ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2020


ვინც ვერ მიცნობენ...

ესეც "ყოველ შემთხვევისათვის"...
----------------------------------------------
არც მთა ვარ დიდი,და არც ჭაობი!
ვერ დამლაშქრო ან,შიგნით ჩაეფლო...
ორივედ ყოფნა ?არ მიფიქრია!
მე სხვა კუნძულზე ვცხოვრობ,საერთოდ!
მიწაზე,სადაც სიკეთის თესვას,
სიცოცხლის ურყევ საწყისად თვლიან!
მოსავალს კიდევ,ისე იღებენ,
-მოვა,მაინცო! ადრე თუ გვიან!
არც გაუვალი ტყე ვარ,მერწმუნეთ!
ნაუცბათევად გზა ვერ გაიგნო!
მე?მხოლოდ, მე! ვარ...იმათთვის ვამბობ,
ჩემზედ ბევრი რამ,რომ სურთ გაიგონ!
ჩემში ვინ ძებნა "ხევის უფალი",
ანდა ცილობის ტახტ ფლობის მნდომი?
უფრო,გახლავართ ჭირისუფალი,
სვებედდაწყევლილ მამულის,მგონი...
მე, საქართველოს ტკივილი მტკივა,
და...იარიდან რომ გვწვეთავს სისხლი!
ჰო! მტკივა,მეთქი!(ვინაც არ "იცით")
თუნდაც,ძალიან კარგადაც იცით!
მე, უფალს ფერხთით, მტვერად ვუგდივარ!
და ჩემი ქვეყნის აღმასვლას შევთხოვ!
მავანს კი თურმე,სულ სხვად "ვუნდივარ"...
ვერ გამოვდგები იმ "სულ სხვად" ღმერთო!...
თუმცა,ერთს ვეტყვი,(ვინც არ მიცნობენ)...
რომ არ ხვდებიან...არ აქვთ ნასწავლი:
მე,ჰოროსკოპით "მორიელი" ვარ,
"როგორ ვუკბინო"?...ნუ დამასწავლით!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს