ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაბიჯი
ჟანრი: პროზა
24 ოქტომბერი, 2020


სიყვარულის სულიერება (და(უერთმანეთობის სიმძიმე)

მოგენატრები..?როცა სიჩუმე დარჩება შენთან ჩემს მაგივრად.მოგენატრები,როცა სხვის თვალებში ჩემს მზერას ვერ აღმოაჩენ.შენდამი მზერას,რომელშიც უსაზღვროდ სითბო და სინათლეა,თავისით და თავისთავად რომ ჩნდება ხოლმე.მოგენატრები,როცა შენი ოცნებები უჩემოდ ასრულდება,მაგრამ არ იქნება სრული,და დილა-საღამოობით ყავის დალევას ყოველთვის რაღაც დააკლდება-იქნებ მეტი სიმყუდროვე და სიმშვიდე სულის .გულის ზომიერი პულსაცია და ძილი ტკბილი ნათელფერი სიზმრებით,სადაც ისევ ერთად ვიქნებოდით,რადგან რეალობა საკმარისი არ არის სიყვარულისთვის... შეყვარებულთათვის 24 საათი,ეს დღე-ღამის მეცნიერული განსაზღვრებაა მხოლოდ,რომელიც არასოდეს არის თვლადი და დასრულებადი.მე შენ მიყვარხარ...სიყვარული მარადიული სულიერებაა!..ყველგანარსებადია და ყველგანმიღწევადი.სიყვარული განუსაზღვრელ სივრცეში არსებობს,რომელიც არის ჩვენ და უფალს შორის.უფლიდან ჩვენთვის მადლგადმოსული.ციდან-დედამიწაზე! დედამიწიდან -ცამდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები