აზრი აღარ აქვს, რა იყო წინათ, მოდის ზამთარი, მოიწევს მთა-მთა, ახლა ღამეა, მოკვდავებს სძინავთ და ქარი რჩება საკუთარ თავთან.
შორს, მთების უკან ჩასაფრდა ნისლი, წარსულზე ფიქრებს გავურბი მდაგავს, ბედთან ჭიდილში დუმილს ვღრნი ისე, ვით ტყვე მერანი საძულველ ლაგამს.
მე ვეღარ ვხედავ ხელოვანს, დიადს, მთვარე წარმართი ყელს მოიღერებს, ამაოდ ვებრძვი მიწიერ წყვდიადს, ცეცხლმოდებული ასანთის ღერი.
დიდი ხანია ჩაინგრა ხიდი, მე ისევ იქ ვარ, მეორე მხარეს, ფიქრი ჰგავს ფოთოლს მოწყვეტილს ხიდან, მთვარეს მივყვები, როგორც ემხვარი.
შენ უბრალო ხარ, კარგო რას იზამ, ვინ უმკურნალებს პოეტურ სენებს?! ცა დახშულია, როგორც სეზამი, ის ორი სიტყვაც ვერ გავიხსენე...
აზრი აღარ აქვს, რა იყო წინათ, მოდის ზამთარი, მოიწევს მთა-მთა, ახლა ღამეა, მოკვდავებს სძინავთ და ქარი რჩება საკუთარ თავთან.
დანტე დარდიანი 06/11/2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მეტი პოზიტივი. მეტი პოზიტივი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|