ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კვიტატიანი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2020


ციკლიდან covid პოეზია - სურეალისტური განცდები

დღეს ხატავ უფრო სურეალიზმს  - იფარებ საგნებს
ტელეფონს, ლეპტოპს... თავდაპირველ რეკვიზიტს გასცდი.
შენ სამყაროში რა ხანია კარსაც ვერ ვაღებ
და ვდგავარ ზღურბლთან მოთმინებით, დაღლილი განცდით.

იქიდან ისმის ქვიშების ხმა... გვალვა და დაღლა...
როგორც უდაბნოს ბედუინებს უყვართ კარკადე...
შენც შეიყვარე ყველა დარდი და ყველა დამღა,
ოღონდ არასდროს არ მოხვიდე ამ შენს კარამდე.

რომ ვერ მიგიხვდეს რეალობას ბევრი ავყია.
გადაარჩინო რაც კი შეგრჩა ნაზი ფიქრები.
მე ისევ ვდგავარ, ჩაჟანგებულ კლიტეს დავყურებ...
გეტყვი, შევიგრძნობ - თუნდაც ასე, მაინც გჭირდები.

22.04.2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს