის. უგნურ თავგასულობადაც შეიძლება ჩაითვალოს უპირატესობის განცდა მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნისას, თუ განცალკევებით აღმოჩნდება ფიქრის დაუშრეტელი სათავე, სახტად დარჩენილი გაუსაძლისობისაგან.თავისუფლება მხცოვანივით არის, რომელსაც იტანენ. მიტოვებამდე ბევრს ფიქრობენ, რაღაცის გამო ინარჩუნებენ, ხშირ შემთხვევაში შეელევიან. აზროვნებას ყველაზე მალე ბეზრდება ეს მხცვოვანი,რადგან მოსავლელი და დამოკიდებულია ნებაზე. მათ შორის ადვილად მოსაგერიებელიც. ამიტომ ყოველთვის ხდება მასზე გამარჯვება. გვერდის ავლა ამოუცნობ, უსახელო, უცნობ შეგრძნებებთან, შემაწუხებელ აუტანლობას წარმოშობს.შიშის ცხოველისთვის საკმაოდ კალორიული საკვებია. ისიც იზრდება, მძვინვარდება,ბუნაგს იფართოებს და გვდარაჯობს დაუძლურებამდე. ამის შემდეგ ნებისმიერ წამოყენებულ პირობას ვასრულებთ და ვიკარგებით.
12. ყოჩაღ, მისანო! თუნდაც ამ თქვენი ნამუშევრისთვის ღირდა ამ მცირე ოპუსის აქ დადება. ძალიან საინტერესო ტექსტია. ახლა ერთხელ წავიკითხე და თვალის გადავლებად ვთვლი, დროს ვნახავ თუ არა, დაკვირვებით ჩავუჯდები და სხვებსაც აქეთკენ მოვუწოდებ. ყოჩაღ, მისანო! თუნდაც ამ თქვენი ნამუშევრისთვის ღირდა ამ მცირე ოპუსის აქ დადება. ძალიან საინტერესო ტექსტია. ახლა ერთხელ წავიკითხე და თვალის გადავლებად ვთვლი, დროს ვნახავ თუ არა, დაკვირვებით ჩავუჯდები და სხვებსაც აქეთკენ მოვუწოდებ.
11. პოეზია და სიგიჟე
როგორც უკვე ცნობილია გენიალობისა და შთაგონების საკითხზე ერთმანეთს უპირისპირდება ორი თვალსაზრისი: მისტიკურ–რელიგიური და რაციონალისტური. პირველის სათავე პლატონია. მისი აზრით ყველა დიდი პოეტი ღირსეულ ნაწარმოებს სიშმაგისა და ღვთაებრივი შთაგონების პროცესში წერს. ეს კი მისი აზრით გონების საწინააღმდეგო აქტია. როცა პოეტს ,,გონება დაეუფლება“ იგი უძლურია შექმნას ღირსეული ლექსები. საუკუნეების განმავლობაში იმეორებდნენ პლატონის ამ დებულებებს, რასაც ჯერ რელიგიურ მისტიკური ხასიათი ჰქონდა, შემდეგ კი მეცნიერებაც დაინტერესდა ამ საკითხით. ბულგარელი აკადემიკოსი მ.არნაუდოვი წერს, ზოგი ამ სიშმაგის შესახებ მართალიაო. სხვები ,,სიშმაგეს“ ასეც ნათლავენ :,,შემოქმედებითი ექსტაზი“, ,,სულიერი ენდომოსი“, ,,შემოქმედების კრიზისული სფერო და სხვა. განსაკუთრებით საყურადღებოა თვალსაზრისი ,,კრიზისული სფეროს“ შესახებ. მეცნიერული თვალსაზრისით კი აქ უკვე ღმერთებისა და მუზების შთაგონებაზე კი არ არის ლაპარაკი არამედ თავის ტვინის ფსიქოფიზიოლოგიური თვალსაზრისით შესწავლაზე. ეს კი მართლაც მეცნიერების სფეროა და არა მისტიკისა და რომანტიკის. მართალია კვლევა ძიება ჯერჯერობით ვერც ამ სფეროში სცილდება მგონიაობისა და ვარაუდების სფეროს, მაგრამ რაც არის, ისიც საინტერესოა. საკითხი ეხება ისევ იმ ერთდროული აღქმის საზღვრებს და მისი გადალახვის შესაძლებელ შედეგებს. საერთოდ ეს ,,ერთდროულობა“ საკმაოდ ცნობილია თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში. ამბობენ : ,,ერთდროულობის სიმულტანური ბურუსი“ ,,მრავალი კადრის მოთავსება ერთ კადრში“ ,,ყველაფერი ყველგან და ყველა ყველაფერში“ ,,მთელი სამყარო ერთ ღვთაებრივ ხედვაში“ და სხვა. თანამედროვე გერმანელი მეცნიერები ამას ,,ერთხედვას“ უწოდებენ. ცხადია ეს ეხება არა იმათ, ვისზედაც თქმულა : ,,რაითა ხედვითა ხედვიდნენ და არა იხილონ“ არამედ იმათვინც ,,ორი მილიონი თვალებით“ უყურებს სამყაროს და ამიტომაც ვერ ეტევა ოპტიმალურ ფარგლებში. სწორედ ეს არის, იმ კრიზისულ მდგომარეობას რომ იწვევს და ის ერთხედვა ჰალუცინაციებში გადაჰყავს...ვინ იცის იქნებ ეს ,,ჰალუცინაციებია“ უმაღლესი ინტელექტისა და უმაღლესი ემოციების გამოვლენის ფორმა. ყოველ შემთხვევაში, მეცნიერებას გარკვეული წარმოდგენა აქვს ამ საკითხზე. ფსიქოლოგები ჰალუცინაციებს უწოდებენ შინაგანი ცხოვრების დაძაბულობას, რასაც გარეგნული მიზეზი არა აქვს და მთლიანად წარმოსახვის შედეგია. მართალია პოეზიაში ძნელია იმის გარკვევა სად შორდებიან ერთმანეთს ეს ,,გარეგანი“ და ,,შინაგანი“ მიზეზები, რადგან აქ ,,მიზეზთა მიზეზებითაც“ ინტერესდებიან (გალაკტიონი ,,მიზეზთა– მიზეზი და კიდევ მიზეზი“)მაგრამ ამგვარი განმარტებაც მისაღებია განსაზღვრულ ფარგლებში. ყოველ შემთხვევაში პოეზია საერთოდ არ არის თავისუფალი ,,ჰალუცინაციებისაგან“. ამიტომაა რომ ლიტერატურათმცოდნეებმა ამას დიდი ხანია ყურადღება მიაქციეს. მათ შორის იყვნენ ისეთებიც რომელთაც ,,წმინდა ჰალუცინაციები“ ავადმყოფურ მოვლენად მიაჩნდათ. ახლა ჩვენ უკვე ვიცით რა არის ამის საფუძველი: რა და....ნამდვილსა და წარმოსახულს შორის ყოველგვარი საზღვრის წაშლა. მაგალითად ჟერარ დე ნერვალს წარმოსახვის რეალობის გარდა არაფერი სწამდა. ამიტომ მის პოეზიაშიც წარმოსახვის ეს სიზმარისეული პროექცია დროსა და სივრცის გარეშე შექმნილი სახეების ჰალუცინაციებს იწვევდა , რასაც თეოფილ გოტიეც ადასტურებს. დელაკრუესაც სჯეროდა სიზმრების რეალობისა. იგი მეხსიერებაში ჩარჩენილ და წარმოსახვით შექმნილ სურათებს ისე ცხადად ხედავდა რომ ერთმანეთისაგან ვერც არჩევდა. ცნობილია , რომ ლეონარდოს , რაფაელს, ჰოლბაინს, ბოკლინს წარმოსახული სურათები უწევდა მოდელის მაგივრობას . ეს მეტ თავისუფლებას ანიჭებდა მათ ხელოვნებას... .....ამ საკითხზე ბევრმა წაიტეხა ფეხი. ჯერ იყო და ი.ტენი ამტკიცებდა ე.წ. ,,წმინდა ჰალუცინაციები“ ავადმყოფური მოვლენააო. ამან გააღიზიანა გ.ფლობერი და ასეთი წერილი მისწერა ი.ტენს: _ხელოვანის შინაგან ხილვასა და ჰალუცინაციებს ნუ აიგივებთ ერთმანეთთან. მე ორივეს მდგომარეობას ვიცნობ და ვიცი რომ მათ შორის უფსკრულია. ნამდვილი ჰალუცინაციის დროს თქვენ გიპყრობთ შიში, ძრწოლა, გეჩვენებათ თითქოს თქვენი მე გაგირბით, კვდებით. პოეტური ხილვის დროს კი პირიქით განიცდით სიხარულს იმისას რაც თქვენში შემოდის... შეიძლება აქ ეს უფსკრული რამდენადმე გადაჭარბებული იყოს მაგრამ ფლობერი მაინც უფრო მართალია ვიდრე პოეტური წარმოსახვის უცნაურობათა კლინიკური შემსწავლებლები. მე გამაოცა აკად. მ არამაუდოვის აზრმა, რომ წარმოსახვა ჯანსაღი სულის გამოვლენაა და ყოველგვარი ნევროზული გადახვევა ნორმისგან შეიძლება აინტერესებდეს მწერლის ბიოგრაფსა და ფსიქიატრს და არა ლიტერატურათმცოდნეს.... როგორ გეკადრებათ? სხვას რომ თავი დავანებოთ, განა ჰოფმანისა და ე. პოს ნაწარმოებების ისე შესწავლა შეიძლება რომ ლიტერატურათმცოდნემ მათი ფსიქიკური წყობის თავისებურებას ანგარიში არ გაუწიოს? მე საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთ საკითხზე საერთო ან ზოგადი კანონზომიერების დადგენა. ნუთუ შეიძლება, აქ ერთნაირი საზომით მივუდგეთ ერთის მხრივ ე.პოს, შ. ბოდლერს, ჟ. ნერვალს, ა.რემბოს...ხოლო მეორეს მხრივ თ. გოტიეს, ვ.ჰიუგოს ან პ.ვალერს? მართალია შემოქმედს გულში ვერავინ ჩაუძვრება, ვრც მისი ფსიქიკის მექანიკას გაიგებს კაცი მაგრამ სამაგიეროდ, მეტი ნდობით მოეკიდება მათ მიერ გამოთქმულ აზრებს, რადგან სხვებზე უკეთ, ცხადია, მათივე ,,ჯიშის“ პოეტებმა იციან, რომ ეს შემოქმედებითი სიშმაგის და ემოციების ისეთი კრიზისული მოზღვავებაა, რასაც ზოგჯერ კატასტროფული შედეგიც მოსდევს ხოლმე: ......მხატვარმა ფრანჩიამ რაფაელის ერთ–ერთი სურათი რომ ნახა ....მოკვდა აღტაცებისგან. ....ამპერი ისე აღმერთებდა ბუნებას , ჟენევის ტბასთან რომ მიიყვანეს ....გულწასული დაეცა და ძლივს მოაბრუნეს... ....არიოსტო დაფნის გვირგვინით რომ შეამკეს...გიჟივით დარბოდა ქუჩებში. ....რუსო ხშირად შეშლილობის ზღვარზე იდგა. .....ალფიერს ლექსების წერის დროს თვალთ უბნელდებოდა . .....მხატვარი მარტინი ცხადახ ხედავდა სურათს რომელსაც ხატავდა და თუ ასე არ იყო ვიღაცას უყვიროდა ჩამომეცალეო. ....ტასო შემოქმედებითი პროცესის დროს ნამდვილ შეშლილს ჰგავდა. თვითონაც ამბობდა: _მე მუდამ ისეთ აფორიაქებულ განწყობილებაზე ვარ რომ ყველა შეშლილად მთვლის და მეც ვიზიარებ ამ აზრს, რადგან არ შემიძლია შევიკავო ჩემი აფორიაქებული აზრები და ხშირად ვესაუბრები საკუთარ თავს... ......ჰოლდერლინი სიშმაგით იყო შეპყრობილი და ბოლოს თავი მოიკლა. .....ლენაუ მთელი ღამე ბაღში იჯდა და უკრავდა. დას სწერდა, დავკარგე ჩემი საუკეთესო მეგობარი ძილიო. ზოგჯერ ისეთი სიშმაგე მოუვლიდა, ყველაფერს ამსხვრევდა, ხელნაწერებს წვავდა, მერე დაცხრებოდა და ისევ შეუდგებოდა წერას. გოეთე შემოქმედებითი მუშაობის დროს შეურაცხად მდგომარეობაში ვარდებოდა. ას იყო ბეთხოვენი და ბევრი სხვაც. .....რემბო თავის,, საკუთარ ჯოჯოხეთს“ ეძებდა. ვერლენთან ცნობილი კომფლიქტის შემდეგ ბელგიიდან შარლევილს დაბრუნებული პირდაპირ სახლის სხვენზე აძვრა, სამი თვე იქ დაჰყო . დას რომელიც მას უვლიდა, ესმოდა იქიდან ყვირილი, სიცილი,ტირილი,ზოგჯერ გაშმაგებული აურზაური, ატეხილი ვიღაცეების წინააღმდეგ, ვინც იქ არ იყო...სამი თვის შემდეგ ჩამოვიდა სხვენიდან და ჩამოიტანა თავისი სახელგანთქმული ,,ერთი სეზონი ჯოჯოხეთში“, რითაც მთელი სკოლა შექმნა ფრანგულ პოეზიაში. რემბოს სიტყვებია, ,,ჩემი ცხოვრება წყნარი სიგიჟე იყოო“ დას კი მისწერა: _იდეალის მისაღწევად უნდა დაემორჩილო სიგიჟის ტანჯვისა და სიყვარულის ყველა ფორმასო.... .....უამრავი ამგვარი ფაქტის მოყვანა შეიძლება. მერე რა არის აქ გაუგებარი ან არაბუნებრივი. ვალერი წერდა, ,,გოეთეს გონების უსაზღვროება _საზღვრების გადალახვა იყოო“. ვიმეორებ, რომ სწორედ ეს გონების ,,საზღვრების გადალახვა“ წარმოსახვის ემოციების ზედმეტი (კრიზისული) დაძანულობა თუ ექსტაზში შესვლაა მიზეზი ამ ღრმა და შემაძრწუნებელი განცდებისა, რასაც თ. მანი ,,ვიზიონერულ სიშმაგეს“უწოდებდა, ხოლო ა.შოპენჰაუერი ,, ათასი ტანჯვისგან შეჭირვებული სულის ამოძახილს...“ პოეზია და სიგიჟე
როგორც უკვე ცნობილია გენიალობისა და შთაგონების საკითხზე ერთმანეთს უპირისპირდება ორი თვალსაზრისი: მისტიკურ–რელიგიური და რაციონალისტური. პირველის სათავე პლატონია. მისი აზრით ყველა დიდი პოეტი ღირსეულ ნაწარმოებს სიშმაგისა და ღვთაებრივი შთაგონების პროცესში წერს. ეს კი მისი აზრით გონების საწინააღმდეგო აქტია. როცა პოეტს ,,გონება დაეუფლება“ იგი უძლურია შექმნას ღირსეული ლექსები. საუკუნეების განმავლობაში იმეორებდნენ პლატონის ამ დებულებებს, რასაც ჯერ რელიგიურ მისტიკური ხასიათი ჰქონდა, შემდეგ კი მეცნიერებაც დაინტერესდა ამ საკითხით. ბულგარელი აკადემიკოსი მ.არნაუდოვი წერს, ზოგი ამ სიშმაგის შესახებ მართალიაო. სხვები ,,სიშმაგეს“ ასეც ნათლავენ :,,შემოქმედებითი ექსტაზი“, ,,სულიერი ენდომოსი“, ,,შემოქმედების კრიზისული სფერო და სხვა. განსაკუთრებით საყურადღებოა თვალსაზრისი ,,კრიზისული სფეროს“ შესახებ. მეცნიერული თვალსაზრისით კი აქ უკვე ღმერთებისა და მუზების შთაგონებაზე კი არ არის ლაპარაკი არამედ თავის ტვინის ფსიქოფიზიოლოგიური თვალსაზრისით შესწავლაზე. ეს კი მართლაც მეცნიერების სფეროა და არა მისტიკისა და რომანტიკის. მართალია კვლევა ძიება ჯერჯერობით ვერც ამ სფეროში სცილდება მგონიაობისა და ვარაუდების სფეროს, მაგრამ რაც არის, ისიც საინტერესოა. საკითხი ეხება ისევ იმ ერთდროული აღქმის საზღვრებს და მისი გადალახვის შესაძლებელ შედეგებს. საერთოდ ეს ,,ერთდროულობა“ საკმაოდ ცნობილია თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში. ამბობენ : ,,ერთდროულობის სიმულტანური ბურუსი“ ,,მრავალი კადრის მოთავსება ერთ კადრში“ ,,ყველაფერი ყველგან და ყველა ყველაფერში“ ,,მთელი სამყარო ერთ ღვთაებრივ ხედვაში“ და სხვა. თანამედროვე გერმანელი მეცნიერები ამას ,,ერთხედვას“ უწოდებენ. ცხადია ეს ეხება არა იმათ, ვისზედაც თქმულა : ,,რაითა ხედვითა ხედვიდნენ და არა იხილონ“ არამედ იმათვინც ,,ორი მილიონი თვალებით“ უყურებს სამყაროს და ამიტომაც ვერ ეტევა ოპტიმალურ ფარგლებში. სწორედ ეს არის, იმ კრიზისულ მდგომარეობას რომ იწვევს და ის ერთხედვა ჰალუცინაციებში გადაჰყავს...ვინ იცის იქნებ ეს ,,ჰალუცინაციებია“ უმაღლესი ინტელექტისა და უმაღლესი ემოციების გამოვლენის ფორმა. ყოველ შემთხვევაში, მეცნიერებას გარკვეული წარმოდგენა აქვს ამ საკითხზე. ფსიქოლოგები ჰალუცინაციებს უწოდებენ შინაგანი ცხოვრების დაძაბულობას, რასაც გარეგნული მიზეზი არა აქვს და მთლიანად წარმოსახვის შედეგია. მართალია პოეზიაში ძნელია იმის გარკვევა სად შორდებიან ერთმანეთს ეს ,,გარეგანი“ და ,,შინაგანი“ მიზეზები, რადგან აქ ,,მიზეზთა მიზეზებითაც“ ინტერესდებიან (გალაკტიონი ,,მიზეზთა– მიზეზი და კიდევ მიზეზი“)მაგრამ ამგვარი განმარტებაც მისაღებია განსაზღვრულ ფარგლებში. ყოველ შემთხვევაში პოეზია საერთოდ არ არის თავისუფალი ,,ჰალუცინაციებისაგან“. ამიტომაა რომ ლიტერატურათმცოდნეებმა ამას დიდი ხანია ყურადღება მიაქციეს. მათ შორის იყვნენ ისეთებიც რომელთაც ,,წმინდა ჰალუცინაციები“ ავადმყოფურ მოვლენად მიაჩნდათ. ახლა ჩვენ უკვე ვიცით რა არის ამის საფუძველი: რა და....ნამდვილსა და წარმოსახულს შორის ყოველგვარი საზღვრის წაშლა. მაგალითად ჟერარ დე ნერვალს წარმოსახვის რეალობის გარდა არაფერი სწამდა. ამიტომ მის პოეზიაშიც წარმოსახვის ეს სიზმარისეული პროექცია დროსა და სივრცის გარეშე შექმნილი სახეების ჰალუცინაციებს იწვევდა , რასაც თეოფილ გოტიეც ადასტურებს. დელაკრუესაც სჯეროდა სიზმრების რეალობისა. იგი მეხსიერებაში ჩარჩენილ და წარმოსახვით შექმნილ სურათებს ისე ცხადად ხედავდა რომ ერთმანეთისაგან ვერც არჩევდა. ცნობილია , რომ ლეონარდოს , რაფაელს, ჰოლბაინს, ბოკლინს წარმოსახული სურათები უწევდა მოდელის მაგივრობას . ეს მეტ თავისუფლებას ანიჭებდა მათ ხელოვნებას... .....ამ საკითხზე ბევრმა წაიტეხა ფეხი. ჯერ იყო და ი.ტენი ამტკიცებდა ე.წ. ,,წმინდა ჰალუცინაციები“ ავადმყოფური მოვლენააო. ამან გააღიზიანა გ.ფლობერი და ასეთი წერილი მისწერა ი.ტენს: _ხელოვანის შინაგან ხილვასა და ჰალუცინაციებს ნუ აიგივებთ ერთმანეთთან. მე ორივეს მდგომარეობას ვიცნობ და ვიცი რომ მათ შორის უფსკრულია. ნამდვილი ჰალუცინაციის დროს თქვენ გიპყრობთ შიში, ძრწოლა, გეჩვენებათ თითქოს თქვენი მე გაგირბით, კვდებით. პოეტური ხილვის დროს კი პირიქით განიცდით სიხარულს იმისას რაც თქვენში შემოდის... შეიძლება აქ ეს უფსკრული რამდენადმე გადაჭარბებული იყოს მაგრამ ფლობერი მაინც უფრო მართალია ვიდრე პოეტური წარმოსახვის უცნაურობათა კლინიკური შემსწავლებლები. მე გამაოცა აკად. მ არამაუდოვის აზრმა, რომ წარმოსახვა ჯანსაღი სულის გამოვლენაა და ყოველგვარი ნევროზული გადახვევა ნორმისგან შეიძლება აინტერესებდეს მწერლის ბიოგრაფსა და ფსიქიატრს და არა ლიტერატურათმცოდნეს.... როგორ გეკადრებათ? სხვას რომ თავი დავანებოთ, განა ჰოფმანისა და ე. პოს ნაწარმოებების ისე შესწავლა შეიძლება რომ ლიტერატურათმცოდნემ მათი ფსიქიკური წყობის თავისებურებას ანგარიში არ გაუწიოს? მე საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთ საკითხზე საერთო ან ზოგადი კანონზომიერების დადგენა. ნუთუ შეიძლება, აქ ერთნაირი საზომით მივუდგეთ ერთის მხრივ ე.პოს, შ. ბოდლერს, ჟ. ნერვალს, ა.რემბოს...ხოლო მეორეს მხრივ თ. გოტიეს, ვ.ჰიუგოს ან პ.ვალერს? მართალია შემოქმედს გულში ვერავინ ჩაუძვრება, ვრც მისი ფსიქიკის მექანიკას გაიგებს კაცი მაგრამ სამაგიეროდ, მეტი ნდობით მოეკიდება მათ მიერ გამოთქმულ აზრებს, რადგან სხვებზე უკეთ, ცხადია, მათივე ,,ჯიშის“ პოეტებმა იციან, რომ ეს შემოქმედებითი სიშმაგის და ემოციების ისეთი კრიზისული მოზღვავებაა, რასაც ზოგჯერ კატასტროფული შედეგიც მოსდევს ხოლმე: ......მხატვარმა ფრანჩიამ რაფაელის ერთ–ერთი სურათი რომ ნახა ....მოკვდა აღტაცებისგან. ....ამპერი ისე აღმერთებდა ბუნებას , ჟენევის ტბასთან რომ მიიყვანეს ....გულწასული დაეცა და ძლივს მოაბრუნეს... ....არიოსტო დაფნის გვირგვინით რომ შეამკეს...გიჟივით დარბოდა ქუჩებში. ....რუსო ხშირად შეშლილობის ზღვარზე იდგა. .....ალფიერს ლექსების წერის დროს თვალთ უბნელდებოდა . .....მხატვარი მარტინი ცხადახ ხედავდა სურათს რომელსაც ხატავდა და თუ ასე არ იყო ვიღაცას უყვიროდა ჩამომეცალეო. ....ტასო შემოქმედებითი პროცესის დროს ნამდვილ შეშლილს ჰგავდა. თვითონაც ამბობდა: _მე მუდამ ისეთ აფორიაქებულ განწყობილებაზე ვარ რომ ყველა შეშლილად მთვლის და მეც ვიზიარებ ამ აზრს, რადგან არ შემიძლია შევიკავო ჩემი აფორიაქებული აზრები და ხშირად ვესაუბრები საკუთარ თავს... ......ჰოლდერლინი სიშმაგით იყო შეპყრობილი და ბოლოს თავი მოიკლა. .....ლენაუ მთელი ღამე ბაღში იჯდა და უკრავდა. დას სწერდა, დავკარგე ჩემი საუკეთესო მეგობარი ძილიო. ზოგჯერ ისეთი სიშმაგე მოუვლიდა, ყველაფერს ამსხვრევდა, ხელნაწერებს წვავდა, მერე დაცხრებოდა და ისევ შეუდგებოდა წერას. გოეთე შემოქმედებითი მუშაობის დროს შეურაცხად მდგომარეობაში ვარდებოდა. ას იყო ბეთხოვენი და ბევრი სხვაც. .....რემბო თავის,, საკუთარ ჯოჯოხეთს“ ეძებდა. ვერლენთან ცნობილი კომფლიქტის შემდეგ ბელგიიდან შარლევილს დაბრუნებული პირდაპირ სახლის სხვენზე აძვრა, სამი თვე იქ დაჰყო . დას რომელიც მას უვლიდა, ესმოდა იქიდან ყვირილი, სიცილი,ტირილი,ზოგჯერ გაშმაგებული აურზაური, ატეხილი ვიღაცეების წინააღმდეგ, ვინც იქ არ იყო...სამი თვის შემდეგ ჩამოვიდა სხვენიდან და ჩამოიტანა თავისი სახელგანთქმული ,,ერთი სეზონი ჯოჯოხეთში“, რითაც მთელი სკოლა შექმნა ფრანგულ პოეზიაში. რემბოს სიტყვებია, ,,ჩემი ცხოვრება წყნარი სიგიჟე იყოო“ დას კი მისწერა: _იდეალის მისაღწევად უნდა დაემორჩილო სიგიჟის ტანჯვისა და სიყვარულის ყველა ფორმასო.... .....უამრავი ამგვარი ფაქტის მოყვანა შეიძლება. მერე რა არის აქ გაუგებარი ან არაბუნებრივი. ვალერი წერდა, ,,გოეთეს გონების უსაზღვროება _საზღვრების გადალახვა იყოო“. ვიმეორებ, რომ სწორედ ეს გონების ,,საზღვრების გადალახვა“ წარმოსახვის ემოციების ზედმეტი (კრიზისული) დაძანულობა თუ ექსტაზში შესვლაა მიზეზი ამ ღრმა და შემაძრწუნებელი განცდებისა, რასაც თ. მანი ,,ვიზიონერულ სიშმაგეს“უწოდებდა, ხოლო ა.შოპენჰაუერი ,, ათასი ტანჯვისგან შეჭირვებული სულის ამოძახილს...“
10. მიუხედავად იმისა, ვერლიბრი, სამწუხაროდ, დიდად არ მიზიდავს, სრულიად გეთანხმებით. მშვენივრად ჩამოაყალიბეთ სათქმელი მიუხედავად იმისა, ვერლიბრი, სამწუხაროდ, დიდად არ მიზიდავს, სრულიად გეთანხმებით. მშვენივრად ჩამოაყალიბეთ სათქმელი
9. მადლობა ჩემო კარგებო! მისანო, მე ცხოვრებაში იმდენი სისულელე მაქვს ნათქვამი, (გაკეთებულიც) და სიკვდილამდე კიდევ იმდენს მოვასწრებ, ერთით მეტი, ერთით ნაკლები - არაფერია. ვისურვებდი კი, თქვენი აზრი უფრო ვრცლად და დასაბუთებულად გამოგეთქვათ. ვფიქრობ, ჩემ გარდა, სხვებიც ინტერესით გაეცნობოდნენ. მადლობა ჩემო კარგებო! მისანო, მე ცხოვრებაში იმდენი სისულელე მაქვს ნათქვამი, (გაკეთებულიც) და სიკვდილამდე კიდევ იმდენს მოვასწრებ, ერთით მეტი, ერთით ნაკლები - არაფერია. ვისურვებდი კი, თქვენი აზრი უფრო ვრცლად და დასაბუთებულად გამოგეთქვათ. ვფიქრობ, ჩემ გარდა, სხვებიც ინტერესით გაეცნობოდნენ.
8. დ სრული სისულელე.... დ სრული სისულელე....
7. მიყვარს ამ გვერდზე შემოსვლა, ყოველთვის საინტერესო სალიტერატურო თემაზე წერ ხოლმე. მიყვარს ამ გვერდზე შემოსვლა, ყოველთვის საინტერესო სალიტერატურო თემაზე წერ ხოლმე.
6. ნამდვილა მარტივად, ნათლად თვალსაჩინოდა ჩამოყალიბებული, მნიშვნელოვანი საკითხი ნამდვილა მარტივად, ნათლად თვალსაჩინოდა ჩამოყალიბებული, მნიშვნელოვანი საკითხი
5. არაფერიც არ მოგეჭრებოდათ, ქალბატონო ნინო. თქვენ არხეინად იყავით, რამეთუ "არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს" :) არაფერიც არ მოგეჭრებოდათ, ქალბატონო ნინო. თქვენ არხეინად იყავით, რამეთუ "არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს" :)
4. ჩავასწორე ირაკლი. იმედია, ახლა ყველაფერი რიგზეა. გაგახარებთ ღმერთი, რომ ვიდრე დანარჩენები შემოიხედავსნენ, პირველი გამოჩნდით, თორემ ხომ მომეჭრებოდა თავი დუნია- ქვეყანაზე! ჩავასწორე ირაკლი. იმედია, ახლა ყველაფერი რიგზეა. გაგახარებთ ღმერთი, რომ ვიდრე დანარჩენები შემოიხედავსნენ, პირველი გამოჩნდით, თორემ ხომ მომეჭრებოდა თავი დუნია- ქვეყანაზე!
3. მადლობა ირაკლი! არ ვიცი, როგორ მოხდა, არ შემინიშნავს. წუხილი რომ გავიიოლო, პირდაპირ ავტოკორექტორს დავაბრალებ. მილიონჯერ ცვლის დაწერილ სიტყვას , თან ის სიტყვა სხვაგანაც რომ ეწეროს, იმასაც ცვლის... ეგრე უნდა მაგას, რომ გადამღალა! ახლა არ მცალია, გზაში ვარ. დროს ვნახავ თუ არა, ჩავასწორებ. მადლობა ირაკლი! არ ვიცი, როგორ მოხდა, არ შემინიშნავს. წუხილი რომ გავიიოლო, პირდაპირ ავტოკორექტორს დავაბრალებ. მილიონჯერ ცვლის დაწერილ სიტყვას , თან ის სიტყვა სხვაგანაც რომ ეწეროს, იმასაც ცვლის... ეგრე უნდა მაგას, რომ გადამღალა! ახლა არ მცალია, გზაში ვარ. დროს ვნახავ თუ არა, ჩავასწორებ.
2. მშვენიერი პუბლიკაციაა (მშვენიერი თვალსაჩინო მაგალთით), როგორც ყოველთვის, მაგრამ, მომიკვდეს თავი, ქალბატონო ნინო, ტრამვა თუ ტრავმა?! :) 3-ჯერ რომ არ მეორდებოდეს, კორექტურად ჩაგითვლიდით :) მშვენიერი პუბლიკაციაა (მშვენიერი თვალსაჩინო მაგალთით), როგორც ყოველთვის, მაგრამ, მომიკვდეს თავი, ქალბატონო ნინო, ტრამვა თუ ტრავმა?! :) 3-ჯერ რომ არ მეორდებოდეს, კორექტურად ჩაგითვლიდით :)
1. ეს - გაგრძელებაა, ზემოთ ვეღარ ვამატებ და აქ ვდებ
ნინო დარბაისელი
კვლავ წარმოსახვის შესახებ - - - -
გუშინ აქ პატარა ოპუსი დავდე წარმოსახვის შესახებ. სინამდვილეში იგი ერთი დახურული ლიტერატურული გვერდისთვის დავწერე, სადაც გუშინვე დაიდო და საინტერესო განხილვაც მოჰყვა. მინდოდა, რამდენადაც შევძლებდი, პასუხი გამეცა იმ არცთუ ცოტა ადამიანისთვის, ვინც მომმართავს დაახლოებით ასეთი კითხვით: როგორ გავარჩიოთ კარგი და ცუდი ვერლიბრი ერთმანეთისგან, როცა ყველა ლამის ერთნაირიაო. მე ხატოვანი აზროვნების კუთხით, პოპულარულ ენაზე ვცადე პრობლემის გაშუქება, თუმცა სხვაგვარადაც შეიძლებოდა და შეიძლება. მსჯელობისას თვალნათლივი მაგალითი საქმეს დიდად აიოლებს. ეს მაგალითი, რომელსაც აქ ცალკე წარმოგიდგენთ, გარკვეული მოსაზრებით, (პედაგოგიურით? პოლიტკორექტულით?) გუშინდელი ტექსტიდან ამოვჭერი, მაგრამ გული არ მითმენს, შემსუბუქებული სახით მაინც რომ არ დავდო.
გალაკტიონს აქვს ლექსი ,,მთვარის ნაამბობიდან", სადაც მნათობი ამბობს ცნობილ სიტყვებს:
რუსთაველი მახსოვს ბავშვი, სეირნობდა ოქროს ნავში.
ქართველ პოეზიის მკითხველს უყვარს და სჯერა ამ ხატებისა. მეორე მსგავსი მაგალითიც მეგულება თითქმის იმავე თემაზე: იუტუბზე დევს კარგად ცნობილი დოკუმენტური ჩანაწერი, სადაც ავლიპ ზურაბაშვილს ახალგაზრდა კაცი ეუბნება, რუსთაველს ვიცნობდი და მასთან ისე მილაპარაკია, როგორც თქვენ გელაპარაკებითო. იგრძენით განსხვავება?! სწორედ ესაა ის, რაც პათოლოგიური, თუნდაც გულწრფელად გამოთქმული წარმოსახვისგან განსხვავებით, პოეტურ წარმოსახვას ასაზრდოებს, სხვა სიბრტყეზე აყენებს და ხელოვნების სამყაროში მიუჩენს კუთვნილ ადგილს.
ეს - გაგრძელებაა, ზემოთ ვეღარ ვამატებ და აქ ვდებ
ნინო დარბაისელი
კვლავ წარმოსახვის შესახებ - - - -
გუშინ აქ პატარა ოპუსი დავდე წარმოსახვის შესახებ. სინამდვილეში იგი ერთი დახურული ლიტერატურული გვერდისთვის დავწერე, სადაც გუშინვე დაიდო და საინტერესო განხილვაც მოჰყვა. მინდოდა, რამდენადაც შევძლებდი, პასუხი გამეცა იმ არცთუ ცოტა ადამიანისთვის, ვინც მომმართავს დაახლოებით ასეთი კითხვით: როგორ გავარჩიოთ კარგი და ცუდი ვერლიბრი ერთმანეთისგან, როცა ყველა ლამის ერთნაირიაო. მე ხატოვანი აზროვნების კუთხით, პოპულარულ ენაზე ვცადე პრობლემის გაშუქება, თუმცა სხვაგვარადაც შეიძლებოდა და შეიძლება. მსჯელობისას თვალნათლივი მაგალითი საქმეს დიდად აიოლებს. ეს მაგალითი, რომელსაც აქ ცალკე წარმოგიდგენთ, გარკვეული მოსაზრებით, (პედაგოგიურით? პოლიტკორექტულით?) გუშინდელი ტექსტიდან ამოვჭერი, მაგრამ გული არ მითმენს, შემსუბუქებული სახით მაინც რომ არ დავდო.
გალაკტიონს აქვს ლექსი ,,მთვარის ნაამბობიდან", სადაც მნათობი ამბობს ცნობილ სიტყვებს:
რუსთაველი მახსოვს ბავშვი, სეირნობდა ოქროს ნავში.
ქართველ პოეზიის მკითხველს უყვარს და სჯერა ამ ხატებისა. მეორე მსგავსი მაგალითიც მეგულება თითქმის იმავე თემაზე: იუტუბზე დევს კარგად ცნობილი დოკუმენტური ჩანაწერი, სადაც ავლიპ ზურაბაშვილს ახალგაზრდა კაცი ეუბნება, რუსთაველს ვიცნობდი და მასთან ისე მილაპარაკია, როგორც თქვენ გელაპარაკებითო. იგრძენით განსხვავება?! სწორედ ესაა ის, რაც პათოლოგიური, თუნდაც გულწრფელად გამოთქმული წარმოსახვისგან განსხვავებით, პოეტურ წარმოსახვას ასაზრდოებს, სხვა სიბრტყეზე აყენებს და ხელოვნების სამყაროში მიუჩენს კუთვნილ ადგილს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|