გარეთ წვიმაა, კაეშანს შემრთავს, კედელზე ჩრდილი თითქოს გველია, ფურცელთან როგორც პირველად შენთან, სიტყვები ისევ შემომელია.
ვუყურებ სანთელს მისი ცრემლები, ძირს ეშვებიან თავდავიწყებით, შენს დასანახად სხვას თავს ვევლები, წლები გადის და არ მავიწყდები.
შენ ჰგავდი კარგო ფურცელს უმანკოს, რა ვუყო სიტყვებს, მოღალატეებს? ჩემში პოეტი ახლაც უარგყოფს, და მიაშურებს მუზის ფლატეებს...
გარეთ წვიმაა, ფოთლები თრთიან, ვით გაფრენის წინ ნორჩი ჩიტები, წვიმა ასველებს ოცნებას ფრთიანს, ძირს ვენარცხები და ვიფიტები.
ახლა არავინ აღარ მყავს შემწე, მივათრევ დღეებს თავგამეტებით, გარეთ წვიმაა მე კი შენზე ვწერ, გულზე სკდებიან წვიმის წვეთები...
დანტე დარდიანი 28/10/2018
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. წვიმის ხმა მომესმა ++ წვიმის ხმა მომესმა ++
3. ნიკნეიმის სრული გამართლება. არ ვწერ რა მიშლის ხელს ბოლომდე მოვიწონო, იმიტომ რომ ვიცი აზრი არ აქვს. უკეთესებს ველი :) ნიკნეიმის სრული გამართლება. არ ვწერ რა მიშლის ხელს ბოლომდე მოვიწონო, იმიტომ რომ ვიცი აზრი არ აქვს. უკეთესებს ველი :)
2. ძალიან მომეწონა!
წვიმს და წვიმამ აღარ გადაიღო, ნუთუ მართლა აღარ შერიგდებით, , ნუთუ მართლა განშორება იყო? ძალიან მომეწონა!
წვიმს და წვიმამ აღარ გადაიღო, ნუთუ მართლა აღარ შერიგდებით, , ნუთუ მართლა განშორება იყო?
1. "ფურცელთან როგორც პირველად შენთან, სიტყვები ისევ შემომელია." - ეს ფრაზა ყველაზე უფრო გულწრფელი მეჩვენა+ "ფურცელთან როგორც პირველად შენთან, სიტყვები ისევ შემომელია." - ეს ფრაზა ყველაზე უფრო გულწრფელი მეჩვენა+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|