ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2009


სან

სან,
მე ორსულად ვარ, 
მზე შემიყვარდა მაშინ როცა
შენ დამტოვე და მას მივეკედლე.

ჩვენი შვილი
იასამნისფერი იქნება და შენი სახელი ერქმევა,
ღიმილით სხივებს შეერწყმება და
ყოველ დილას მისით დაიწყებ
სან,
მას ღამისფერი თვალები და სავსე მთვარესავით
გაბადრული, ნათელი სახე ექნება,
იმიტომ რომ მე ასე მინდა...

წუხელ სიზმარში გეძახდი
შენ კი ხმას არ მცემდი და გამირბოდი,
მტკიოდი
სან,
და ჩვენს იასამნისფერ შვილსაც სტკიოდა...
ხანდახან ისეთი უგულო ხარ.

სან
შენ სივრცე ხარ
მე კი შენში გაბნეული
ქაოსი ვარ,
მტვერი ვარ,
ქარი ვარ,
წყალი ვარ
და გსუნთქავ.

მე მზე შემიყვარდა და ჩვენს შვილს
შენს სახელს დავარქმევთ.
მერე რა რომ მიმატოვე
სან...
                                                                           
                                               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები