ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2020


* * *

არ მითხრა არა, რომ პოეტი წარსულს ჩაბარდა,
რომ მის ცხოვრებას შავ წერტილად დაესვა ლოდი,
სარკმელთან ახლა რეტდასხმული ირხევა ფარდა,
თითქოს ვიღაცას ელოდება, ის კი არ მოდის.

მიტოვებული მიჯნურივით ჩამოდნა ღამე,
მე ოთხ კედელში შველას ვითხოვ და ვერ გაგონებ,
განთიადამდე გამათავებს ალბათ ბალღამი
და დარჩებიან ობლად ფიქრნი უასაკონი.

ოთახში ჩრდილი აწრიალდა ვით ძაღლის ლეკვი,
მეამბორება ეშმა შუბლზე ცივი, ლაშებით,
ვინ იცის, იქნებ მწერალია უფალი, ჩვენ კი...
ჩვენ კი ამ წიგნის განწირული პერსონაჟები.

კედლებს ვაწყდები, მეამბოხე სისხლი მიყივის,
შენ გამო ბედი მაგებინებს პასუხს გარეწარს...
ამოიწვერა ჰორიზონტზე პირველი სხივი
და არტემიდას ტაძარივით აალდა ზეცა...

დანტე დარდიანი      01/12/2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები