ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიბათვე
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2020


* * * (უკვე შუაღამე გადასული )

უკვე შუაღამე გადასული.
ზეცა შავია და მთვარეც არ სჩანს.
გვერდით მომიჯექი , ვისაუბროთ.
შენც არ მიმატოვო დილის მსგავსად.
იცი?! რა ხანია არ თენდება.
მზე არ მინახია საუკუნე.
ღრუბლებს მივაბარებ იმედიანს,
შენ რომ სიყვარული დამიწუნე.
ჰოდა, გაწვიმებას ველოდები.
და თუ გვერდით მაინც არ მიზიხარ,
წვიმდ მოსულ ლექსებს შეგიგროვებ.
ჩემში მოჩვეული ამინდი ხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები