ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2020


თუმც შენთვის აღარ ვსუნთქავ, მე ისევ მოგწერ!



მე მაინც მოგწერ, თუმც შენს სიჩუმეს უკვე შევეჩვიე,
მე მინდა, რომ დავრჩე და ამიტომ არ წავალ შენგან,
მე მაინც მოგწერ, თუმც აღარ ვებრძვი უაზრო სიტვაციებს,
მე მინდა გელოდო და ამიტომ ვიმეგობრებ ჩემს ბედთან,
მე მაინც მოგწერ და თუ ამ დარდსაც ვერ გაუძლებ,
არ წავალ იქამდე, სანამ ჩემი გული შენით ფეთქავს,
მაშინ დღე ხვალის გათენდება და მე ისევ მოგწერ…
თუ წავალ გაჩუქებ, სინაზეს მოლოდინთან ერთად....
სიჩუმეს მივეყრდენი შენზე ფიქრში, ოცნების სვეტით,
თუ არ დავბრუნდი, მოგონებიდან მე ისევ მოგწერ
და იქ ჩვენ ხიდზე დაგელოდები...
ან შენთან ჩემი ალერსი, თავს დახრის
და ტუჩებზე ნაზად შეგეხება...
ან და გაზაფხულს ისევ ჩუმად განაცვიფრებს
აფეთქებული კვირტი იასამანის...
და თუმც შენთვის უკვე აღარ ვსუნთქავ,
მე მაინც მოგწერ! დაუსრულებლად....

ნუგზარ ბაკურაძე


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები