ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაბიჯი
ჟანრი: პროზა
8 სექტემბერი, 2020


შენი ოთახის სივრცე...

არასოდეს მინახავს შენი საძინებელი ოთახი,მაგრამ ჩემს წარმოდგენაში ის შენ გგავს.თუმცა,მაინც იდუმალია ჩემთვის როგორც შენ და როგორც მე  შენთვის.შენი ოთახის სივრცე,შენი მარტოობის და განმარტოების თანამოზიარე. ოთახში კი მხოლოდ აუცილებელი ნივთები,რომლებიც ყოველთვის ერთსადაიმავე ადგილზე დევს და მხოლოდ მაშინ ირევა,როცა ხასიათი გეცვლება და ვერაფერზე ფიქრობ ან ფიქრობ ყველაფერზე.არვიცი რა ფერისაა ფარდები ოთახში.ალბათ ღია ფერისკენ უფრო,რომ მზის სხივები აღწევდეს როცა ირიჟრაჟებს.არც ის ვიცი რომელ მხარეს იხედება შენი საძინებლის ფანჯრები ქუჩის წინა მხარეს,თუ უკან.ბინაში ცხოვრობ,თუ საკუთარ სახლში.მაგრამ ამას ხომ მნიშვნელობა ცოტა აქვს,მთავარი შენი თვალებია...ალბათ საწოლი საწერი მაგიდის ახლოსაა და როცა იღლები ინსტიქტურად მიდიხარ დასაძინებლად კედლის ერთი და იმავე მიმართულებით წვები და დიდხანს ვეღარ იძინებ ხოლმე...მეც ასე ვარ... არც გახსოვს როდის ჩაგეძინება მერე,რომელ ციფრზე დათვლისას... ამ ყველაფერზე მე მხოლოდ ჩემი წარმოდგენით ვფიქრობ და ვიცი შეიძლება არაფრით ჰგავდეს ნამდვილს...თუმცა მაინც იმედს ვიტოვებ რომ თუკი პიჯაკის ჯიბეში არაა (შენს გულთან ახლოს) და არც საწერ მაგიდაზე,კარადის რომელიმე უჯრაში სადღაც მაინც იქნება ჩემი გამოგზავნილი სიმბოლური სახსოვარი შენთვის... მინდა გახსოვდე...
მე და შენ არვიცნობთ ერთმანეთს.
მაგრამ საკუთარ თავს ვიცნობ.       
ისე ღრმად ხარ ჩემს გულში...                                                                                                                                                 
მჯერა კარგი ადამიანი ხარ...   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს