ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯარჯი07
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2009


ეს წვიმა არის,

სევდიანად რომ დაჭყაპუნობს
ყველა გუბეში,

ეს წვიმა არის,

ისევ ჩუმად რომ აგატირებს

ეს წვიმა არის,
შენს სარკმელთან
თითებს რომ ითბობს

ეს წვიმა არის,
შენს ოთახში შემოსვლას ითხოვს
გათოშილი და გადაღლილი
უძილო ღამით

ეს წვიმა არის,

მხოლოდ წვიმა,
მე არ მოვსულვარ,
და ალბათ უკვე
არასოდეს დაგიბრუნდები.

მე ის არა ვარ,
ოცნებებში შენ ვინც დატიე,
მე არ მოვსულვარ,
ეს წვიმაა, გთხოვ მაპატიე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს