ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიბათვე
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2020


მოხვიდე მინდა

მოხვიდე მინდა...
უიმედო ნატვრაა ვიცი.
მძიმეა ჯვარი შენს მხრებზე და
დაგეტყო დაღლა.
შენ  მაინც სხვისი საზრუნავით გევსება ფიქრი,
ჩემთის რომ მცირე ადგილიც კი აღარსად დარჩა.
თუ მაინც ვბედავ,
მხოლოდ სურვილს ავყვე და მოვრჩე.
უშენო წლების არ მოხერხდა შევსება თითქმის.
აჭრილი ცაში,
ბავშვობიდან,
ვეშვები დაბლა.
და მერე ძალაც აღარ მრჩება
კარგისთვის ფიქრის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები