დაიარება (ეტიუდი)
დახავსული ლოდები - დინებებით დახრული, დახურული სეზონი, სანაპირო დახრილი, ნიჟარათა ნამსხვრევი- თეთრ ქვიშაზე დაყრილი. ტალღა ტალღას დახლილი, ნაპირი და ტალღები - - ერთმანეთით დაღლილი.
მიქცევა და მოქცევა, ტალღის ატრიალება და ქვიშაში არეულ კენჭთა აჩხრიალება. ოკეანის ბოლოში - მზის განაღვერდალება. ერთმანეთის მონაცვლე ავდარი და დარება, ძველებურად არევა, სიცოცხლით გადარევა. ღელვა - გადარეული, მობი დიკს ედარება, ქვებში თევზიც აგდია, ვიღას რა ემკვდარება?! - თოლიები მოსვავდნენ, უყვართ გუნდად დარევა. ცქერა - ამაღლებულის დაცემა, დამდარება, წარმავლობის დარდებით, იერით და უარით გულის დაიარება - სერვა-დაიარება! ჩაბნელებულ ნაპირზე ვიღაც დაიარება, ქვეყნის დასაბამიდან მარტო დაიარება, ასე დაიარება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მიყვარს რითმიანი ლექსები . ძველმოდური ვარ :)
მიყვარს რითმიანი ლექსები . ძველმოდური ვარ :)
3. ფლორენცია, მუხა, ვერ წარმოიდგენთ, რა მადლიერი ვარ, რომ ძ თქვენ და კიდევ რამდენიმე მკითხველი მეგულებით. სტიმულს მაძლევთ, რომ რაღაცეების წერაზე, თარგმნაზე და კვლევაზე კიდევ ვიფიქრო. ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ჩემი ნაწერები ირგვლივ საერთოდ არავის აინტერესებს. ფლორენცია, მუხა, ვერ წარმოიდგენთ, რა მადლიერი ვარ, რომ ძ თქვენ და კიდევ რამდენიმე მკითხველი მეგულებით. სტიმულს მაძლევთ, რომ რაღაცეების წერაზე, თარგმნაზე და კვლევაზე კიდევ ვიფიქრო. ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ჩემი ნაწერები ირგვლივ საერთოდ არავის აინტერესებს.
2. ა, ბატონო ამისთანები მომწონს მე. ა, ბატონო ამისთანები მომწონს მე.
1. ხმამაღლა წასაკითხ ლექსთა შორისაა, მეტყველების სწავლებისას გამოსაყენებელი, ლამაზი ლექსი, ლამაზი მელოდიით. მგონია რომ ჩვენ ყველანი ჩვენს-ჩვენ ნაპირზე ასე მარტო დავიარებით, ერთად ყოფნის დიდი , თუმცა ლამაზი ილუზიით. 5 ხმამაღლა წასაკითხ ლექსთა შორისაა, მეტყველების სწავლებისას გამოსაყენებელი, ლამაზი ლექსი, ლამაზი მელოდიით. მგონია რომ ჩვენ ყველანი ჩვენს-ჩვენ ნაპირზე ასე მარტო დავიარებით, ერთად ყოფნის დიდი , თუმცა ლამაზი ილუზიით. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|