შორს მთაზე მოსჩანს ზამთრის კარავი, (ახლა ყინვაზე უფრო მწარეა, შენთვის რომ გავხდი კარგო არავინ). მოკვდავებს სძინავთ და სიწყნარეა.
ვეღარ მიფარავს ბავშვობის ჩერო, აღარც შენ არ ხარ ჩემი გიშერი, ვაითუ ლექსი ვეღარ დავწერო, ჭიქა არაყმაც აღარ მიშველოს.
სიზმარში მაინც გვედრებ ნუ მთხოვ რომ... თუ დაგივიწყებ, თავგამეტებით, დღემდე შენს ჩამქრალ თვალებში ვცხოვრობ და მათ წყვდიადში დავეხეტები.
ვინ იცის იქნებ ეს დღეა ბოლო, ო, რომ იცოდე, შევცვლიდი რამდენს... მძულს ეს სიცოცხლე, რომელიც მხოლოდ, გზაა სიკვდილთან პაემანამდე.
მიჰქრიან წლები, სულ მალე მოთოვს, უშენო ფიქრებს ვუტოვებ "მერეს", და ვგავარ ხეზე იმ ბოლო ფოთოლს, დასასრული, რომ ვერ დააჯერეს.
დანტე დარდიანი 28/11/2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კარგია, დანტე. კარგია, დანტე.
3. დასასრული შეცვალე და კარგი ლექსი გამოვა ;) დასასრული შეცვალე და კარგი ლექსი გამოვა ;)
2. ბოლო ფოთოლი
რითმებს არ ვიცი როდემდე ვარცხვენ, არ ვიზიარებ აზრებს ერთობლივს. მე ჩავეხვევი ხავსიან ცაცხვებს ჩემი სიმცირით და უღმერთობით.
გამოიყენე ყველა სიუხვე და დააფასებს ამას ბრბო მაშინ. როცა გგონია სწორ გზას მიუხველ ყველაფერს კარგავ ამასობაში.
სიუხვე დაგკრავს, გზიდან გაგიყვანს, სიკვდილიც ახსოვს სიცოცხლის ნარგავს. შენ პოეზია თუკი არ გიყვარს, სანერვიულო ნამდვილად არ გაქვს.
რით ხიბლავ ალბათ არ იცი თვალებს, გიზიდავს ცა და ცრემლების წველა. ნუ გეშინია, მოსწონხარ ქალებს შენგან რაღაცა წაიღო ყველამ.
სანამ გრიგალი ფოთოლს მოხევდეს ფიქრი შეება სასტიკად წკვარამს. სანამ გეტყოდი ჯერ შემოგხედე; გერქვას პოეტი ეს არის სხვა რამ.
აქ არაფერი ლამაზი მოთოვს, სადაც არა სწამთ წავიდეთ ჯერალდ. " მე ვგავარ ხეზე იმ ბოლო ფოთოლს დასასრული რომ არ დაიჯერა. "
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2020 წ.
ბოლო ფოთოლი

1. მხოლოდ ეს +5
და ვგავარ ხეზე იმ ბოლო ფოთოლს, დასასრული, რომ ვერ დააჯერეს. მხოლოდ ეს +5
და ვგავარ ხეზე იმ ბოლო ფოთოლს, დასასრული, რომ ვერ დააჯერეს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|