 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 27 ნოემბერი, 2020 |
ისე მოულოდნელად ჩნდება ხალხში ქაოსი, როგორც საბრუნავი კაპიტალი საბჭოთა ადამიანის ჯიბეში, ან კავკასიელის ხელში ლატარიის მომგებიანი ბილეთი. პოლიტიკური სავარცხელი უფრო ორლესურია, ვიდრე საქონლის სამურველი, უფრო მეტად საჭირო კბილებით, ტანიდან სიფიცხეს რომ დააყრევინებს პირველივე მეამბოხეს, წვიმის შემდეგ ამოწვერილი სოკოებივით რომ გაიჩენს დამქაშებს და შეუსევს ყველა უკმაყოფილოს. თუ რელიგიურ იერარქებსაც გამოიყენებს, ღმერთის მხარდაჭერას ილუზიისგანაც გამოხშირავს. ხალხის ბრაზი ისე სწრაფად გადაივლის, როგორც ძლიერი ქარის დროს საწვიმარი ღრუბელი ნახნავ - ნათესზე. შემომხედე - ადამიანივით სახელმწიფო ვარ, კაპიტალიზმის საყლაპავში გაჩხერილი, თეორიული სოციალიზმის მონელებული უცხო ნარჩენი, რომელიც ეგზოტიკურ აღმოსავლეთს შესცქერის უცრემლო ხიბლით, დათვის ტორებს შორის გაგორებულს ხშირად მესიმზრება როგორ ღიღინებს თავისუფლების ქანდაკება მონობის ნუგეშს და ევროპულ ყაიდას ორპირობის გამო გამონაკლისი პრემიით აჯილდოვებს, რომელიც აფეთქებული ადამიანების ძვლებით მოურთავს, რუსული ნერწყვით შეუწებებია მსოფლიო რუკის ნაგლეჯები და არჩევანი მცირე ერებისთვის კონფუცის თვალივით დაუვიწროვებია. ცბიერ სიზმარშიც უმაღლესი დიპლომატები ვარდისფრად ფსამდნენ, სათვალეებს რეცხავდნენ შარდში და ურიგებდნენ ხელგაწვდენილ ადამიანებს. მე კი ადამიანივით სახელმწიფოს თვალებიდან დამარცხებული მეფეები რიგრიგობით ამომყავდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|