ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიბათვე
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2020


ნუ მიმატოვებ


ნუ მიმატოვებ, თუ გიყვარვარ, ნუ ტკეპნი ფიქრებს.
მოდი და ყოველ ამოსუნთქვად მოვედოთ ქალაქს.
ნახავ, რომ შენი სურვილები ზეცამდე იფრენს.
ნახავ, რომ შენი სიყვარული სხეულით დამაქვს.
ნუ წახვალ, სანამ არ მომისმენ, იქნებ და გითხრა
ჩამავალ მზეს რომ უსიცოცხლო მოყვება ღამე,
რა სითბო დამრჩა ამოუთქმელ სიტყვების მიღმა...
სახეზე ისევ ავიფარე სიცილი მლაშე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს