ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგონა დღიურით
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 ნოემბერი, 2020


ლაპის ლაზული [ჩანახატი]

თითქოს დროც სილურჯეში ჩაიძირა.

შავ სივრცეში მკვეთრად იხატება ფანჯრის მოყვითალო სინათლე.
თითქოს ნიშანს უცდიანო, ან თავად წარმოადგენენ ნიშანს.
ოთახში არ აქრობენ სინათლეს, ნოტებივით რომ მოსდებია მთელ სივრცეს და თითოეულ არსებაში დნება - იმედისა და დამქანცველი ლოდინის ერთმანეთში ცეკვა უცნაურ, თავისებურ მუსიკას ითხოვს.

ლაპის ლაზული.

ამ ცეკვის რიტმს აყოლილი სხეულის თითოეული უჯრედი გადახურებულა და ლურჯად ქცეულა, თითქოს დაავადდა. ასეთ მყოფობაში, ავად რომ მოიხსენიებენ, ფერშეცვლილი უჯრედები ლურჯ პეპლებად გადაქცევის მსხვერპლნი ხდებიან ხოლმე.
მერე ეს დიდი, ლურჯი პეპლები შორს, მთვარისკენ მიფრინავენ.
(იქ მარტოსულად მიუყვება უსასრულო მუქ ლურჯ ჰოროზონტს ცალი ღრუბელი.)

ერთი ხელი ეძებს მეორეს.

ჩვენ ვიცით, რაც ხდება, როცა ოთახში სინათლე ქრება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები