ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
31 ოქტომბერი, 2020


Александр Блок - Бегут неверные дневные тени

ალექსანდრე ბლოკი - დღის ყველა მრუდი აჩრდილი მირბის

დღის ყველა მრუდი აჩრდილი მირბის,
რეკენ ზარები  მკაფიოდ, გაბმით,
საფეხურები ბრწყინდება კიბის
და ქვა ცოცხალი ელის შენს ნაბიჯთ.

ცივ ლოდს ხელს ახლებ და მიემთხვევი -
იგრძნობ სიწმინდეს უძველეს კედლის
და ძირს დააგდებ ყვავილს შემთხვევით
პირქუშ ხატებთან წამდგარი ბნელში.

გაზრდილ ვარდისფერ ჩრდილებს შევყურებ,
რეკენ ზარები  მკაფიოდ, გაბმით,
ბინდი ედება ძველ საფეხურებს...
გაცისკრებული ველი შენს ნაბიჯთ.

31 ოქტომბერი, 2020 წ.



Александр Блок - Бегут неверные дневные тени


Бегут неверные дневные тени.
Высок и внятен колокольный зов.
Озарены церковные ступени,
Их камень жив - и ждет твоих шагов.

Ты здесь пройдешь, холодный камень тронешь,
Одетый страшной святостью веков,
И, может быть, цветок весны уронишь
Здесь, в этой мгле, у строгих образов.

Растут невнятно розовые тени,
Высок и внятен колокольный зов,
Ложится мгла на старые ступени....
Я озарен - я жду твоих шагов.

4 января 1902

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები