ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2020


("გამოიწვიე პოზიტივისთვის"-ვიწვევ აგლაიას) იარე მარტო

იწვიმებს-იარე მარტო.
გაშუქდა სიცოცხლის წყარო.
იდინებს, დაშრება წყარო,
ცრემლები როდემდე ვღვარო?
იფიქრე, გაქრება დარო,
ვიშავებ-ღამისა ხარო,
ილოცე-მიიღებ წყალსო,
რად მინდა-ცრემლებად ვღვარო?!
იწვიმებს დადგება თქეში,
ჩაქრება სურვილთა წყარო.
ვიაროთ სამყაროს თქეშში,
არ მითხრა,-პატარა ხარო!
გამოვა მზის დარი დღენი,
მოჰყვება ჯარებად ბალო,
არ გინდა, წავიდეთ ცხვარში?-
არ მითხრა, მშიშარა ხარო!
ითოვებს ხომ იცი მთაში,
დადგება ლოდებად ჯალო,
ვისწავლე უშენოდ ცივი,
გავლიო ცხოვრების კალო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები