ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიბათვე
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2020


თოვლში გიკრეფია გვირილები?

თოვლში გიკრეფია გვირილები?
მზე თუ გინახია მოცეკვავე?
ფიფქებს გაუმართავთ მეჯლისი და
წამო,ოცნებებში მომეხმარე.
წინდა მოვუქსოვოთ დედამიწას.
სითბო დავურიგოთ მობინადრეთ.
ერთად ვაყვავილოთ სიყვარული.,
ჩემი ლექსებით რომ მოგიტანე.
თოვლში გიკრეფია გვირილები?
მოდი,ვიდიდგულოთ დეკემბრიდან.
ზამთარს გავეჯიბროთ სიხარულში,
მერე გავიპაროთ. ზღაპრებიდან
ჩუმად მოვიტაცოთ ფერიები,
ზეცა რომ მოვქარგოთ იმედებით.
მერე შემოვუსხდეთ თბილ ბუხარს და
კიდევ ბევრ ოცნებებს მოგიყვები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს