 | ავტორი: აგლაია ჟანრი: პოეზია 23 სექტემბერი, 2020 |
პირველად რომ გადამიბრუნდა ფეხი, ტირილით მთელი სოფელი შევძარი. ვტიროდი ტკივილისგან და იმ იმედით , რომ რაც შეიძლებოდა ბევრ ადამიანს გავაგონებდი, უფრო ვუმატებდი ხმას. დედა ფეხზე მეფერებოდა და პირზე ხელს მაფარებდა, სირცხვილია, ისინი ხომ ვერაფერს გიშველიან მაინცო . მე კი მაინც არ ვჩერდებოდი, მეგონა ჩემი ტირილის ხმას რომ გაიგებდნენ, მთელი სოფელი ფეხზე დადგებოდა და ჩემს დასახმარებლად გამოიქცეოდა.
მეორედ რომ გადამიბრუნდა ფეხი, ჩემი ხმა ჩვენი სახლის კედლიდან კედელზე მომტირალე აჩრდილივით გადადიოდა. ისევ მისაყვედურეს, ამხელა მოთქმა რა საჭიროა , ფეხი ვის არ გადაბრუნებიაო; დედამ სათუთად შემიხვია ფეხი და გამაფრთხილა: ერთხელაც იქნება, ასეთი დაუდევრობით კისერსაც მოიტეხავო.
შემდგომი ფეხის გადაბრუნება საკუთარ პირზე ხელაფარებულმა გადავიტანე. მოგუდული ყმუილი ახლა მხოლოდ ჩემი ოთახის კედლებს ესმოდათ. ჩემი ოთახის კედლებმა ეს ხმა შემოინახეს და ყოველი ძილის წინ ახლა ისინი მავსებდნენ საყვედურებით, დაგვიკარგეო მოსვენება.
ბოლოს რომ ფეხი გადამიბრუნდა , ჩემი ხმა მხოლოდ ჩემივე გულის კედლებმა გაიგეს. მხოლოდ მას არ დასცდენია საყვედური ერთხელაც. ის იყო ერთადერთი, ვინც ეს ხმა მოუბეზრებლად ისმინა. მხოლოდ მან გამომიწოდა დახმარების ხელი.
ღმერთო, ისე ნუ გადამაბრუნებინებ ფეხს, კისერი რომ მოვიტეხო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მადლობელი ვარ თითოეული გამეტებული სიტყვისთვის. მადლობელი ვარ თითოეული გამეტებული სიტყვისთვის.
10. შეუფასებელი, ნამდვილი და გამართული ლექსების რიგებიდანაა ნამდვილად.
++ შეუფასებელი, ნამდვილი და გამართული ლექსების რიგებიდანაა ნამდვილად.
++
9. გაიხარეთ . :) გაიხარეთ . :)
8. კარგი ნაწერია კარგი ნაწერია
7. არს და იყოს :) მადლობა, რომ წაიკითხეთ. არს და იყოს :) მადლობა, რომ წაიკითხეთ.
6. ჩემზეცაა ეს ++ ჩემზეცაა ეს ++
5. ეს ლექსი ჩემზეა ეს ლექსი ჩემზეა
3. ადამიანს ფეხი გადაუბრუნდეს სჯობია, ვიდრე ტვინი. ადამიანს ფეხი გადაუბრუნდეს სჯობია, ვიდრე ტვინი.
1. მომეწონა 5. მომეწონა 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|