| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 25 სექტემბერი, 2020 |
მიაცილებენ სამუდამო სასუფევლისკენ, ცხარე ცრემლებით ეთხოვება დიდი,პატარა... ღმერთო! რა შეძლო ამისთანა-საცილებელმა, კუბო, ბალღმაც რომ მოწიწებით,ხელით ატარა?... ვინ მოკვდა,ძმაო! ამისთანა,ვინმე ბობოლა? ან და მდიდარი ქველმოქმედი,-კითხეს მცილებელს! აცრემლებულმა,გულამოსკვნით იწყო მოყოლა... და რაც კი მოყვა,ლექსად ქმნილი...აჰა! ინებეთ!... ამ კაცს არასდროს ღირსებია ფული,ქონება, არც სამსახური "დიდი კაცის"...ტუფლებს კერავდა... ერთ საფიქრალით ინათებდა აზრს და გონებას, უპოვართათვის მუშაკობდა...მადლით ფერავდა... ხედავთ,ამ ბავშვებს? უსახლკაროდ რომ უცხოვრიათ, ტანზე კი არა, ფეხზედ ნახეთ,-თუ რა აცვიათ, ვინც რომ ჩააცვა და შემოსა, (არ უთხოვიათ...) ვინც რომ უბოძა-კუბოში წევს...ეს ის კაცია!... სამგლოვიაროდ გამოწყობილ ქალს და ბავშვს ხედავ? ცხარე ცრემლით რომ დასტირიან, მამად წოდებულს... სახლიდან გარეთ გამოყრილებს, ეგ შეხვდა,ბედად! შეიფარა და ეპატრონა- არ შეცოდებულთ... სულ ყველა ბალღი,ვინც აცილებს ამ კაცს იმ ქვეყნად! მისი კალთიდან ჩამობერტყილ საკენკს კენკავდა, ცნობდნენ მამად და სააქაო მიწიერ ღმერთად! რომელი "ღმერთიც" უფლის სახეს მათში ძერწავდა... ყველას ვალი აქვს- განკაცებულ ანგელოზისას... იხდიან ამ ვალს...მადლობებს კი ატანენ საგზლად... რომ მათი სახით გადარჩა და რომ არ მოისრა- პატიოსნება...არ აებნად ცხოვრების თავგზა... "ქუჩის ბიჭებმა" დაბინდდა და...გაშალეს სუფრა! უკანასქნელად წაუქციეს სწორმავალს ჭიქა! როგორ ავხსნა და ან ვის როგორ რაიმე ვუთხრა, მათი ნათქვამი-იმ სუფრასთან,-რაც მასზედ ითქვა... ზოგჯერ უფალი გვეცხადება კაცის "იერით"... რომ აგვაცილოს უკეთურის ნიშანი-დამღა... მოწყალე თვალით ისევ გვიმზერს დღეს ზეციერი! შორსაა ალბათ (ღვთის შეწევნით) სოდომი...წარღვნა!... შაოსან დედას შვილზედ ხელი ჩაუკიდნია... მადლს სწირავს უფალს,-ამ ღვთისნიერს რომ შეახვედრა... მათი რჩენისთვის ბოლო "ტუფლი" გაუყიდნია... ახლა მამასთან მიბრძანდება,რომ შეავედროს სულები მათი,-ვინც დაურჩა ჭიქის ამწევად, ვისი სავალიც ისევ მისი "დატკეპნილია"... ვისაც ასწავლა ცუდ სავალზედ უღლის გაწევა... და ამცნო,-თქვენთვის? ჯოჯოხეთი-დაკეტილია!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|