 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 დეკემბერი, 2020 |
„ვინაიდან ივერიის ყოველნი მკვიდრნი, მცხოვრებნი აფხაზეთს, აჭარას, გურიას, თუშეთს, იმერეთს, კახეთს, ლაზეთს, მესხეთს, მთიულეთს, ოდიშს, რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, ფშავ-ხევსურეთს, ქართლს, ხევსა და ჰერეთს, და ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამოძმენი ვართ შთამომავალნი ერთი წინაპრისა, მრავალფეროვნებით გამორჩეული ერთი ენისა და კულტურის მქონენი, ნათესაობითა და მოყვრობით შესისხლხორცებულნი და ასევე ამ ქვეყნის გულშემატკივარი ყოველნი შვილნი მისნი და თანამდგომნი, საქვეყნოდ ვაცხადებთ: კვლავაც განვამტკიცებთ ჩვენს საუკუნო ერთობას და ყოვლადძლიერი ღმერთის სახელით აღვუთქვამთ საქართველოს ერთგულებას, ერთმანეთს კი მტკიცე თანადგომასა და სიყვარულს“.
ეს ივერიელთა ერთობის ტრაქტატის შინაარსია. ივერიელთა ერთობის ტრაქტატი პატრიარქის ინიციატივით გამოვიდა 2009 წლის ოქტომბერში. ჯერ სვეტიცხოველში იყო წარმოდგენილი, ხოლო ერთი წლის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში. ნებისმიერ მსურველს შეეძლო ხელის მოწერა, პატრიარქი საზოგადოებას ტრაქტატის ხელმოწერისკენ მოუწოდებდა. ბევრმა მოაწერა ხელი. ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მეც მაქვს ხელი მოწერილი. ივერიელთა ერთობის ტრაქტატს დედაჩემის ხელმოწერაც ამშვენებს, ვამაყობ!
ჩემმა მეგობარმა პოეტმა - გენრი დოლიძემ ერთ - ერთ ინტერვიუში განაცხადა:
,,გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის“.
გენრიმ ამ სიტყვებით ჩემი სათქმელიც თქვა. რამდენიმე წლის წინ ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მოვაწერე ხელი სამების საკათედრო ტაძარში, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის, მეც მასავით განვიცდი. მეც მასავით განვიცდი იმას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას პირადად რომ არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ მოვესწარი.
მართალია, დამოუკიდებლობის აქტზე ჩვენი ხელმოწერა არ არის, მაგრამ ჩვენ დღემდე მამულიშვილობის გზაზე ვდგავართ, ჩვენი შემოქმედებით სამშობლოს ვემსახურებით, ჩვენიანად მიგვაჩნია ის, - ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოსთვის კეთილდღეობა უნდა.
საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი უდაოდ იყო მერაბ კოსტავა!
მერაბის ბედი ძალიან ჰგავს ლევან გოთუას ბედს, ასევე დიდებული ქართველის. შეიძლება ითქვას, რომ მერაბ კოსტავა ლევან გოთუას ბედის თანაზიარია.
ლევან გოთუა არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული ბოლშევიკების მიერ. მისი ერთადერთი „დანაშაული“ თავისი სამშობლოს - საქართველოს სიყვარული იყო.
ლევან გოთუას მსგავსად, მერაბ კოსტავაც გადასახლებული და დაპატიმრებული იყო კომუნისტური ხელისუფლების მიერ.
მერაბმა თავის თანაკლასელ და განუყრელ მეგობართან - ზვიად გამსახურდიასთან ერთად ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაიწყო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. სიმბოლურია რომ სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს იყო დაბადებული.
1988 წელს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო. ეროვნული მოძრაობა, სამშობლო, მამულიშვილობა - ჩემი საყვარელი თემებია. როცა ვამბობ ეროვნულ მოძრაობას, ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად ვგულისხმობ ირაკლი ბათიაშვილს. ირაკლი ბათიაშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში დანარჩენ მამულიშვილებთან ერთად, 9 აპრილის გმირებთან ერთად.
რამდენიმე წლის წინ ირაკლი ბათიაშვილი დამესიზმრა ციხიდან განთავისუფლებული. ჩემს სიზმარში ბატონ ირაკლისთან ერთად ვეწვიე მთაწმინდის პანთეონს და ზვიადისა და მერაბის საფლავებზე სანთლები დავანთე. მე რა თქმა უნდა ნამყოფი ვარ მთაწმინდის პანთეონში (ბოლოს 2011 წელს ვიყავი), მაგრამ მომავალში ირაკლი ბათიაშვილთან ერთად მინდა ვეწვიო მთაწმინდის პანთეონს, საქართველოს თავისუფლებისათვის შეწირულ მამულიშვილებს სანთლები დავუნთო და ჩემივე ლექსები წავუკითხო (ზვიადზე, მერაბზე და 9 აპრილზე არაერთი ლექსი მაქვს შექმნილი). ირაკლი ბათიაშვილს არანაკლები წვლილი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში. აქვე აღვნიშნავ რომ ირაკლი ბათიაშვილს პირადად არ ვიცნობ.
მათმა ბრძოლამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 1991 წლის 9 აპრილს - ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა! სამწუხაროდ კოსტავა ვერ მოესწრო, 1989 წლის 13 ოქტომბერს - ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ბორითთან.
მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც მისი სიტყვით გამოსვლა იყო რუსთაველის პროსპექტზე 1989 წლის 9 აპრილს. მერაბმა შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„მამულიშვილნო, ძმანო და დანო! საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი, წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!“
1989 წლის იანვარ-თებერვალია, დედასთან ერთად ბაკურიანში ვისვენებ, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა სულ რაღაც ორი-სამი თვის დაწყებულია.
თებერვლის თვეში მერაბ კოსტავამ ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა პარლამენტის შენობაში: „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“
ცნობილია რომ მერაბი არაჩვეულებრივად მღეროდა „შავლეგოს“, რომელიც შალვა ახალციხელს ეძღვნება. მე თურმე დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, დედამ მითხრა: ჯერ კიდევ აკვანში იყავი, „შავლეგოს“ რომ ღიღინებდიო.
ამ სულისკვეთებით, ასეთი სულისკვეთებით გამზარდა, ყოველთვის მეუბნებოდა: „არასოდეს გადაუხვიო მამულიშვილობის გზიდან, ეს საქართველოს გზაა!“
მეც დღემდე ვაგრძელებ მამულიშვილობის გზით სიარულს.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
მამულიშვილებს
მამულიშვილნო! მიყვარხართ, დიდია თქვენი ამაგი, ჯიხვის რქით დამილოცნია ჩვენი ჯიში და ალაგი.
იყო დიდგორი, შამქორი, ცხრა აპრილი და შინდისი, ყველა ერთგული ქართველი არის ამ ქვეყნის სინდისი.
თავისუფლებას უმღერის დღეს მათი შთამომავლობა... სამშობლოს სამსახურისთვის მამულიშვილებს - მადლობა!
ოთარ რურუა
2020
https://www.facebook.com/otar.rurua/videos/3661846603880514
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ქუთაისში, ბაგრატის დიდებული ტაძრის ეზოს აწ უკვე ჩამორღვეულ გალავანზე თუ შედგებით და პირს ჩრდილო-აღმოსავლეთით იზამთ, დაინახავთ მომაღლო მთის უბეს მიხუტებულ მეორე დიდებულ ტაძარს, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელთან არის დაკავშირებული.
ეს სახელგანთქმული გელათია.
აქედან რომ გასცქერი, უსათუოდ ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნება, თითქოს ტაძარი რაღაცნაირი მოკრძალებით მიჰკვრია მთას, თავს არ გაწონებს, თვალში გეჩრება. აქედან მოშორებით არის, მაგრამ კარგად თუ დააკვირდები, მთავარი შენობის ირგვლივ რამდენიმე ნაგებობას გაარჩევ.
ამჟამად ჩვენ ერთი, შედარებით პატარა ნაგებობა გვაინტერესებს. ახლოს მივიდეთ და უფრო კარგად ვნახოთ.
ეს კარიბჭეა. სამხრეთის შემოსავალის კარის ბჭე. და ამ კარიბჭის ქვეშ დიდი ლოდი დევს - დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა. ლოდის სიდიდეც კი მიგვანიშნებს, რა ბუმბერაზი კაცი ყოფილა მეფე. „სიგრძე 4 არშინი და 6 ვერშოკი არს, სიგანე 1 არშინი და 12 ვერშოკიო“. გაუზომავთ ერთ დროს. თავისთავად იგულისხმება, რომ ქვა გაცილებით უფრო გრძელია, მეფე, რაღა თქმა უნდა, ამსიმაღლე არ იქნებოდა; ზუსტად განსაზღვრა - რა სიმაღლისა იყო, ახლა ძნელია, მაგრამ ზოგადად კი ლოდის სიდიდე უსათუოდ მიგვანიშნებს მეფის განსაკუთრებულ ახოვანებაზე. ამას მემატიანეც საგანგებოდ აღნიშნავს.
ახლა ამ ქვის ქვეშ აღარ ასვენია სახელოვანი მამულიშვილი. მოგვიანებით, როცა მისი ღვაწლი უფრო გამოჩნდა და გამოიკვეთა, ამოასვენეს და დიდ ტაძარში გადაასვენეს, ტრაპეზის ქვეშ დაკრძალეს. ესეც დამახასიათებელია - ალბათ მისივე ანდერძით დაკრძალეს კარიბჭის ქვეშ და არა ტაძარში. თვითონვე არ ისურვა, რომ ტაძარში დაეკრძალათ, საკუთარი თავის განდიდებას მოერიდა.
ვახტანგ ჭელიძე - ქართლის ცხოვრების ქრონიკები
................................................................................................................................................
მეფე დავითზე ყოველთვის ჩვენი სასქიადულო პოეტის - ანა კალანდაძის ეს ლექსი მახსენდება:
„ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით... საქართველოის ყოვლის მპყრობელმან ვისურვე, დავით... ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი ყურძნის მტევნებით... - ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო, მიუტევები? ღირსმსახურებდი ქართულ მიწა-წყალს, რაი გადარდებს? გასწიე იგი `ნიკოფსიითგან დარუბანდამდე~... თუ... ეს... მაღალთა თავმდაბლობაა ოდით და ოდით? თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო, რაღა ქნან ცოდვილთ სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის ვერსით მპოველთა? - ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველთა“...
ბავშვობიდან მიყვარს ისტორია, ისტორიულ გმირებზე წიგნების კითხვა და ფილმების ყურება.
ჩემს მშობლებზე რომ აღარაფერი ვთქვა, ისტორიისადმი სიყვარული ჩემმა პედაგოგებმაც ჩამინერგეს გულში. ჩემი პედაგოგები მე და ჩემს თანაკლასელებს აღფრთოვანებით გვიყვებოდნენ გმირებზე, ქართველ მეფეებზე. განსაკუთრებით აღფრთოვანებით ყვებოდნენ დავით აღმაშენებელზე, რომელმაც დიდგორის ომი მოიგო.
ჩვენს დიდ მოურავს - გიორგი სააკაძეს აღმაშენებლის საფლავზე ფიცი ჰქონია დადებული, რომ დავითის საქართველოს აღადგენდა. სამწუხაროდ დიდ მოურავს შადიმანებმა შეუშალეს ხელი დიდ საქმეში, დანაწევრებული საქართველოს გაერთიანების საქმეში.
გიორგი სააკაძეს ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი:
„გახსოვდეს: დიდკაცობას კარგი კაცობა სჯობს, კარგ კაცობას - კარგი მამულიშვილობა!“
ოთარ რურუა ქუთაისში, ბაგრატის დიდებული ტაძრის ეზოს აწ უკვე ჩამორღვეულ გალავანზე თუ შედგებით და პირს ჩრდილო-აღმოსავლეთით იზამთ, დაინახავთ მომაღლო მთის უბეს მიხუტებულ მეორე დიდებულ ტაძარს, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელთან არის დაკავშირებული.

2. დიდი მადლობა მუხა, ყოველთვის ვგრძნობ თქვენს გულშემატკივრობას და მხარდაჭერას. დიდი მადლობა მუხა, ყოველთვის ვგრძნობ თქვენს გულშემატკივრობას და მხარდაჭერას.
1. ოთარ რურუასთანა ერთგული,სამშობლოს მოყვარული და მამულიშვილებისადმი მოყვარული დღეს იშვიათობაა, გაიხარე ოთარ ბატონო! ოთარ რურუასთანა ერთგული,სამშობლოს მოყვარული და მამულიშვილებისადმი მოყვარული დღეს იშვიათობაა, გაიხარე ოთარ ბატონო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|