 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 13 ოქტომბერი, 2020 |
ცუდი რაც ხდება სიკვდილის გარდა, რაღაც კარგისთვის გამზადებს იქნებ... მტერს როცა უცებ ეხდება ფარდა, როცა ნიღაბი ეხსნება მლიქვნელს. ჭადრაკის შავ-თეთრ დაფაზე დგახარ, თეთრი და შავი, შავი და თეთრი... და დრო, რომელიც იცვლება სწრაფად, ყველაფრის პასუხს ოდესმე გეტყვის! და მაინც გინდა პასუხი დღესვე, ვინ, როდის, როგორ, რატომ და რისთვის? იცავ და არღვევ დადგენილ წესებს, და სულ გაეჭვებს ისიც, რაც იცი... ცხოვრება ზოგჯერ პოლიგონს მოჰგავს, შენი ნების და ვნებების საწვრთნელს! სანამ არსებობ, ჯერ კიდევ დრო გაქვს, ერთხელ ცხოვრებას მრავალჯერ გასწვდე!.. 13.10.20
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. და სულ გაეჭვებს ისიც, რაც იცი... ცხოვრება ზოგჯერ პოლიგონს მოჰგავს, შენი ნების და ვნებების საწვრთნელს! სანამ არსებობ, ჯერ კიდევ დრო გაქვს, ერთხელ ცხოვრებას მრავალჯერ გასწვდე!. 555 და სულ გაეჭვებს ისიც, რაც იცი... ცხოვრება ზოგჯერ პოლიგონს მოჰგავს, შენი ნების და ვნებების საწვრთნელს! სანამ არსებობ, ჯერ კიდევ დრო გაქვს, ერთხელ ცხოვრებას მრავალჯერ გასწვდე!. 555
4. აზრობრივ და ემოციურ თანხვედრაშია, შესრულებაც სათანადო, კარგი ლექსია. აზრობრივ და ემოციურ თანხვედრაშია, შესრულებაც სათანადო, კარგი ლექსია.
3. Chemi azrit chveulebrivi leqsia, arafrit gamorcheuli. Chemi azrit chveulebrivi leqsia, arafrit gamorcheuli.
2. სიცოცხლე მოძრაობას მოითხოვს!
!სანამ არსებობ, ჯერ კიდევ დრო გაქვს, ერთხელ ცხოვრებას მრავალჯერ გასწვდე!.. სიცოცხლე მოძრაობას მოითხოვს!
!სანამ არსებობ, ჯერ კიდევ დრო გაქვს, ერთხელ ცხოვრებას მრავალჯერ გასწვდე!..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|