ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბორლინ დიდებული
ჟანრი: პროზა
17 დეკემბერი, 2020


ვალერი მასწავლებელი. I თავი

თავი პირველი
წყეული სკამი
    დილიდანვე გამოჩნდა ცაზე მუქი ღრუბლები, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ საშინლად უჟმური და უფერული დღე ელოდა ქალაქ ბორში მცხოვრებ მოსახლეობას.
-ქოლგა რომ წაგეღო, არ იქნებოდა ურიგო-ურჩია დედამ ვაჟს.
    დედას მხოლოდ ერთი ვაჟი ჰყავდა-სკოლის პედაგოგი, ვალერი მასწავლებელი (43 წლის), რომელიც ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლიდა. თავისებური კაცი იყო, ყველასგან განსხვავებული, არანაირ სიმკაცრეს არ ავლენდა გაკვეთილის მსვლელობისას, იშვიათად თუ აუწევდა ხმის ტონს…და ამასაც ნანობდა-სულ სხვანაირი თაობა მოდიოდა, ნებისმიერ ლაწირაკს შეეძლო ეს ამბავი მშობლის ყურამდე მიეტანა, გაებუქებინა და ათასი ტყუილი მოეჩმახა: ვალერი მასწავლებელმა მიყვირა, ვალერი მასწავლებელმა თავში ჩამცხო…მიუვარდებოდა მშობელი და რა პასუხს გასცემდა? შეძლებდა კი შეპასუხებასა და თავის დაცვას? არ ჰქონდა შარის თავი.
    ამიტომ იყო, რომ ხშირად უვლიდნენ ბავშვები თავზე.
ყოველი გაკვეთილის დამთავრების შემდეგ, კაბინეტში (ანუ საკლასო ოთახში) იკეტებოდა და იმაზე იწყებდა ფიქრს, თუ რას უშავებდა ასეთს ამ ბავშვებს, რომელთაც ერთი მუჭა სინდისიც არ გააჩნდათ…უფროსის პატივისცემაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ამაზე ფიქრის დროს ცრემლებს ძლივს იკავებდა.
    ,,სანამ აირჩევდე პროფესიას, მანამ უნდა დაფიქრდე, აწონ-დაწონო. ეს საქართველოა, აქ თუ პატრონი არა გყავს, ან ფული არა გაქვს, კაცი არ გამოვა შენგან, წინ ვერ წაიწევ”-ასე არიგებდა ცხონებული მამა მას მოზარდობის პერიოდში, დღე-დღეზე სკოლას რომ ამთავრებდა. იგი იმ დროს მარტო მოზარდი და სკოლის მოსწავლე კი არ იყო- იგი ადამიანიც გახლდათ, რომელსაც ჰქონდა სინდისისა და ღირსების შეგრძნება. ახლანდელი თაობის შემხედვარე კი ხვდებოდა, რომ ზემოთ მოყვანილი სამი თვისებიდან არც ერთი არ გააჩნდათ ამ დოყლაპია ბავშვებს.
    არც ჰქონიათ და არც ექნებათ.
    მასწავლებლის პროფესიის არჩევა მრავალჯერ უნანია… მაგრამ ესეც რომ არა, რა იქნებოდა ახლა, ვინ იქნებოდა, რითი ირჩენდა თავს? საერთოდ თუ იარსებებდა, თუ მიაღწევდა ორმოც წლამდე მაინც… იგი ხომ პატარა ქალაქში ცხოვრობდა, რომელიც უმუშევრებითა და სკოლიდან გამოყრილი (აწ უკვე გაქურდებული და გაჩათლახებული) უზნეო ლაწირაკებით იყო გადატენილი. გონება და აზროვნება რომ გააჩნდა, მიტომაც ისწავლა, ჩააბარა უნივერსიტეტში და გახდა მასწავლებელი (ლექტორიც შეეძლო გამხდარიყო- შემოთავაზება ჰქონდა დედაქალაქიდან, მაგრამ გზა ეშორა, უარი განაცხადა), რითაც ირჩენდა თავს კიდევაც (დედის პენსიის დახმარებითაც)… მაგრამ საქმე ის იყო, რომ მარტო თავის რჩენაზე არ უფიქრია, როცა პროფესია აირჩია- მას სურდა, ბავშვებისთვის თავისი ცოდნა გაეზიარებინა, ისეთ თემებზე ელაპარაკა მათთან, როგორებზედაც მისი საბჭოთა მასწავლებლები არ ლაპარაკობდნენ. ეგონა ბავშვები დაუხვდებოდნენ სკოლაში, მაგრამ მათ მაგივრად კაციჭამიები იხილა.
    ,,რაც გაქვს, რაც გაგაჩნია იმაზე უთხარი ღმერთს მადლობა…”- ამას ეუბნებოდა დედა, რაც თავი ახსოვდა. ამით აჩუმებდა ქალი მას, როდესაც სათამაშოს დანახვისას ფეხების ბაკუნსა და ,,მინდას” ძახილს იწყებდა. ისიც იყო ერთ დროს ბავშვი.
მოგონებები…
    ნამდვილად მადლობელი გახლდათ ღმერთის. მადლობას სწირავდა იმისთვის რომ ჰქონდა სამსახური და ლუკმა-პურის ფული. ამ ფულით ასაზრდოებდა პენსიონერ, გაუბედურებულ, დაავადებულ დედას. როგორც ექიმი ამბობდა: ,,თვე-თვეზე უნდა ველოდოთ მის სიკვდილს”. პირდაპირი ექიმი იყო.
რომ არ ესწავლა თავის დროზე, მაშინ მოუწევდა მხარზე თოხის გადება, მიწის ხვნა, ანდაც ნიჩბით ქვიშისა და ცემენტის ზელვა (თუმცაღა არიან მასეთნიც, უნივერსიტეტ დამთავრებულები, რომელთაც ვერ შეძლეს სათანადო პროფესიის არჩევა, რომელნიც შვილებს მოუწოდებენ, ისწავლეთ, ისწავლეთ, თუ გინდათ თქვენგან დიდი კაცი გამოვიდესო… რატომ თავად არ გახდნენ ,,დიდი კაცები?”)… ნიჩაბი აეღო ხელში? გამორიცხული იყო. ამას არანაირ შემთხვევაში იზამდა… უფრო ვერანაირ. ბავშვობიდან მოყოლებული ნაგვის გადაყრის გარდა არაფერი მძიმე საქმე უკეთებია… და ახლა გაიჭუჭყიანებდა ხელებს ქვიშაში ჩიჩქვნით? ორმოც წელს გადაცილებული კაცი ამას ვეღარ იზამდა, ენერგია ისედაც ნელ-ნელა ეცლებოდა… ფიქრობდა ამას და კარგად აცნობიერებდა, რომ მაინც დედაზე დამოკიდებული იყო. ვერ იმუშავებდა. მისი თითები ისეთი ნაზი იყო… ნაგავს ყრიდა, მხოლოდ ნაგავს…
მხოლოდ ერთხელ სთხოვა მამამ, მიწის დაბარვაში მომეხმარეო. სიხარულით დასთანხმდა მშობელს 12-13 წლის ვალერი, რომელსაც ეზოში უაზროდ ხეტიალი ძალზედ მობეზრებოდა, გაკვეთილების მომზადებას კი ყველაფერი ერჩივნა. დაიწყო ბარვა… უფრო ჩიჩქვნა. ვერ ხმარობდა იარაღს. რამოდენიმეჯერ ბარის თავსაც კი ააცილა ფეხი, რამოდენიმეჯერ კი ბარის ტარი ნიკაპშიც გაირტყა (მაღალი ბავშვი იყო, თოთხმეტი წლის შემდეგ აღარც გაზრდილა). ბოლოს ეს ყველაფერი იმით დასრულა, რომ თითში ხიჭვი შეერჭო- ბარის ტარი გასალესი და უვარგისი ყოფილა. სიმწრისგან კვნესა აღმოხდა. მაშინვე ძირს დააგდო ბარი და სახლში შევარდა, უნდოდა როგორმე ამოეძრო ხიჭვი თითიდან… სცადა, მაგრამ უფრო ღრმად შეესო კანში… ცოტაც და სისხლს შეჰყვებოდა ეს ხიჭვი, მერე კიდე მოიწამლებოდა… მხოლოდ ცუდზე ფიქრობდა... შემდეგ დედა შემოვარდა, ჰკითხა, რა მოგივიდა, შენ მოგიკვდეს დედაო… ბოლოს კი ქალმა შვილს პინცეტით ამოუღო თითიდან დამპალი ხიჭვი.
დამშვიდდა პატარა ვალერი. თითზე ბინტი დაიდო.
იმ დღის შემდეგ ძვირფას მამას მისთვის მსგავსი დავალება აღარ მიუცია. მშობლები მუდამ უფრთხილდებოდნენ შვილს, მუდამ ხელისგულზე დაატარებდნენ… ანდაც იქნებ შეიზიზღა კაცმა შვილი, მიხვდა… რას მიხვდა? რომ კაცი არ დადგებოდა მისგან?
შეიძლება… შეიძლება კაცი არ დადგა მისგან, მაგრამ ხომ დადგა ადამიანი- ეს კი ბევრად მეტი იყო.
აი, ასე. იგი ვერ გადაიტანდა ფიზიკურ ჯაფას… შესაბამისად დარჩებოდა უმუშევარი, აღმოჩნდებოდა ქუჩაში. ქუჩაში ხელს ვერ გაიწვდენდა დახმარების სათხოვნელად- ეს ხომ მის ღირსებას შელახავდა. მოუწევდა შიმშილი. ღამით აცივდებოდა, თავშესაფრის ძებნაში დაათენდებოდა, ანდაც მთვრალი და დაბოლილი არამზადების ლუკმა გახდებოდა. ეს არამზადა ლაწირაკები შეამჩნევდნენ სათვალიან (ნეტავ თუ ექნებოდა სათვალის ფული?), მაღალ, გამხდარ კაცს და გაიგდებდნენ წიხლ ქვეშ (ვის რაში სჭირდება მისნაირები?)- ისე, უბრალოდ, გასართობად, სიამოვნების გულისთვის გაუსწორდებოდნენ. ასე გათავდებოდა მისი საქმე და დიდი ალბათობიც- მისი სიცოცხლეც.
ამიტომაც ღმერთს ყოველ დღე მადლობას სწირავდა იმისთვის, რომ მან მას ასეთი, არაჩვეულებრივი პროფესია- პედაგოგობა- არგუნა. თავისი ასაკის მიუხედავად, ვალერი მუდამ უჯერებდა დედას. დღესაც, გაითვალისწინა რა, მოხუცის რჩევა და ხელში მოშავო ფერის ქოლგა აიღო- რახან დედამ თქვა, ესე იგი, იწვიმებდა.
-თავს მოუარე- უთხრა მშობელს და ლოყაზე აკოცა, რაც ტრადიციად ჰქონდათ უკვე ჩვეული- ტელევიზორს სულ არ უყურო, მით უმეტეს ახალ ამბებს, ექიმმა ხომ გახსოვს რა გითხრა? არ უნდა ინერვიულო, არაა შენთვის საჭირო ნერვიულობა. არ ჩართო ახალი ამბები… დღეს ალბათ მალე მოვალ, ბავშვები მაინც არ იქნებიან… კარგი, წავედი.
-ჩემო იმედო- შეაქო დედამ შვილი და გულში ჩაიკრა. ვალერის გულზედ მოხვდა ეს სიტყვები, რაღაცნაირი სითბო იგრძნო, წამიერად დააბრუნა ამ ყოველივემ წარსულში, იმ დროში, რომელსაც ვეღარ დაიბრუნებდა. ტირილამდე ცოტაღა უკლდა… ჯერ კიდევ 16-17 წლის ასაკში დარდობდა იმაზე, რომ ცოტაც და გაიზრდებოდა, დაამთავრებდა სკოლას და აღარ იქნებოდა ბავშვი… ვეღარასდროს იქნებოდა ბავშვი! ვეღარ ითამაშებდა მეგობრებთან (დიახ, მასაც ჰყავდა ერთ დროს მეგობრები), ვეღარ იწანწალებდა ზაფხულის ცხელ დღეებში ქუჩაში მათთან ერთად… და რატომ გაიზარდა საერთოდ? არა, არ გაზრდილა. ისევ ბავშვი იყო, ყმაწვილი არსება ბუდობდა მის სულში… მაგრამ ტანად რომ ზრდასრული ადამიანის შესახედაობა ჰქონდა? ეს იყო უმთავრესი პრობლემა. ეს რომ არა, გავიდოდა ეზოში, იპოვიდა ხის ტოტს, დაიწყებდა რბენას და უჩინარი მტრის (ოსმალების, სპარსელების, მეკობრეების) კუწვას. ეს ყველაფერი სრულყოფაში რომ მოეყვანა, დიდი ალბათობით, მეზობლები დაიწყებდნენ ფიქრს, ვალერა გაგვიგიჟდაო, ეს ჭორი მოედებოდა მთელ ქალაქს, შესაბამისად სკოლასაც და მოეჭრებოდა თავი- ისე როგორც კოლეგებთან, დირექტორთან, ასევე მოსწავლე ბავშვებთანაც… და არა მარტო ერთხელ მოეჭრებოდა, არამედ ასჯერ, ათასჯერ! რომელიმე გულქვა ადამიანი კი საგიჟეთშიც კი დარეკავდა, ჩემი ორმოცი წლის მეზობელი გიჟივით დარბის ეზოში, ხელში საწუწაო თოფი უჭირავს, პირით კიდე სროლის იმიტაციას აკეთებსო…
არა. აჭარბებდა ნამდვილად…
სასაცილო კი იქნებოდა. ნამდვილად.
დედას მოშორდა. აღარ იყო ბავშვი. ტყუილად ოცნებობდა წარსულში დაბრუნებაზე. იცოდა, იცოდა, რომ გავიდოდა წლები, მიაღწევდა სამოც-ოთხმოც წელს და დაიწყებდა ნატვრას, ეჰ ნეტავ ისევ ორმოცი წლის ჯეელი ვიყო, ჯან-ღონით აღსასვსე კაციო…
-დროებით, დედა.
სახლიდან გავიდა. იგი უბან ნომერ 2-ში ცხოვრობდა (ქალაქში სულ ექვსი უბანი იყო, მათ ასე მოიხსენიებდნენ: პირველი უბანი, მეორე, მესამე…), ცას ახედა და დარწმუნდა, რომ დღეს მართლაც იწვიმებდა. ,,დედა ყოველთვის მართალია”-გაიფიქრა და გაიღიმა. სასწაული დედა ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი იყო, რაღაც უცნაური ავადმყოფობა სჭირდა, გონება მაინც შემორჩენოდა თავში.
იღიმოდა ვალერი. როცა ამას მიხვდა, უმალ დაასერიოზულა სახე.
-გამარჯობა-მოესმა ხმა.
მარცხნივ შეტრიალდა (სწორედ მანდეთ ჰქონდა გზა) და მეზობელი- ემზარი- დაინახა. ემზარს თმა ადრე გასცვენოდა, ვალერიზე ერთი-ორი წლით უფროსი თუ იქნებოდა. არ იყო გამორიცხული, ბალღობისას ერთადაც რომ ეთამაშათ ხისგან გამოთლილი იარაღებით… ისევ წარსულის მოგონებები. ახლა მხოლოდ და მხოლოდ მეზობლები იყვნენ, მხოლოდ და მხოლოდ მისალმებით თუ შემოიფარგლებოდნენ ერთმანეთში- გამარჯობა-გაგიმარჯოს. არადა, ვალერი სულ იმას ფიქრობდა, არასდროს დავკარგავ ბავშვობის მეგობრებს, ისე, როგორც ჰკარგავდნენ მამების თაობის წარმომადგენლებიო… სამწუხაროდ, შვილებიც მათ კვალს გაჰყვნენ, დაკარგებს ერთმანეთი… დაკარგეს, თანაც სამუდამოდ…
ემზარი უკვე საზაფხულო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, თხლად ეცვა, არ ადარდებდა ის ფაქტი, რომ ცაზე ნაცრისფერი ღრუბლები ეკიდა და სულ ცოტახანში იწვიმებდა.
-გამარჯობა- ხმადაბალი სალამი დაუბრუნდა ვალერიმ.
-სკოლაში?- ჰკითხა ემზარიმ და დოინჯი შემოირტყა, აშკარად არსად არ ეჩქარებოდა.
-კი- მიუგო ვალერიმ და გაიფიქრა, ახლა ჩამომშორდება და მეც გავაგრძელებ გზასაო.
-შაბათია არაა მერე დღეს?
-ხო, მარა… -ვალერიმ ამოისუნთქა, ახლა უნდა აეხსნა მისთვის, თუ რატომ ტარდებოდა შაბათ დღეს სკოლაში გაკვეთილები- ვირუსები იყო იანვარში, სწავლა კი ერთი კვირით გადაიდო, სულ ოთხი დღით და ახლა ამ ოთხ დღეს გვანაზღაურებინებენ.
-მთავრობამ, არა?- ემზარიმ ხელები შარვლის ჯიბეში ჩაიყო- ისე, ისედაც უნდა იყოს შაბათობით სწავლა- სახეზე წითელი ფერი დაედო- ჩვენს დროს შაბათობითაც დავდიოდით სკოლაში. კვირა გვქონდა მარტო დასვენება.
-ხო- ვალერის ეზარებოდა იმის ახსნა, რომ ერთ დღიან დასვენებას ორ დღიანი ჯობდა. იმასაც ხვდებოდა, რომ დაბინდულ ემზარს ეგონა, მასწავლებლებს სკოლაში სიარული და ბავშვების ტუქსვა სიამოვნებთო. ,,რატომ ჰგონიათ ყველას, რომ მასწავლებლებს არ გვიხარია არდადეგები?”- მუდამ ეს კითხვა უჩნდებოდა პედაგოგს თავში, და არა მარტო მას.
ცოტა ხანს დუმილი ჩამოწვა. გზაზე მანქანამ ჩაიარა, სწორედ იმ წამს ამოიღო ემზარიმ ხმა:
-კარგი, წადით სკოლაში. ყველაფერს თავისი დრო აქვს.
მანქანის ხმაურში მთლად კარგად ვერ გაარჩია ვალერიმ ემზარის ნათქვამი, ბოლო სიტყვების არს კი ვერა და ვერ ჩასწვდა. ამიტომაც მხოლოდ ასე მიუგო:
-ჰო.
ისინი დაშორდნენ ერთმანეთს
,,ყველაფერს თავისი დრო აქვს”- ხომ არ იხუმრა?- გაუელვა ვალერის ტვინში, იქნებ მართლაც იხუმრასავით, ის კი არსს ვერ ჩასწვდა, არ გაიღიმა და დასწყვიტა კაცს გული…არა და არ იყო ის ადამიანი, სხვისთვის გული რომ ეტკინა…წამიერი ნაღველი შემოაწვა, შემდეგ კი ასე დაიწყანარა თავი: ,,ემზარის ნაირებს რაც უნდათ ის უფიქრიათ ჩემზე. ეგენი ჩემს დონემდე მაინც ვერ მოვლენ. ვერასოდეს.”
ასე.
    გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და სკოლის შენობის ნაწილიც გამოიკვეთა…
    და ვაი რომ გამოჩნდა!.. წამსვე გაახსენდა გუშინდელი ამბავი, გუშინდელი საღამო…
    რატომ?!
    რატომ?! რატომ?!
    რაღა ახლა?
    გუშინ ხომ არ დააძინა ამ საშინელმა ამბავმა, ნუთუ დღესაც უნდა ჩაუმწაროს ყველაფერი?
    ვერა და ვერ გადაჰქონდა ფიქრები სხვა რამეზე…
    არ უნდა წასულიყო გუშინ ბარში… ბარის გახსენებამ ზურგის ტკივილიც გაახსენა, მუცელსა და ყელში კი უცნაური სისუსტე იგრძნო.
ო, რა ტანჯვა ელოდა მომავალი კვირების განმავლობაში- მუდამ ამაზე მოუწევდა ფიქრი, იქამდე, სანამ არ დაავიწყდებოდა…
დაავიწყდებოდა კი?
როგორ უნდა დაივიწყო კაცმა…
    ბავშვობის მერე ერთი მუშტიც ხომ არ მოხვედრია…
    ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ვინმე ამ ასაკში, ორმოც წელს გადაცილებულ კაცს, ასე გაიმეტებდა…
    მაგრამ გუშინ დატრიალდა მის თავს უბედურება- იგი გაიმეტეს. ბორის ერთ-ერთი უბანი, სახელწოდებით- ოთხი ცნობილია ლუდის ბარით, კინოთეატრითა და სკოლიდან გამოგდებული ქურდბაცაცა ბიჭებით, რომლებიც დღესა თუ ღამეს ქუჩაში ათევენ, მოწყალების ხელსაც უწვდიან გამვლელებს, ბარმენს ნისიად სთხოვენ ერთ კათხა ლუდს, ხოლო იმ ტიპებს, რომლებიც არ დაევასებათ, უშარდებიან- ეს შარიანობა კი, ხშირ შემთხვევაში ჩხუბით მთავრდება.
    ისინი მუდამ ჯგუფურად დადიან. მაგალითად, დღეს სამნი არიან ერთად შეყრილნი: ტატო მერაბიშვილი (19 წლის), შაკო ხვიჩია (17 წლის) და ზურაბ ჩხაიძე (14 წლის)- ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ მეცხრე კლასელი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გახლავთ. მას ყველა მასწავლებელი გადამტერებული ჰყავს და თითოეული ამას ჰპირდება: ,,ნიშანს არ გაღირსებ და წლის ბოლოს ვნახოთ ერთი, ვინ გაიცინებს.” მასწავლებლებზე ბოღმას ძმა-ბიჭებთან ანთხევდა, მერე კი თითოეული მათგანი აგინებდა ყველას- დირექტორიდან დაწყებული, სკოლის დარაჯით დამთავრებული.
-პროსტა, დათო მასწი ჯიგარი კაცია- ბევრჯერ შეუქია პატარა ზურას სპორტის მასწავლებელი მეგობრებთან (თუ მათ მეგობრობას მეგობრობა ჰქვია. ასეთი მეგობარი კაცს არ უნდა ურჩიო… და საერთოდაც, არაა ღირსი ჩვენი პლანეტა იმის, რომ მასეთებმა იარონ, თელონ და დაამძიმონ თავიანთი არსებობით) საუბრის დროს.
ზურა დათო მასწის ქებას აგრძელებს და თან ისეთ სიტყვებს იშველიებს, რომლებიც უფროსი ბიჭებისგან აქვს გაგონილი- ძირითადათ პრიმიტიული გარჩევებიდან.
-ისეთი ჯიგარი მასტია, ტო, იმ დღეს პივა გვინდოდა… მარა ხო იცით, რა ჟმოტია ის ფული-ხვეტია გამყიდველი (მერე გინებაც მიაყოლა ზედ), ეგ ძუკნა გოგო… იმენა, გაგვიჩმახა… არ გვაძლევდა იმენა (კვლავ გინება)… მაგისი… მერე დათო მასწი გაიჩითა იქვე და ფულიც ჩაგვასესხა.
ამის თქმის შემდეგ ერთმა უფროსთაგანმა, სიგარეტიან ხელს შუბლზე რომ ისვამდა, პატარა ზურას ჩაჭრა მოინდომა:
-ფული გვასესხაო, არა? მერე რას აპირებ, როდის უნდა დაუბრუნო?
ზურას ოფლმა დაასხა.
-არაააა, ტოო- დაიწყო თავის მართლება და სიტყვების წელვა ცხელი, მდნარი ყველივით- რა დაბრუნება, შეჩემა. ფული იმენა გვასესხა… გვასესხა კი არა, მოგცვა, საერთოდ არ უსესხებია, ჯიგარი ტიპია.
-მართლა ჯიგარი ყოფილა… მარა ეგენი თავზე არ უნდა დაისვა.
ზურაც იმწამსვე ეთანხმებოდა:
-იასნა ვიცი, რად მჭირდება მაგის სწავლა?! პროსტა ფულის პონტში ვძმაკაცობ მაგ… ვხმარობ, რა- ნათქვამს წიკვინა სიცილი მოაყოლა (გარდატეხის ასაკი თავისას შვრებოდა).
ახლა ზემოთ ხსენებულ სამეულს დავუბრუნდეთ. ისინი კინოს წინ დგანან. ტატო- ყველაზე უფროსი- მობილურში ვიღაცას წერილებს სწერს (ალბათ გოგოს კერავს, თავს აწონებს… ის შტერიც კი ჰყვება მიმოწერაში). მისი შემხედვარე მთელ საძმაკაცოს ეს კითხვა უჩნდება: ,,საიდან ჩითავს ტელეფონში ამდენ სალაპარაკოს?”
    შაკო (ხანდახან რომ ენას აჩლიფინებს) საღეჭ რეზინს აღლაჭუნებს (ტროტუარზე ეპოვნა მთელი შეკვრა- თანაც გაუხსნელი). აღლაჭუნებს და გამვლელ გოგონებს დუნდულებზე შესცქერის.
    მეცხრე კლასელი ზურაბი ბარს გაჰყურებს. აი, დაინახა, როგორ გამოვიდა ბარიდან ბარმენი ჯიბო. ჯიბო მაგიდის გადასაფარებელს ფერთხავს- აიქნია-ჩამოიქნია და კვლავაც შევიდა-კლიენტებს უნდა მიხედოს. ჯიბო მისთვის კრიჟანია… თუმცაღა ერთი-ორჯერ კი უჯიგრა და ლუდიც დაალევინა უფასოდ. ოღონდ მაშინ ძმა-ბიჭები ახლდნენ თან, თორემ მარტოკა რას გასწვდებოდა, პატარა ზურაბის არავის ეშინოდა… და სწორედ ეს აცოფებდა ყველაზე მეტად. დაიცა, გაზრდილიყო, მაგათ აჩვენებდა სეირს, თითოეულს ასწავლიდა ჭკუას და გააგებინებდა, ვინ იყო მათ შორის უფროსი და ვინ-პატარა, ბავშვი…
,,არ ვარ ბავშვი!”
    ცოტა ხანში ბარს მაღალი, სათვალიანი, თმა შეთხელებული კაცი მიუახლოვდა. ზურამ მაშინვე იცნო იგი- ეს ხომ მისი მასწავლებელი გახლდათ- ვალერი ჯავახიშვილი: ერთი საცოდავი, ცხოვრებას აცდენილი კაცი, რომელსაც იმის თავიც (ზურაბი აქ სხვა სიტყვას იხმარდა) არ ჰქონდა, რომ ბავშვები დაეწყნარებინა გაკვეთილის მსვლელობისას.
ვალერი ბარში შევიდა. ,,არა, კაცი ყოფილა ეს ქლიავი, დედის ძუძუს წოვის გარდა სხვა რაღაცის სმაც შესძლებია. ბარში დადის კაცი!”-გაიფიქრა ზურამ.
-ფს! მომხედეთ- მან ძმა- ბიჭებს ხელები მოხვია (ტატოს მაღალი ჭაბუკი გახლდათ, ამიტომაც მის გამო ფეხის წვერებზე მოუწია დადგომა)- იქ ვალერი შევიდა- თავით ანიშნა ბარისკენ.
-ვინ ვალერი?- ჩაეძია შაკო და საღეჭი რეზინი გამობერა, რითაც ანიშნა, დროზე ამოყაჭე, შენი მოსმენის თავი არა მაქვსო.
-ჩემი სკოლის მასწავლებელი… გეოგრაფიას და ისტორიას მასწავლის…
-აა, ვალერი?- გაიხსენა ტატომ- ორიანით მემუქრებოდა. ყყყ!- გაიცინა მან- მე სკოლა დავამთავრე და ეგ ისევ იქ არის… ყყყ!
-მე არ მახსოვს- თქვა შაკომ- ალბათ არ მაშწავლიდა.
-შენ საერთოდ გივლია სკოლაში?- გაელაზღანდარა ტატო.
-ერთი წუთით- ხმას აუწია ზურამ- რაღაც მინდა გავუჩალიჩო… ქლიავი კაცია, დალურჯება მინდა მაგის კარგა ხანია და ვუთმენდი…
-ოპა, გამწარდა ზურაბიკო- დასცინა ტატომ.
ზურა გაწითლდა, მართლაც რომ გამწარდა.
-მაცალეთ!
სხვა დროს ამის გამო ტატო სახეში უთავაზებდა, ახლა მხოლოდ ინტერესით შეხედა, ანიშნა, განაგრძეო.
-მინდა რაღაც გავუჩალიჩო… გავერთოთ, რა… პროსტა თქვენი მოხმარება მინდა… და რამეც უნდა ავიფარო სახეზე, თორემ შეიძლება მიცნოს…
-ბნელდება უკვე- ჩაილაპარაკა ტატომ.
-ჰოდა მით უმეტეს… ეგ შეგვიწყობს საქმის უკეთესად წარმართვაში.
,,რა სიტყვები სცოდნია ამ ლაწირაკს. წარმართვაში!”- გაიფიქრა ტატომ და მობილური შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიცურა.
    ხუთ აპრილს, საღამო ხანს, ვალერიმ, მას შემდეგ რაც მოხუც დედას საძილე აბები დაალევინა (ფიქრობდა და აწუხებდა ის ფაქტი, რომ წამალს უფრო შეეძლო ქალის სიკვდილი დაეჩქარებინა) და საწოლში ჩააწვინა, სახლი დატოვა. კაცმა პიჯაკის შიდა ჯიბეში საფულე ჩაიდო, რომელშიც ის თანხა ედო, რაც ორ-სამ ბაკალ ლუდს ეყოფოდა… და ცოტა მეტიც…
ბოლო ხანი იყო, რაც ბარში სიარულსა და ლუდის წრუპვას დასჩვეოდა. რატომ? რადგანაც მოჰბეზრებოდა ეს ცხოვრება: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (ხანდახან შაბათსაც) სკოლაში უწევდა ყოფნა და სიარული, დილის რვა საათიდან, შუადღის ოთხამდე. სახლში მისული საკონტროლო რვეულებს ასწორებდა, ეგეც თვეში ორჯერ-სამჯერ (ამით ცოტათი ირთობდა თავს), ხანდახან ისტორიულ წიგნებს შლიდა და ადრე ნასწავლს იმეორებდა, ანდაც გეოგრაფიულ რუკებს დასცქეროდა და ახალ-ახალ ქალაქებსა თუ სახელმწიფოთა სახელებს იმახსოვრებდა. რამოდენიმეჯერ მასწავლებლებმა (კოლეგებმა) შესთავაზეს, ფული დავდოთ, ავტობუსი ვიქირაოთ და შაბათ-კვირას სადმე კარგ ადგილას ექსკურსია მოვიწყოთო. ვალერი მუდამ უარს ამბობდა ამდაგვარ შეთავაზებებზე… ავადმყოფ დედას მარტო ვერ დატოვებდა, თანაც ორი დღით… მას ხომ სხვა არავინ ჰყავდა, ვინც შეენაცვლებოდა... მხოლოდ ერთი დეიდაშვილი ეგულებოდა ქალაქ ბორში (მდედრობითი სქესის წარმომადგენელი), მაგრამ იმასაც კი ვერ ანდობდა მშობელ დედას 48 საათის განმავლობაში.
ბარი კი ახლოს იყო, სულ რაღაც ცხრა წუთის სავალზე…
დედაზე სკოლაში ყოფნის დროსაც ღელავდა, ვაი და შინ მისულს ცოცხალი აღარ დამიხვდესო… მაგრამ ეს ადრე იყო. ახლა ცოტა დაეძლია მსგავსი შიშები. დედას მუდამ დივანზე მდჯომს ტოვებდა, რომელსაც შუა ნაწილი ამოჭრილი ჰქონდა, ქვემოთ კი პლასტმასის სათლი ედო- ეგეც შენი ტუალეტი. წინ ჩართულ ტელევიზორს უდგამდა, გვერდით კი პატარა მაგიდას, სადაც აწყობდა გამზადებულ საჭმელსა და წყალს, რათა მოხუცს ხელის ერთი გაწვდენით შესძლებოდა მათი მოხელთება. პედაგოგს სკოლაში ყოფნის დროს ბევრჯერ წარმოედგინა დედის სიკვდილის შესაძლო სცენები: ქალი მაგიდიდან იღებს თეფშს, რომელზედაც ქათმის სალათი (აჩეჩილი) დევს, მოხუცს ხელი უკანკალდება, თეფში უვარდება და ძირს ეცემა… ტკაც! ტყდება ჭურჭელი, ამ მოულოდნელ ხმაზე კი შეშინებულ ქალს გული უსკდება- ესეც შენი ტრაგიკული სიკვდილი. როგორი სანახავია დივან-უნიტაზზე მჯდომი გარდაცვლილი მოხუცის ხილვა…
ზოგჯერ ისე აუღელვებია ფიქრებს მისი გონება, სკოლიდანაც გამოქცეულა სახლში (დირექტორის გაფრთხილების გარეშე), რათა ენახა დედა… ბოლოს და ბოლოს დასძლია ეს შიშები, რადგანაც ქალი მუდამ ცოცხალი, ჭურჭელი კი- მთელი უხვდებოდა.
მოკლედ, მოსაბეზრებელი ცხოვრება ჰქონდა და ცდილობდა ეს ხანმოკლე არსებობა ცოტათი, თუნდაც ნახევარი საათით, გაელამაზებინა.
ბარში პირველი ვიზიტისას იმედიც კი გაუჩნდა, იქნებ ვინმე გავიცნო, ვინმე კარგი, ინტელიგენტი, რომელსაც გაუზიარებდა თავის ტკივილს, არაფერს დაუმალავდა, ისიც გაუგებდა მას… მაგრამ ასეთი ვერავინ იხილა. ეგ კი არა და, ხმაც კი არავის გაუცია მისთვის… და თავადაც არ ისურვა მათთან საუბრის გაბმა, რადგანაც მალევე დაასკვნა, რომ ბარში ინტელიგენციას არაფერი ესაქმებოდა. ვერანაირი ინტელექტი ვერ ამოეკითხა მათ გაბრუებულ, აწითლებულ სახეებზე.
იგი ტროტუარს გაუყვა, დაღმართზე დაეშვა, ჩაუარა ფეხბურთის სტადიონს, შემდეგ უბან ნომერ ერთს, ტროტუარიდან ტრასაზე გადააბიჯა- იცოდა, მანქანა არ გამოივლიდა (ზოგადად ქალაქ ბორში ცოტა ვინმეს თუ ჰყავდა მანქანა) და დაჯახების ალბათობაც მცირე იყო. ,,რა უკაცური ადგილია- ფიქრობდა იგი- უმანქანო, უადამიანო, უსახლო”… მაგრამ ეს ყოველივე უმალ დასრულდა, რადგანაც უბან ნომერ ოთხს მიადგა, რომელზედაც ცუდი ამბები ჰქონდა განაგონი. ,,უზნეოთა ბუდეა”- გაახსენდა ეს სიტყვები, რომელიც მათემატიკის პედაგოგმა ფიზიკის პედაგოგს გადაუჩურჩულა სამასაწვლებლოში (რას მოაყოლეს ეს ამბავი, ვალერის ვერ გაეხსენებინა, მაგრამ კი იგრძნობოდა სიტყვებში აღშფოთება და ზიზღი).
ვალერი ბალღობის პერიოდში ხშირად ყოფილა ამ უბანში- ძირითადათ კინოში დადიოდა (ბარი კი მაშინ არ არსებობდა), რომელშიც ინდურ და საბჭოთა ფილმებს აჩვენებდნენ. ბავშვობის შემდეგ კი ეს უბანი თვალითაც აღარ ენახა (მიუხედავად იმისა რომ ბორი პატარა ქალაქი იყო, და მისი დათვალიერება ორ საათსაც არ წაართმევდა კაცს).
შეიძლება ცუდი რაღაცები გაეგო უბან ნომერ ოთხზე, მაგრამ ცხოვრება მობეზრებულ კაცს ეს არ ადარდებდა. ამიტომაც ისურვა, გამხდარიყო იქ მდგარი ბარის მუდმივი კლიენტი.
,,სამჯერ უკვე ვეწვიე- გონებაში ატარებდა გამოთვლებს- დღეს მეოთხეჯერ იქნება.”
სამჯერ ეწვია და არც ერთხელ გადაჰყრია მანიაკსა და ვინმე ქურდბაცაცას. ჩვეულებრივი უბანი იყო, პატარა სახლებით, ბარითა და კინო-თეატრით.
ვალერი ბარს მიუახლოვდა, პირდაპირ, კინოს წინ სამი მოზარდი შენიშნა- ბიჭები- რაც საერთოდ არ ენიშნა ცუდად. ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ (მათი სახეები ვერ გაერჩია, თუმცაღა მაინც შემოგედავებოდათ, დედას გაფიცებთ, ბავშვები არიანო), რომლებიც ალბათ რაიმე ჰოლივუდურ ფილმის დაწყებას ელოდნენ, რომ პირველები შეცვენილიყვნენ კინოში.
ვალერიმ გაიღიმა და ბარში შევიდა.
ხუთ აპრილს, საღამო ხანს, ვალერიმ, მას შემდეგ რაც მოხუც დედას საძილე აბები დაალევინა (ფიქრობდა და აწუხებდა ის ფაქტი, რომ წამალს უფრო შეეძლო ქალის სიკვდილი დაეჩქარებინა) და საწოლში ჩააწვინა, სახლი დატოვა. კაცმა პიჯაკის შიდა ჯიბეში საფულე ჩაიდო, რომელშიც ის თანხა ედო, რაც ორ-სამ ბაკალ ლუდს ეყოფოდა… და ცოტა მეტიც…
ბოლო ხანი იყო, რაც ბარში სიარულსა და ლუდის წრუპვას დასჩვეოდა. რატომ? რადგანაც მოჰბეზრებოდა ეს ცხოვრება: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (ხანდახან შაბათსაც) სკოლაში უწევდა ყოფნა და სიარული, დილის რვა საათიდან, შუადღის ოთხამდე. სახლში მისული საკონტროლო რვეულებს ასწორებდა, ეგეც თვეში ორჯერ-სამჯერ (ამით ცოტათი ირთობდა თავს), ხანდახან ისტორიულ წიგნებს შლიდა და ადრე ნასწავლს იმეორებდა, ანდაც გეოგრაფიულ რუკებს დასცქეროდა და ახალ-ახალ ქალაქებსა თუ სახელმწიფოთა სახელებს იმახსოვრებდა. რამოდენიმეჯერ მასწავლებლებმა (კოლეგებმა) შესთავაზეს, ფული დავდოთ, ავტობუსი ვიქირაოთ და შაბათ-კვირას სადმე კარგ ადგილას ექსკურსია მოვიწყოთო. ვალერი მუდამ უარს ამბობდა ამდაგვარ შეთავაზებებზე… ავადმყოფ დედას მარტო ვერ დატოვებდა, თანაც ორი დღით… მას ხომ სხვა არავინ ჰყავდა, ვინც შეენაცვლებოდა... მხოლოდ ერთი დეიდაშვილი ეგულებოდა ქალაქ ბორში (მდედრობითი სქესის წარმომადგენელი), მაგრამ იმასაც კი ვერ ანდობდა მშობელ დედას 48 საათის განმავლობაში.
ბარი კი ახლოს იყო, სულ რაღაც ცხრა წუთის სავალზე…
დედაზე სკოლაში ყოფნის დროსაც ღელავდა, ვაი და შინ მისულს ცოცხალი აღარ დამიხვდესო… მაგრამ ეს ადრე იყო. ახლა ცოტა დაეძლია მსგავსი შიშები. დედას მუდამ დივანზე მდჯომს ტოვებდა, რომელსაც შუა ნაწილი ამოჭრილი ჰქონდა, ქვემოთ კი პლასტმასის სათლი ედო- ეგეც შენი ტუალეტი. წინ ჩართულ ტელევიზორს უდგამდა, გვერდით კი პატარა მაგიდას, სადაც აწყობდა გამზადებულ საჭმელსა და წყალს, რათა მოხუცს ხელის ერთი გაწვდენით შესძლებოდა მათი მოხელთება. პედაგოგს სკოლაში ყოფნის დროს ბევრჯერ წარმოედგინა დედის სიკვდილის შესაძლო სცენები: ქალი მაგიდიდან იღებს თეფშს, რომელზედაც ქათმის სალათი (აჩეჩილი) დევს, მოხუცს ხელი უკანკალდება, თეფში უვარდება და ძირს ეცემა… ტკაც! ტყდება ჭურჭელი, ამ მოულოდნელ ხმაზე კი შეშინებულ ქალს გული უსკდება- ესეც შენი ტრაგიკული სიკვდილი. როგორი სანახავია დივან-უნიტაზზე მჯდომი გარდაცვლილი მოხუცის ხილვა…
ზოგჯერ ისე აუღელვებია ფიქრებს მისი გონება, სკოლიდანაც გამოქცეულა სახლში (დირექტორის გაფრთხილების გარეშე), რათა ენახა დედა… ბოლოს და ბოლოს დასძლია ეს შიშები, რადგანაც ქალი მუდამ ცოცხალი, ჭურჭელი კი- მთელი უხვდებოდა.
მოკლედ, მოსაბეზრებელი ცხოვრება ჰქონდა და ცდილობდა ეს ხანმოკლე არსებობა ცოტათი, თუნდაც ნახევარი საათით, გაელამაზებინა.
ბარში პირველი ვიზიტისას იმედიც კი გაუჩნდა, იქნებ ვინმე გავიცნო, ვინმე კარგი, ინტელიგენტი, რომელსაც გაუზიარებდა თავის ტკივილს, არაფერს დაუმალავდა, ისიც გაუგებდა მას… მაგრამ ასეთი ვერავინ იხილა. ეგ კი არა და, ხმაც კი არავის გაუცია მისთვის… და თავადაც არ ისურვა მათთან საუბრის გაბმა, რადგანაც მალევე დაასკვნა, რომ ბარში ინტელიგენციას არაფერი ესაქმებოდა. ვერანაირი ინტელექტი ვერ ამოეკითხა მათ გაბრუებულ, აწითლებულ სახეებზე.
იგი ტროტუარს გაუყვა, დაღმართზე დაეშვა, ჩაუარა ფეხბურთის სტადიონს, შემდეგ უბან ნომერ ერთს, ტროტუარიდან ტრასაზე გადააბიჯა- იცოდა, მანქანა არ გამოივლიდა (ზოგადად ქალაქ ბორში ცოტა ვინმეს თუ ჰყავდა მანქანა) და დაჯახების ალბათობაც მცირე იყო. ,,რა უკაცური ადგილია- ფიქრობდა იგი- უმანქანო, უადამიანო, უსახლო”… მაგრამ ეს ყოველივე უმალ დასრულდა, რადგანაც უბან ნომერ ოთხს მიადგა, რომელზედაც ცუდი ამბები ჰქონდა განაგონი. ,,უზნეოთა ბუდეა”- გაახსენდა ეს სიტყვები, რომელიც მათემატიკის პედაგოგმა ფიზიკის პედაგოგს გადაუჩურჩულა სამასაწვლებლოში (რას მოაყოლეს ეს ამბავი, ვალერის ვერ გაეხსენებინა, მაგრამ კი იგრძნობოდა სიტყვებში აღშფოთება და ზიზღი).
ვალერი ბალღობის პერიოდში ხშირად ყოფილა ამ უბანში- ძირითადათ კინოში დადიოდა (ბარი კი მაშინ არ არსებობდა), რომელშიც ინდურ და საბჭოთა ფილმებს აჩვენებდნენ. ბავშვობის შემდეგ კი ეს უბანი თვალითაც აღარ ენახა (მიუხედავად იმისა რომ ბორი პატარა ქალაქი იყო, და მისი დათვალიერება ორ საათსაც არ წაართმევდა კაცს).
შეიძლება ცუდი რაღაცები გაეგო უბან ნომერ ოთხზე, მაგრამ ცხოვრება მობეზრებულ კაცს ეს არ ადარდებდა. ამიტომაც ისურვა, გამხდარიყო იქ მდგარი ბარის მუდმივი კლიენტი.
,,სამჯერ უკვე ვეწვიე- გონებაში ატარებდა გამოთვლებს- დღეს მეოთხეჯერ იქნება.”
სამჯერ ეწვია და არც ერთხელ გადაჰყრია მანიაკსა და ვინმე ქურდბაცაცას. ჩვეულებრივი უბანი იყო, პატარა სახლებით, ბარითა და კინო-თეატრით.
ვალერი ბარს მიუახლოვდა, პირდაპირ, კინოს წინ სამი მოზარდი შენიშნა- ბიჭები- რაც საერთოდ არ ენიშნა ცუდად. ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ (მათი სახეები ვერ გაერჩია, თუმცაღა მაინც შემოგედავებოდათ, დედას გაფიცებთ, ბავშვები არიანო), რომლებიც ალბათ რაიმე ჰოლივუდურ ფილმის დაწყებას ელოდნენ, რომ პირველები შეცვენილიყვნენ კინოში.
ვალერიმ გაიღიმა და ბარში შევიდა.
-გამარჯობა- მიესალმა ვალერი ბარმენს.
-სალამი, ვაკო?
-ვალერი.
-ა, ვალერი- ბარმენს გაეცინა- იმდენ სახეს ვხედავ ყოველ დღე, რომ… ყველას ვერ დაიმახსოვრებს კაცი. თქვენ სახეზე მახსოვდით, მაგრამ სახელი კი დამავიწყდა…
ჯიბო იყო ბარმენი და ამავე დროს ბარის მფლობელი. ბარი 2005 წელს გაეხსნა და დღემდე ინარჩუნებდა კლიენტს. ლუდი არ ჰქონდა მთლად გადასარევი, თუმცაღა თავად ჯიბო იყო საოცრება. მას კლიენტთან საუბარი ძალიან კარგად ეხერხებოდა (მისი სტუმრები ხომ ძირითადათ ლოთები იყვნენ), ყოველთვის ახერხებდა მათთან საერთო ენის გამონახვას. თუმცაღა ერთი მინუსი ჰქონდა: ლაპარაკს შეყოლილი ხშირად უშვებდა შეცდომებს და წინადადებებში სიტყვებს ანაცვლებდა. ,,ლოთებს შენი გრამატიკა სულ ერთ ადგილზე ჰკიდიათ.”
კლიენტის შენარჩუნება ალბათ მისმა გარეგნობამაც განაპირობა: ჰქონდა ხუჭუჭა, შავი თმა, რომელსაც ჭაღარა ისე შეჰპარვოდა, როგორც ხეს- მავნე ბუგრი. ჰქონდა დიდი ტუჩები და უცნაური, წვეტიანი ცხვირი, თუმცაღა არა- კეხიანი. მისი ხმის ტემბრიც რაღაც განსაკუთრებულად ჟღერდა- ბატისებურად თუ იხვისებურად.
-ლუდს შევუკვეთ- ხმა ამოიღო ვალერიმ.
-ბაკალი ერთი?
-ერთი.
-კაი, კაი.
ჯიბო შეტრიალდა და ბაკალში ლუდის ჩამოსხმა დაიწყო, თან საუბარს მოჰყვა:
-ეს ლუდი დღევანდელია, ძველი არ გეგონოს. ყოველ დღე ბიჭი მოდის ერთი და იმას მოაქვს სასმელი. ლუდი კი არა მარტო, სხვებიც: ღვინო, კონიაკი, ვისკი… ღვინო გითხარი, არა? ჰო, ღვინო ფრანგულია ძირითად შემთხვევაში… არადა, მაგრად მაცოფებს ეგ ამბავი- ღვინის მეტი ქართველებს რა გვაქვს, არა? ფრანგული როა, ეგ ძაან მაეჭვებს, რუსეთიდან იქნება სუყველა, ჩვენში დარჩეს და…
,,რა დარწმუნებულია რომ ვუსმენ?”- გაიფიქრა ვალერიმ. არადა უსმენდა.
ჯიბო განაგრძობდა ლაყბობას:
-აქ იაფ ფასში ჩამოაქვთ და მერე ძვირად ასაღებენ, ისევ შენიანი რო გაგიკეთებს ასეთ რამეს, თორემ… არ იცი- იგი პედაგოგისკენ შემოტრიალდა- იმ ბიჭს რა ჰქვია?
-არა. ვინ ბიჭს?
-აი, ლუდები რომ მოაქვს…
-არა.
-კონიაკა… -ჯიბომ უხერხულად გაიცინა- რავი, მთელი ქალაქი მასე ეძახის- თქვა და ბაკალი ვალერის მიაწოდა.
-გმადლობთ.
-არაფრის- ბარმენმა ხელები წინსაფარზე შეიწმინდა- ხოდა, ის ცუდი ბიჭია, რა… კონიაკაზე ვამბობ. მარა, მე კი მიჯერებს და დროულად მოაქვს სასმელი. ცხონებული მამაჩემი ამბობდა, რომ…
-ჯიბლარ, მეც მომაქციო იქნებ- მარჯვნიდან მოისმა ვიღაცის ხმა.
-მოვალ. და ტონი შეცვალე.
იგი პედაგოგს გასცილდა და სხვა კლიენტს ეახლა- უბედური, ალბათ მასაც ელოდა ტვინის ბურღვა.
ვალერიმ სახელურს ჩაავლო ხელი და ბაკალი პირთან მიიტანა. ცოტა ხანი ასე გააჩერა, შემდეგ კი გადაჰკრა.
-ყლუპ-ყლუპ- ასეთი ხმა გამოსცა მისმა ყელმა. ამან ერთ-ერთი მოსწავლე გაახსენა, რომელსაც ნერწყვის გადაყლაპვის დროს ყელი ძალზედ ებერებოდა. ,,რა ერქვა, ჰა? არც კი მახსოვს.” კიდევ ერთხელ მოიყუდა ბაკალი და ჭიქა დააცარიელა.
-ჯიბო, ერთიც, თუ შეიძლება- გასძახა ბარმენს და მაშინვე თავი დახარა, ძალიან დიდ ხმაზე ხომ არ მომივიდაო. დაიძაბა, იფიქრა, ყველა მე მომშტერებიაო. მაგრამ იმავე წამს გაუჩნდა თავისთვის ერთი სასარგებლო აზრი: თუ მისკენ გამოიხედავდნენ, მაშინვე შეამჩნევდნენ ლუდის ბაკალს, რომლის ძირშიაც ქაფიღა ტივტივებდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ამ სათვალიან, მაღალ კაცს, რომელმაც ბარმებს დიდ ხმაზე გასძახა, ლუდი დაელია, შესაბამისად მთვრალი იყო- მთვრალს კი ყველაფერი ეპატიება. ამის გაფიქრების შემდეგ თავი ოდნავ ასწია და თვალის კუთხიდანაც კი შეამჩნია, რომ არავინ არ იყურებოდა მის მხარეს.
-ხო, ახლავე მოგაქცევ ყურადღებას- გამოსძახა ჯიბომ.
-მოდი, ხო- ვალერი ცარიელ ბაკალს ჩააჩერდა და ამოიოხრა. ხვალაც სკოლა, ზეგაც, მაზეგაც, მაზეგის მერეც… ასე, უსასრულოდ- იქამდე, სანამ მიქელა არ მოუკაკუნებდა კარზედ შავ ხელს.
-ეს ცხო-ვრე-ბააა… -წაიმღერასავით.
ვიღაცამ გამოხედა, ალბათ იმან, წეღან ჯიბოს ყურადღების მიქცევა რომ სთხოვა, ახითხითდა და კითხვა დააყოლა ზედ:
-დავთვერითო?
-ჰო- ღიმილით დაუქნია ვალერიმ უცნობს თავი, რომლის სახეც კარგად ვერ გაერჩია, თუმცაღა, ხმის ტონიდან გამომდინარე მიმხვდარიყო, რომ მის გვერდით კარგი ადამიანი იჯდა…
არა! დროა ასეთი აზრები მოიშოროს! კარგი არავინ არაა! მარტო თავად არის კარგი! სისულელეა, ყველა ადამიანზე ერთი დასკვნა გამოიტანო: ის კარგია.
არა და არა!
მას ჰქონდა ცხოვრებისეული გამოცდილება და კარგად იცოდა, ვინც თავიდან კარგი ეგონა, ცუდი აღმოჩენილა, ძალიან ცუდი.
,,ეს კაციც ცუდია.”
კვლავაც თავი ჩაღუნა და მომდევნო დღეზე დაიწყო ფიქრი: ,,ხვალ შაბათი დღეა, ისევ სკოლა… დეკემბერში ვირუსები რომ არა, აღარ მომიწევდა ხვალ სკოლაში მისვლა… თან არც არავინ მოვა და ტყუილად უნდა ვიყო ორამდე თუ სამამდე.” თვალწინ წარმოუდგა ცარიელი კლასი, ცარიელი მერხები და სკამები. ჩუმი და გრძელი დერეფნები.
,,ზურა წესით უნდა მოვიდეს- გაიფიქრა მეცხრე კლასელ მოსწავლეზე, ბიჭზე, რომელიც არაერთხელ შეჰპასუხებია პედაგოგს- საკონტროლო აქვს აღსადგენი ისტორიაში… თუ არ მოვა, თავის თავს დააბრალოს, არც მინდა მაგის ხილვა, ცუდი ბავშვი! დროზე დასრულდეს ეს წელი, რომ გააპანღურონ სკოლიდან!”
-არ მოგიწყენია ხომ ჯერ?- ჰკითხა ჯიბომ.
-არა, არა- გაუღიმა ვალერიმ.
-მაიცა, ხელი უშვი… ჩამოგისხამ.
ჯიბომ ბაკალი ლუდით აუვსო, რის შემდეგაც მათ შორის გულითადი საუბარი გაიბა.
შაკომ ბარის კარი შეაღო. მანამ, სანამ შევიდოდა, მეგობრებს გახედა. დაინახა ზურამ წვალებ-წვალებით როგორ მოირგო თავზე ნიღაბი. ეს ნიღაბი კი არა, შაკოს უმცროსი, ქვეშაფსია დის რეიტუზი იყო, რომელიც ძმას ჩუმად ჩამოეხსნა გასაშრობი თოკიდან (დილით პატარა დაიკომ დედასთან დააბეზღა და)…
,,უეჭველი ფსლის სუნი უდის”- გაიფიქრა შაკომ, ბოროტულად ჩაიცინა და ბარში შევიდა.
შაკო გვერდით მიუჯდა პედაგოგს, რომელიც ბარმენს გაცხარებით უხსნიდა რაღაცას-მისთვის ასე ჩანდა. ქუჩის ბიჭმა მარცხენა ხელი მარცხენა ლოყაზე აიფარა, რათა მასწავლებელს მისი სახე ჯერ არ დაენახა და შემდეგ არ დაემახსოვრებინა.
-არც არავინ გვიზრდის ხელფასებს- წუწუნებდა პედაგოგი- ორ საგანს ვასწავლი და ერთის ხელფასს მიხდიან… და იცი, თანხას მთელი თვისას კი არა… ერთი კვირაში რამდენ გაკვეთილსაც ვატარებ, აი, მაგდენს მიხდიან… ჩვენი სკოლის სანაქებო დირექტორი კი გაიძახის: ,,ჩვენ პატარა ქალაქი ვართ, პატარა ბიუჯეტით”… თვითონ ხომ კარგად იღებს ხელფასებს…- შემდეგ ბაკალი აიღო და მოიყუდა, ლუდის ნაწილი ნიკაპზე ჩამოეღვარა- იცი მარტო ფული ხომ არ არის ყველაფერი?.. ამაზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს…
-ღირებულებები?- ჩაეკითხა ჯიბო, რომელიც სველ ჭიქებს წინსაფრით ამშრალებდა.
-არა, არა- თავის ქნევას მოჰყვა ვალერი, ცოტა ხანში კი განაგრძო- ჩვენ, მასწავლებლებმა ჩვენივე ცოდნა უნდა გადავცეთ ბავშვებს- მე ეს გულით მწადია… მაგრამ არ უნდათ! აღარა აქვთ უფროსების პატივისცემა… რას ვუშლი ამისთანას, რომ ასე მელაპარაკებიან? უნდა დასვა თითოეული მათგანი ჩემს ადგილას და ნახონ მერე, როგორია ეს ყველაფერი… ჩემი განცდები, როცა არავინ გისმენს და შენზევე ხითხითებენ… -კაცს თვალზე ცრემლი მოადგა-ჰგონიათ, რომ მე არ ვიცი… არადა, ვიცი. ისინი ჩემზე იცინიან… პატივისცემა სულმთლად დაკარგული აქვთ…
-ერთი წუთით- შეაწყვეტინა მას ჯიბომ ზლუქუნი და ბარში ახლად შემოსულ ბიჭს გახედა:
-რამე გინდა?
-არაფერი- უპასუხა შაკომ გაღიზიანებული ტონით, თან უფრო მაგრად მიიჭირა ხელი ლოყაზე.
-აბა, ზიხარ ისე?
-ხო, იშე ვზივარ.
ჯიბო შეეშვა. იცოდა, რა ჩიტიც ბრძანდებოდა მის წინ მჯდომი ყმაწვილი. ერთი ის აინტერესებდა, მარტო რატომ იყო აქ. ,,ალბათ, ძმაბიჭებთან იჩხუბა… გალახეს, საცოდავი.”
-დაგისხავ კიდევ- შესთავაზა პედაგოგს სასმელი.
-მაიცა- ვალერიმ ჭიქა დააცარიელა, ქაფიც კი მოხვრიპა და ჯიბოს მიაწოდა- ერთიც და მეტს აღარ დავლევ.
ამის შემდეგ იგი კვლავ მოჰყვა წუწუნსა და თავის პრობლემებზე საუბარს.
შაკო კი ფეხზე წამოდგა, რადგანაც ჩათვალა, ერთსაც დალევს ვალერა და მერე გარეთ გამოვაო.
ბიჭმა საღეჭი რეზინი გამობერა, რომელსაც მარწყვის არომატი კარგა ხანი იყო დაჰკარგვოდა და ბარიდან გავიდა.
-რას შვრება?- კითხვა შეაგება თავზე რეიტუზ ჩამოფხატებულმა ზურამ ბარიდან გამოსულ ძმაკაცს.
-ისევ შვავს- უპასუხა შაკომ- მგონი, მეშამე თუ მეოთხე ჭიქა დალია. მთვრალია ეგ ჩემიშა.
-ჯერ არ გამოდის?
-ბოლოს ჭიქას შვამს ახლა და ბარმენსაც რაღაც უაზრობებზე ებაზრება… ერთი გამაბოლებინე- ხელი ტატოსკენ გაიშვირა, რომელიც სიგარეტს აბოლებდა- გაიხარე, ძმა- ერთი ნაპაზი დაარტყა და სიგარეტი ისევ პატრონს დაუბრუნა.
-გამოდის თუ არა?!- კითხვა გაუმეორა ზურამ.
-ჯერ არა, მარა გამოვა და ნუ ღრიალებ, თორემ აგახევ შახეს!
-დაიკიდე, როცა გამოვა, გამოვა- დაამშვიდა აფორიაქებული ყმაწვილი ტატომ- მოწევ?
-სერიოზულად?
-ახ! ყყყ!- ტატოს გაეცინა- რაზე? თავად მიხვდით.
ვალერიმ ფული გადაიხადა და სკამიდან წამოდგა.
-დაიღალეთ?- ჰკითხა ჯიბომ. არადა რომ ეკითხა ,,დათვერით?”, უფრო მართებული იქნებოდა.
-კი- გაეცინა პედაგოგს- ცოტა დავმშვიდდი თითქოს. თითქოს რაღაც მოვიშორე ზურგიდან.
-მესმის, ხო. შემოივლი კიდევ?
-ალბათ ხვალ.
-სახელო!
-ვალერი.
-სახელოზე გეუბნებით.
-რა სახელო? რაზე?- ვალერიმ პიჯაკის სახელოს დახედა, რომელიც ლუდით დალაქავებოდა- გაირეცხება- დაამშვიდა ბარმენი.
-კი, გაირეცხება.
-ასი პროცენტით მართალი ხარ- ვალერიმ თითებს პისტოლეტის ფორმა მისცა და ჯიბოსკენ გაიშვირა, თან წარმოიდგინა, თითქოს ამერიკელი, ჰოლივუდელი მსახიობივით იღიმოდა, პირიდან კი თეთრი, ქათქათა, ნათელი კბილები მოუჩანდა (ბოლო ხანი იყო, კბილების ცვენა დასწყებოდა და ძალიან აწუხებდა ეს ამბავი. არადა ჯერ არ სურდა პროტეზის ჩასმა).
-გელი ხვალ, აბა.
-კარგად მეყოლე.
-გზა მშვიდობისა. იარე ფრთხილად- დაემშვიდობა ჯიბო- რას დალევთ?..
ვალერიმ ბარბაცით გაიკვლია გზა სკამებსა და მაგიდებს შუა, ჯერ კიდევ შერჩენოდა საღი აზრი და ფრთხილობდა, ვინმეს კალთაში არ ჩავუვარდეო. მოშარდვა მოუნდა, ბოლო-ბოლო ოთხი ბაკალი დაელია… არა უშავდა, სახლში მისვლამდე მოითმენდა. აი, ბარის ტვალეტში კი არ შევიდოდა; უცხო ტვალეტების მიმართ უცნაური შიში ჰქონდა: სკოლაშიც იშვიათად შედიოდა, რადგანაც ეგონა, იქ უფროს კლასელები დამიხვდებიან და თავით ჩამაყუდებენ ბინძურ უნიტაზშიო… სულ ბოლოს კი ტვალეტში ჩაკეტავდნენ და სიცილით გაეცლებოდნენ იქაურობას. ბარის ტვალეტშიც ამიტომ არ შევიდა, იფიქრა, ვინმე ფსიქიკურად შეშლილი (პატარა ქალაქები და სოფლები ხომ მასეთებით არის სავსე), პედოფილი ან მაგათ ნაირი ვინმე არ დამიხვდესო.
ამიტომაც მოთმენა არჩია.
ბარის კარს მიადგა. ძალა სულ გამოსცლოდა, რის გამოც კარის გაღება ცოტა გაუჭირდა, თუმცაღა ეს ყოველივე სიცილ-კისკისით გააკეთა.
ქუჩაში გავიდა. ნეტავ არ გასულიყო.
-აა, გამოვიდა!- ნევროზულად წარმოთქვა ზურამ და ძმაბიჭებს მხრებზე უჯიკა- დროზე ახლა. გეგმა იმენა ვიცით… ტატო, მიდი… მე… მე დ-დ-ა შაკო… შაკო წამომყევი. დროზე!
სულ ცოტაც და ქალაქ ბორში ცუდი ამბავი დატრიალდება.
ბარიდან გამოსულმა ვალერიმ გაზმორვა გადაწყვიტა და ქნა კიდევაც ეს. ფხიზელი იგივეს არაფრის დიდებით იზამდა. ფხიზელი კიდევ ბევრ რამეს არ იკადრებდა… მოკლედ, ფხიზლად მყოფი ყველანაირად იზღუდავდა თავს.
მხოლოდ მთვრალი ხდებოდა უკომპლექსო. ორმოცდასამი წლის ასაკშიც კი აწუხებდა ეს გრძნობა- როგორც წინათ დავსძინე, მის სულში ჯერაც ბუდობდა პატარა ბავშვის რაღაც ნაწილი.
ვალერიმ კინოს გახედა. შენობის წინ ამჟამად არავინ იდგა… აი, ხედავთ, ახსოვდა ის ბავშვები, ბარში შესვლამდე რომ იხილა- ანუ, ეგეთი მთვრალიც არ იყო. აუფ, რა დრო ჰქონდა ამ კინოში გატარებული! ყოველ საღამოს დადიოდა მეგობარ გოგო-ბიჭებთან ერთად და ინდურ და საბჭოურ ფილმებს უყურებდა. მუდამ ბჟირდებოდა, როდესაც ინდოელი პერსონაჟები სიმღერას იწყებდნენ, ანდაც წარმოუდგენელ, გასაოცარ ილეთებს აკეთებდნენ… და ამაზე მხოლოდ ერთი კითხვა უჩნდებოდა: როგორ? მართლაც როგორ და რანაირად, მაშინ ხომ კომპიუტერებიც არ არსებობდა (ერთ-ორ ჯაბახანას თუ არ ჩავთვლიდით), არც მონტაჟი, ეს ინდოელები კი ისეთ წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებდნენ, რომ… მოკლედ ამ ყველაფრის არაფერი გაეგებოდა.
კინოს შენობას თვალი მოაშორა თუ არა, იმ წამსვე უცხო ხმა მოესმა:
-ფს! მაღალი კაცი, ჩემსკენ.
მიტრიალდა, მოტრიალდა…
-აქ ვარ, ბიძაჩემო- ხმა ბარის კუთხიდან მოდიოდა. ნეტავ ვინ ეძახდა… არა, ტკბილი ხმა კი ჰქონდა… მაგრამ ვერ ხედავდა დამძახებელს, უკვე ძალზედ ჩამობნელებულიყო.
-ვინ ხარ? ვინ მეძახის?- თან იკითხა, თან ხმისაკენ დაიძრა ვალერი- ჯიბო ხარ?
-ჰო.
იმავე წამს დედა გაახსენდა. დააძინა სანამ შინიდან წამოვიდოდა… კი, კი, დააძინა… ნუ, საწოლზე ნამდვილად დააწვინა და ძილის წამალიც მისცა- დაეძინებოდა, აბა რა იქნებოდა… ,,საწოლიდან არ გადმოვარდეს ნეტავ”… ეს რომ მომხდარიყო, იძულებული გახდებოდა მეზობლებისთვის დაეძახა (რომლებთანაც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, ყველას უფრთხოდა და გაურბოდა) და ერთიანი ძალით მოუწევდათ მოხუცი ქალის წამოყენებდა და მოსულიერება.
დედა!
ჯიბო არ იყო ვინც ეძახდა, ჯიბოს არ ჰქონდა მსგავსი ხმა. მას კიდევ შერჩენოდა აზროვნება, კარგის და ცუდის გარჩევის უნარი. ვიღაც ცუდი ეძახდა, მისი შეტყუება უნდოდა სადღაც…
,,გავიქცევი”…
დააგვიანა.
უკან მობრუნება სცადა თუ არა, ვიღაცამ მხრებში ჩაავლო ძლიერი, თუმცაღა გამხდარი თითები და თავისკენ მიიზიდა. ვალერის წინააღმდეგობაც კი არ გაუწევია, ერთი იმას ფრთხილობდა, ძირს არ მოვადინო ზღართანი და პიჯაკი არ დავისვაროო.
-ვინა ხარ?
-ჩჩჩუ!
ვალერის უცნობი კინოსა და ბარს შორის, ვიწრო ღიობში მიათრევდა… უცნობს მისთვის ხელკავი გამოედო, პედაგოგი კი ძალასაც არ ატანდა თავს, გაქცევაც კი არ უცდია…
მაგრამ, რომ გააცნობიერა, მის თავს შეიძლება რაიმე უბედურება დამტყდარიყო, წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა.
-გამიშვი, რა გინდა?- ვალერიმ გაშლილი ხელი უთავაზა უცნობს, ოღონდ სად, რა ადგილას მოარტყა, ვერც იგრძნო და ვერც დაინახა. ერთს კი მიხვდა- უცნობს მისი დარტყმული არ სტკენია. საერთოდ არა. ,,ქალაჩუნასავით ვურტყამ.”
-მოისვენე!
უცნობმა ვალერი ბარის უკანა მხარეს მიაფორთხიალა. იქ კიდევ ორი ყმაწვილი შენიშნა პედაგოგმა, ერთს მუქი ფერის ზედა ეცვა, მეორეს კი თეთრი- მხოლოდ და მხოლოდ ეს ორი რამ დაამახსოვრდა და არც მომდევნო დღეს დავიწყებია.
-გეყო, შვილო- უცნობის მოთაფვლას შეეცადა ვალერი, შემდეგ კი ორ ყმაწვილს მიმართა-ბიჭებო, მიშველეთ, დედა მყავს ცუდად, მართლა ძალიან ცუდათაა, რომ არ მივიდე სახლში, არ ვიცი რა მოუვა…
-ავტოავარია!- ყურში ჩასძახა უცნობმა მას და ფეხი წამოუდო. კაცმა ძირს მოადინა ზღართანი. მისი სათვალე სადღაც გაგორდა- ბნელს შეერია. დაცემისას ხელის გულები და მუხლები გადაექლიტა.
-მოდი ეხლა!- დაიძახა ვიღაცამ. ვალერის თითქოს ეცნოო ეს ხმა. ბავშვის ხმა იყო, რომელსაც დაბოხება ეწადა…
,,ყველა ჩემს წინააღმდეგაა”…
ორი წამის შემდეგ იგრძნო, როგორ მოხვდა დუნდულებს ზემოთ, კუდუსუნში წიხლი, შემდეგ კეფაზე, ხელებზე, რომელთა წყალობითაც მუცელს იფარავდა. ვალერის, როგორც შეეძლო, ისე იკუნტებოდა.
რა ფიქრები მოსდიოდა გამოჩერჩეტებულ თავში! საზარელი ფიქრები! ნუთუ ამისთვის იცხოვრა, ნუთუ რაც გააკეთა ცხოვრების განმავლობაში… ამის ღირსი იყო ორმოცდასამი წლის კაცი? ნუთუ, გართობის მიზნით შეიძლებოდა მისი სათამაშოდ გამოყენება?
არადა როგორ ეგონა, გაიარა ბავშვობამ, აწი კაცი ვარ, სიბერემდე მშვიდობიანად ვიცხოვრებო… მარა, აი. გალახეს ვიღაც ლაწირაკებმა ორმოცდასამი წლის კაცი, თანაც სრულიად უმიზეზოდ!
-გეყოთ!- გაჰყვიროდა იგი. ეგონა, თუ მსგავს სიტყვებს ვიტყვი, ბიჭებიც (აბა, გოგოები ხომ არ გაიმეტებდნენ ასე?) გაჩერდებიანო.
კიდევ რამოდენიმე ადგილას უთავაზეს მწარე წიხლი… შემდგომ კი სიცილით გაეცალნენ.
-რატომ მირტყამთ?- მიმართა ვალერიმ წასულებს.
ეგდო, ასე, ოცი წუთი. ეგდო მიწაზე. თავისსავე მძიმე სუნთქვა უბურღავდა ტვინს. ხან თავბრუ ეხვოდა, ხანაც გულის რევის შეგრძნება ეუფლებოდა.
ეგდო მიწაზედ სრულიად გაწონასწორებული ადამიანი, კაცი, რომელსაც ბავშვები ვალერი მასწავლებელს ეძახდნენ და სწორედ ბავშვების მსხვერპლი აღმოჩნდა იგი.
უდიდესი სიამოვნება მიიღო სამივე მათგანმა.
სინდისის ქენჯნაც კი არ უგრძვნიათ… არც იმაზე უფიქრიათ, ვაიდა, შემოგვაკვდესო…
არა, არა…
იღიმოდა ზურაბი და ეგონა, ეს ყოველივე შემრჩებაო… მაგრამ ამაზე ფიქრი, ამაზე სიხარული, ნამეტანი ადრე იყო.
ვალერი წვალებ-წვალებით წამოდგა, სათვალეს ხელის ცეცებით მიაგნო და ცხვირზე დაიკოსა. სასწაული! ,,არ გატეხილა.”
მიუხედავად იმისა, რომ თვალთ ჰქონდა დაბნელებული, სახლამდე მაინც მიბოდიალდა. აღარც უცდია ბარში შესვლა და ლოთებისთვის იმის ახსნა, ბავშვებმა გამლახეს, ერთად დავედევნოთო… საერთოდ არავისთვის არ აპირებდა ამ ამბის მოყოლას… არავისთვის და არასდროს!
გზად მერვე კლასელ გოგონას გადააწყდა, რომელსაც მარკეტიდან სახლში პროდუქტი მიჰქონდა. მოსწავლე ვალერის სადამრიგებლოდან იყო. გოგონამ თვალი აარიდა პედაგოგს და ძირს დახრილმა ჩაუარა მას… არ იფიქროთ, რომ შერცხვა, უბრალოდ (ამაზე კარგ შესატყვის ალბათ ვერ ვიპოვი) გაუტყდა გამარჯობის თქმა.
არც ვალერის სურდა გოგონას ყურადღების მიპყრობა, ბოლო-ბოლო კარგად ნაცემი იყო და არც კი იცოდა, სადმე თუ ჰქონდა დალურჯებები.
სახლში მისულმა დედას დახედა. ქალს აშკარად ეძინა, რადგანაც მისი მუცელი ადი-ჩადიოდა. მშობელს შუბლზე აკოცა და მეორე საბანიც გადააფარა.
იგი აბაზანაში შევიდა შხაპის მისაღებად. გახდისას შეამჩნია, რომ შარვალს მუხლები გადაქლეტოდა… ,,გადაგდება მომიწევს, ანდაც მარტო სახლში ჩავიცვამ ხოლმე”- გაიფიქრა მან.
შხაპის მიღება ნამეტანი გაუგრძელდა.
მთელი ამ პროცესის დროს ტირილი არ შეუწყვეტია- ვანაში ერთდროულად ცვიოდა წყლის წვეთები და ვალერის ცრემლები.
ვალერიმ სკოლაში ქოლგის ტრიალით შეაბიჯა. დარაჯს მიესალმა, რომელიც შენობას ყოველ დილით (კვირა დღის გამოკლებით), რვა საათზე აღებდა.
პედაგოგი მეორე სართულზე ავიდა (სკოლა სულ ორ სართულიანი იყო) და სამასწავლებლოში შევიდა. შესვლის წინ პიჯაკის სახელოს დახედა- სუფთა იყო, სარეცხის ფხვნილს ლაქა ამოეყვანა.
-გამარჯობა- უხალისოდ მიესალმა სკოლის დირექტორს- ვიქტორ დოლიძეს. ვიქტორის გვერდით ბიოლოგიის მასწავლებელი- გოგა ახალკაცი შენიშნა და მასაც მიუგდო სალამი. ეს ორი პიროვნება ოდესღაც ერთ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ერთ უნივერსიტეტში, ახლა კი თავადაც ხედავთ, ერთ სკოლაში რომ მუშაობენ. თქვენ წარმოიდგინეთ და მათი სახლებიც კი გვერდი-გვერდ იდგა.
-გაგიმარჯოს- მიესალმა ახალკაცი.
-გამარჯობა, ვალერი- მიესალმა დირექტორიც- ბავშვები თუ არიან?
-რომ შემოვედი, ვერავინ დავინახე.
-ვინც ეს სწავლა შაბათ დღეს მოიგონა!- შეუკურთხა ვიქტრომ დოლიძემ.
-აბა, კაცო- მიელაქუცა ბიოლოგი გოგა- ჯერ ისე არ დადიან, ახლა შაბათ დღეს!..
-ასეა თუ ისე, გაკვეთილების ჩატარება მაინც მოგვიწევს, თუნდაც კლასში არავინ იყოს. ჩვენ ჩვენი პროგრამა გვაქვს და ის უნდა შევასრულოთ… არ შესრულდება და სამინისტროსგან მივიღებთ შენიშვნებს: ბავშვები სად არიან? ,,არები” რატომ არ წერია ჟურნალში? და-და-დუ-და-დუ-და-ეს ყოველივე სკოლის დირექტორმა ქალური ხმით წარმოთქვა. უნიჭო პაროდისტი იყო- ასე რომ, ეს რომ არ მოხდეს, ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. კარგით?
ვალერი ჩასწვდა დირექტორის ნათქვამის არსს. მას სულ არ ადარდებდა, ბავშვები მოვიდოდნენ თუ არა… მხოლოდ ის აშინებდა, სამინისტროს არ გაეკრიტიკებინა ის და მისი სკოლა.
-ჟურნალს ავიღებ და ჩემს საკლასოში შევალ.
-ინებე- დირექტორმა მასწავლებელს ჟურნალი გაუწოდა.
ვალერი მერვე კლასის პედაგოგი გახლდათ.
-გმადლობთ. შევალ მე…
სამასწავლებლოდან გამოვიდა თუ არა, თავის კლასისკენ გასწია. შიგნით შესულმა ქოლგა მაგიდის კუთხეს მიაყუდა, ცოტა ხანი უყურა, გვერდზე არ გადაქანდესო. საფრთხის ჩავლის შემდეგ სკამზე ჩამოჯდა და სმენა დაძაბა- ოო, რა სიჩუმე იყო!
ორი წუთის შემდეგ კლასში ის გოგო შემოვიდა, რომელმაც წინა საღამოს ,,გამარჯობაც” კი ვერ გაიმეტა მასწავლებლისთვის; ეს გოგო იხილა მაშინ, როცა სახლში ნაცემი ბრუნდებოდა. ამჯერად გოგონამ მისთვის სალამი გამოიმეტა.
იმ დღეს სკოლაში მხოლოდ ოცდაშვიდი ბავშვი მივიდა (სულ 298 სწავლობდა).
ერთ-ერთი მოსულთაგანი ზურაბი იყო, რომელმაც წინა დღეს მერვე კლასის პედაგოგი- ვალერი ჯავახიშვილი გალახა.
-საკონტროლოს დავწერ და გამოვალ-მეთქი- ნათქვამი ხელმეორედ გაიმეორა ზურამ.
-კარგი, ნუ ატრაკებ, რა- მიუგო ტატომ.
მხოლოდ ზურა და ტატო იდგნენ ტროტუარზე, სკოლის წინ. შაკო დანარჩენი ძმაბიჭების შესაკრებად იყო წასული, რათა დღე ერთად გაეტარებინათ. პატარა ზურას ისტორიის საკონტროლო ჰქონდა აღსადგენი. ერთი სული ჰქონდა როდის მოიშორებდა მაგ ჯანდაბა საკონტროლოს თუ რაღაცას…
-ორიანის გეშინია, ბიჭო?- ამწარებდა ტატო.
-ეგ რა შუაშია- თავის მართლებას შეეცადა ზურა, რის დროსაც მუდამ ენა ებმოდა… არ იყო ტატო მართალი, ზურას სულ ფეხებზე ეკიდა სკოლა, სულ თხუთმეტი ივნისის დადგომას ელოდა… სკოლიდან გამოპანღურებას ნატრობდა… თუმცაღა იმაზე არ ფიქრობდა, მშობლები ამას როგორ მიიღებდნენ… -უბრალოდ, ვალერი მინდა ვნახო. მაინტერესებს ეგ ჩემისა… საერთოდ მოვა სკოლაში თუ არა…
-ვალერიც კარგიც… აღიარე, რომ ორიანის გეშინია- არ ეშვებოდა ტატო.
-არა-მეთქი!
-ნუ ღრიალებ, ტრაკო!
-დაახვიე, რა!
-მიდი, მიდი, შედი სკოლაში. საკონტროლო დაწერე, ნიშანი არ გაიფუჭო- აგრძელებდა მის დაცინვას ტატო- თან იქნება გიცნოს ვალერამ და მერე მაგრად რომ დაგერხევა, მე ნუ დამაბრალებ… თუ გიცნო, ჩემი და შაკოს დაბეზღება არც კი გაბედო, გაიგე, შე რძის მწოველო ბავშვო?! ხო, გაიგე?!
-გამანებე თავი-მეთქი!
-განანებ, თუ მაგას იზამ!
ზურაბი სკოლაში შევიდა. მას ზურგზე ჩანთაც კი არ ეკიდა.
ასი პროცენტით (იცოდა კი ასამდე თვლა?) იყო დარწმუნებული, რომ ვალერი მას ვერ იცნობდა, ბოლო-ბოლო ნიღაბი ეკეთა სახეზე (ჩხუბის მერე შაკომ დასცინა, ჩემი ქვეშაფსია დის რეიტუზი გეფარა თავზეო და მაგაზე წააყარეს ერთმანეთს)… ვარიანტი არ იყო, რომ ეცნო… თანაც ბნელოდა, ტანსაცმლითაც კი ვერ დაიმახსოვრებდა… აი, მაგალითად, ზურას არ ახსოვდა, რა ეცვა გუშინ ვალერას.
უფ, როგორ ურტყა სახეში წიხლები!
ვითომ მოვიდოდა ნაცემ-ნაბეგვი სკოლაში?
ზუსტად ამის გარკვევა სურდა.
,,ვერ მიცნობს, მორჩა და გათავდა”- დაიმშვიდა თავი.
ვალერიმ მერვე კლასელ მოსწავლეებს გეოგრაფიის ,,გაკვეთილი” ჩაუტარა. შემდეგი გაკვეთილი- ისტორია- ქიმიის სადამრიგებლოში ჰქონდა ჩასატერებელი… და არც კი იცოდა, ვინმე თუ დახვდებოდა იქ…
ბავშვები რა სალაპარაკო იყო, ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლებმაც კი დაიზარეს სკოლაში მოსვლა, და მაღალი სიცხე მოიმიზეზეს.
ვალერიმ მაგიდიდან ჟურნალი აიღო და გასასვლელი კარისკენ დაიძრა… ზუსტად ამ დროს თეთრი კარი შემოიღო და შიგნით მეცხრე კლასელმა ზურამ შემოაბიჯა.
-გაუმარჯოს, მას.
როგორ ვერ იტანდა ამ ყმაწვილს. მუდამ სისხლს უშრობდა მასწავლებელს. დასცინოდა როგორც პირდაპირ, ისე ზურგს უკან. ეს ის ბიჭი იყო, რომელიც შუა გაკვეთილზე ბატივით იწყებდა ყიყინს… ერთხელ ვალერიმ იგი სკოლის უკან, გაკვეთილების შემდეგ, შენიშნა- ზურაბი და უფროსი ბიჭები სიგარეტს აბოლებდნენ. მაშინ თვალი აარიდა მათ, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ეთქვა, არ სურდა, გინება და მუშტი მიეღო… ,,გზას აცდენილი ბავშვები”- დარდობდა მათზე. ვალერის არასდროს ეგემა სიგარეტისა და ნარკოტიკის გემო- და არც აპირებდა.
ზურა ისე უყურებდა მასწავლებელს, თითქოს ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ყოფილიყოს.
,,ვერ მიცნო”- გაუხარდა მას. ვერ იცნო და გათავდა საქმე. ნებისმიერ დროს შეეძლო თავზე ნიღაბი ჩამოეფხატა და ეცემა ეს ცხოვრებას აცდენილი კაცი.
-გაუმარჯოს, მას.
ვალერი განზრახ არ მიესალმა.
-საკონტროლოს აღდგენა მინდა.
ვალერის შეეძლო ეთქვა, წამომყევი, დაგსვავ მეშვიდე კლასელებთან, მოგცემ ფურცელს და აღგადგენინებ საკონტროლოსო… მაგრამ გუშინედელის მერე ჭკუა ესწავლა მას. იგი აღარაფრის დათმობას არ აპირებდა, მიუხედავად იმისა, რომ სჯეროდა, ეს ბავშვი წინა დღის ამბავთან არაფერ შუაში იყო, მაინც გადაწყვეტილი ჰქონდა, ჯიბრში ჩასდგომა.
-არა. ვერ აღგადგენინებ ჯერ. ახლა მეშვიდე კლასში მაქვს გაკვეთილი. მე ჩემი პროგრამა მაქვს შესასრულებელი. მესამეზე ჩემები სპორტზე ჩადიან და ვთავისუფლდები. მოკლედ, მესამეზე შემოდი.
-ახლა მოვედი და ახლა მინდა.
-არა-მეთქი.
-კაი, შეჩემა, ისედაც არავინ არის სკოლაში, რა გეტაკათ?..
-აჰ, შეჩემა, არა? ამის გამო შემიძლია დირექტორთანაც კი შეგაბრძანო- სხვა დროს ვალერი მსგავს სიტყვას გაატარებდა, არ შეიმჩნევდა, მაგრამ არა დღეს. დღეს რაღაც უცნაური ენერგიის მოჭარბებას გრძნობდა. არავითარ შემთხვევაში დაიხევდა უკან. ,,ბოლომდე ვალერ, არ დანებდე, შენ შენი გაიტანე!”- ამხნევებდა საკუთარ თავს. არადა, მსგავსი ენერგია წინა დღესაც რომ მოსძალებოდა, იმ ტიპებს კარგ ჩიტს დააჭერინებდა.
-კარგით, მიმაქვს სიტყვები უკან. აღმადგენინეთ, რა. გეხვეწებით, მეჩქარება- ემუდარებოდა ზურა.
,,რა სუსტი ვინმე ყოფილა”- გაიფიქრა ვალერიმ.
-არა-მეთქი, არ გეყურება? მესამეზე შემოხვალ აქ და დაწერ. ახლა გამატარე და შედი იმ გაკვეთილზე, რაც ახლა გაქვს…
,,შენი დედა მო…”- გულში შეაგინა ზურამ მასწავლებელს, რომელმაც ზრდილობიანად გამოაპანღურა კლასიდან.
ახლა ერთი გაკვეთილი უნდა ეცადა. მთელი ორმოცი წუთი!
ტატო, შაკო და დანარჩენები ალბათ ერთად იყვნენ და კარგადაც ერთობოდნენ, ცოტას დალევდნენ, ბევრს მოწევდნენ და ნაშებსაც დაებაზრებოდნენ… ფუი, და გუშინ ტატოს იმ გოგოსთან, მთელი დღე რომ წერდა, არაფერი გამოუვიდა და მთელი ღამის გატარება სმაში მოუწიათ.
ისინი ერთობოდნენ… ზურას კი სკოლის ცისფერი კედლებისთვის უნდა ეყურებინა.
პირველ სართულზე ჩასულმა დარაჯს დაუწყო ბაზარი, გამიშვი და რამეო.
,,არა!”- მიიღო პასუხად.
-გამიშვი ეხლა!- დარაჯს მუდამ ,,შენობით” მიმართავდა და არა მარტო ის.
-ათასჯერ გაგიშვი. ყოველ დღე არ გამიგონია- შეეკამათა დარაჯი- თუ წასვლა გინდოდა, დარჩენილიყავი სახლში, რაღას მოდიოდი საერთოდ?
-მიდი, რა.
-სად მივიდე?
-გამიღე კარი რა, ტო.
-არა-მეთქი, არ გეყურება?.. და შენი ,,ტო” არა ვარ მე.
-ოო!
ზურაბი მიხვდა, რომ ვერას გააწყობდა ამ ბედოვლათთან და ისევ მოცდა არჩია… და საერთოდ რას შემოეთრია ამ სკოლაში? საკონტროლო არა ისა! სულ არ ეკიდა, რა გამოჰყვებოდა წლის ბოლოს?
მაგრამ ვალერას სიფათის ნახვა უნდოდა და ნახა კიდევაც… ახლა კი წასვლა უნდოდა… მაგრამ სულ ცოტა, კიდევ ორი გაკვეთილის მოცდა მოუწევდა, მერე კი, ალბათ დარაჯი ინებებდა და კარს გაუღებდა.
,,მაინც ჯანზეა ვალერა მასწი”- ფიქრობდა ბიჭი. მართლაც რომ არაფერი ეტყობოდა კაცს სახეზე… წამით გაიფიქრა, მართლა ვალერა ვცემეთო გუშინ… არც დალურჯებები ჰქონდა სახეზე და ენასაც კარგად ატარტარებდა.
ეგ არაფერი, სხვა დროს ასწავლიდა ჭკუას.
,,გადი დროვ მალევ!”
ასეთი ტიპები დროს არ აფასებენ.
მეორე ,,გაკვეთილიც” დასრულდა. ვალერის ქიმიის სადამრიგებლოში არც ერთი მოსწავლე დახვედრია, ამიტომაც მთელი ორმოცი წუთი მარტოს, ეულს მოუწია კლასში გატარება. დრო რომ გაეყვანა ბავშვების ნიშნების დაჯამებას მიჰყო ხელი. საბედნიეროდ ექსტერნი არავის ჰყვებოდა. ,,პატარები არიან და არ აცდენენ ჯერ”- გაიფიქრა მან.
რაღაც დროის შემდეგ დაჯამებას მიანება თავი, რადგანაც გუშინდელი საღამო ამოუტივტივდა ცხვირწინ: როგორ ურტყეს, ვინ ურტყა, რატომ ურტყა? კი, იცოდა, რომ არსებობდა ხალხი, რომელთათვის არ არსებობდა მიზეზი, ვინმე ტყუილ-უბრალოდ რომ გაელახა… მაგრამ ასე?
ისე ღირსიც კი იყო! კარგად მოეხსენებოდა, რომ უბან ნომერ ოთხში ცუდი ამბები ხდებოდა… არ დაუჯერა ჭორებს, და აი რაც შეემთხვა, კარგადაც იცით. ცეცხლს წაეთამაშა. ბედი გამოსცადა.
არადა, მისი ბალღობის დროს მსგავსი რაღაცები არ ხდებოდა… ან უბრალოდ, პატარა იყო და ვერ ხედავდა. პატარა ვალერისთვის ხომ ყველა კარგი იყო, მისთვის არ არსებობდა ბოროტი. ბოროტები მხოლოდ და მხოლოდ ციხეში ისხდნენ, ანდაც სადღაც, ცხრა მთას იქით იყვნენ გადაკარგულნი. კარგები კი ცხოვრობდნენ ლაღად, უდარდელად.
,,ვინმე ნაცნობებმა ხომ არ მცემეს?”- ეს აზრი მოუვიდა წინა საღამოსაც, როცა დაძინებას ცდილობდა, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. ახლაც იგივე გაეფიქრა… თანაც მეორე ეჭვიც გაუჩნდა: იქნება, და მისი ცემა წინასწარ იყო დაგეგმილი? იქნებადა უთვალთვალებდნენ? მაგრამ ვალერი რა ლამაზი იყო, რომ ვინმეს მისთვის ეთვალთვალა?
,,გაყრილი ბავშვების გაკეთებული იქნება”- გაიფიქრა მან. ეს უფრო ეჩვენა სიმართლესთან მიახლოებულ ვერსიად. წინა წლებში ბევრი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი: არაერთ მეცხრე და მეათე კლასელისთვის გამოუყოლებია წლის ბოლოს ორიანი. ამ ყოველივეს ხელის კანკალით აკეთებდა და გონების რაღაც ნაწილი ჩასძახოდა, არ გინდა მაგის გაკეთება, მომავალში არ გაგიხდეს სანანებელიო.
როგორც ჩანს, ოროსანმა, უსაქციელო, სკოლიდან გაყრილმა მოსწავლეებმა იძიეს მასზედ შური…
მაგრამ მარტო ნიშანი იყო მთავარი? აშკარად ხვდებოდა, რომ ქალაქში ბევრს არ მოსდიოდი იგი თვალში. ,,რატომ, რახან წესიერი ვარ და არ ვიგინები?”- მისი თვალებიდან ცრემლა იწყო დენა.
შემდეგ კი თავი ასე დაიმშვიდა, იქნება და სხვა მასწავლებლებსაც უბრაგუნებენ და ისინიც ჩემსავით მალავენო… წარმოიდგინა, როგორ წიხლავდნენ სკოლის დირექტორს, ვიქტორ დოლიძეს და ცოტა ხასიათი გამოუკეთდა…
არა, ეს არ იყო სიმართლე, კარგად ხვდებოდა. აბა, რომელი სულელი შევიდოდა, რომელი მასწავლებელი, ლუდის ბარში გამოსათრობათ? მხოლოდ და მხოლოდ- ვალერი…
,,ვინ იცის, ჩემზე უარეს ადგილებში დადიან”…
მასში ორი არსება ბუდობდა: ერთი მიამიტი, დამჯერი, თავი არაფრად რომ არ მიაჩნდა და მეორე, რომელიც კარგად ხვდებოდა, რომ სხვა არსებები გაუთლელი ხეპრეები იყვნენ და ნიღაბს ამოფარებულები დაიარებოდნენ. ისინი არავის არ აძლევდნენ საბაბს, რომ მათზე ეჭორავათ… აი, ვალერიზე კი ყველა ჭორაობდა… მთელი ქალაქი…
,,შენ ყველაზე კარგი ხარ, მათზე ბევრად კარგი- იწყნარებდა თავს- მათ ნიღბები უკეთიათ, არადა შენზე უარესები არიან. ნუ ხარ მიამიტი. ისინი მხოლოდ სხვის დასანახად აკეთებენ კარგს, თორემ სხვა დროს ჩვეულებრივ ღლაპებად იქცევიან. შენ არ ხარ მასეთი, შენ გაწონასწორებული კაცი ხარ. შენ ნიღაბს არ იფხატავ თავზე. შენ ნამდვილი კაცი ხარ და არა ყალბი. შენ ჯობიხარ ყველას! ყველას!”
ნიშნების გამო სცემეს- ასე გამოდიოდა. ეს აზრი ვერ ამოეგდო თავიდან. ნიშნებზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრა, სანამ დაწერდა… აბა რა ეგონა, ბავშვს რომ სკოლიდან გააგდებდა მისგან რა დადგებოდა? რა დადგებოდა და ქუჩაში დადგებოდა, დაიწყებდა ვიღაც აყლაყუდებთან ძმაკაცობას, გაქურდდებოდა, გამამაძაღლდებოდა… შემდეგ კი მისი გამოსწორება შეუძლებელი გახდებოდა… მაგრამ არც ახლა იყო გვიანი, დღეის იქით აღარავის დაუწერდა დაბალ ქულას. აღარავის დააშინებდა ორიანის გამოყოლით. აღარავინ მოხვდებოდა ქუჩაში, ნაკლები გამამაძაღლდებოდა და უფრო ნაკლები ვირიშვილი იტრიალებდა ქვეყნად. კვლავაც შეეძლო ცოდვების გამოსყიდვა
ზარი დაირეკა და წამოდგა, თავისი კლასისკენ გასწია.
-ახლა მაინც ხომ დამაწერინებთ, მასწ?- დერეფანში შემოხვდა ზურაბი.
აი ეს ის მოსწავლე იქნება, რომელსაც ორიანს აღარ გამოაყოლებს და სწორ გზაზე დააყენებს. ზუსტად მასე იზამს. აღარც ისტორიაში დაუწერს დაბალ ნიშანს და აღარც- გეოგრაფიაში. როგორმე გაიჭირვებდა და წლის ბოლოს ხუთიანს გამოაყოლებდა ორივე საგანში.
მაგრამ მარტო მისი ნიშანი რას უშველიდა, სხვა საგნის პედაგოგები თუ ორიანებს გამოაყოლებდნენ?..
,,მე ჩემსას ვიზამ და სხვამ თავისი ქნას.”
-შემო, ჰო,- ვალერიმ კლასის კარი შეაღო და ჯერ ბიჭი შეუშვა, შემდეგ თავად მიჰყვა- სადაც გინდა დაჯექი.
ზურამ ის სკამი ამოირჩია, რომელსაც საზურგე მომძვრალი ჰქონდა და მის ადგილას ორი რკინა ამოშვერილიყო. ვალერის არაერთხელ უთხოვია სკოლის დარაჯისთვის, წასვლის წინ ეს სკამი გაიყოლე და ნაგავში მოისროლეო… მაგრამ თავადაც ხედავთ- სკამი კვლავაც თავის ადგილზე დგას. ვალერის ძალიან აშინებდა ეს სკამი, ვაიდა, ერთ დღესაც რაღაც უბედურება მოხდეს, და რომელიმე ბალღი რკინაზე ჩამოეგოსო… და რატომ არ გადააგდება თავად? იმიტომ რომ… რა? რა? პედაგოგი იყო და მაგიტომ? ეს არ ამართლებდა.
,,წასვლის წინ გავიყოლებ”- დაგეგმა წინასწარ… მაგრამ მეორე პრობლემა წამოიჭრა: ქოლგაც ჰქონდა ხელთ და ორივეს წაღება გაუჭირდებოდა.
,,სუსტო!”
-სხვა სკამზე გადაჯექი, ეგ გაფუჭებულია- სთხოვა ბიჭს.
-აქაც კარგად ვზივარ.
ვალერიმ ვეღარაფერი უთხრა. ის ძალა, ის ენერგია, რაც წინა გაკვეთილზე ჰქონდა, სულ მთლად გამოსცლოდა, ცრემლებს გაჰყოლოდა… პრინციპში, აღარ სურდა, მკაცრი მასწავლებლის როლი ეთამაშა. აწი ყველანაირად უნდა ეცადა, ბიჭისთვის თავი შეეყვარებინა, მოეთაფლა. უნდა ეჩვენებინა, რომ მტრებს შორისაც შესაძლებელია მეგობრობის დამყარება.
მაგრამ ინანა, ხმა რომ აღარ გასცა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ბიჭმა გაიმარჯვა. ჯიუტმა, უსაქციელო ბიჭმა.
ვალერიმ კარადა გამოაღო და საკონტროლო რვეულებში ქექვას შეუდგა. იქ საჭირო ფურცელს მიაგნო და ბიჭს იმ მაგიდაზე დაუდო, რომელზედაც იჯდა.
-სახელი, გვარი, დღევანდელი რიცხვი, თარიღი, თვე და სწორად დაწერე.
ზურამ ფურცელი თავისკენ მიიცურა.
-პასტა არა მაქვს.
-მე მოგცემ. ჩანთა სად გაქვს?- ჰკითხა ვალერიმ და ეს გაიფიქრა: ,,რა დებილობა ვკითხე, თავის კლასში ექნება.”
-უჩანთოდ მოვედი- მიუგო ბიჭმა. პედაგოგი შეცდა.
-საერთოდ რატომ მოდიოდი?- წყნარი, დაბალი ხმით ჰკითხა ვალერიმ, შეეცადა ბიჭი არ გაეღიზიანებინა. მან პირად საფანქრეში პასტა მონახა და ბიჭს გუაწოდა.
-თქვენი საკონტროლოს გამო- ვალერის არ ესიამოვნა ზურას ტონი, არადა მისგან მასეთ ლაპარაკს ნაჩვევი იყო.
-წერე- მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა.
-რაც არ ვიცი, რა დავწერო?
-ხოდა დაწერე, რაც იცი. ან გაარტყი რამეს… -კაცს უნდოდა ,,შე საცოდავო” დაემატებინა, მაგრამ საჭიროდ აღარ ჩათვალა… შეეშინდა, აქეთ არ გამარტყასო… ოო, როგორ ეშინოდა ამხელა კაცს თოთხმეტი წლის ბავშვის, როგორ! ,,შიში რა შუაშია, უბრალოდ მინდა მეგობრად ჩამთვალოს და არა მტრად- იმართლებდა თავს- არაა საჭირო ცუდი სიტყვებით მივმართოთ ერთმანეთს.”
არადა, მშიშარა იყო. პირველ კლასელი მოსწავლეც თავისუფლად მოერეოდა…
რას იზამდა, ყველა ვერ იქნებოდა მებრძოლად დაბადებული. ,,სამყარო მრავალფეროვანია ყველა ერთნაირი ვერ იქნება და არც უნდა იყოს”- ასეთი აზრებით იმშვიდებდა თავს, ხშირად ფილოსოფოსობდა გულში.
-დავწერ. მდა-მდა- ზურამ პასტა განზრახ მოიქცია კბილებს შორის- უნდოდა მასწავლებელი გაეღიზიანებინა. უნდოდა, პედაგოგს პირში ნადები პასტა სანაგვე ურნაში მოესროლა და ახლის საყიდლად ოცი თეთრი გადაეხადა. მისმა განზრახვამ შედეგი ვერ გამოიღო- ვალერი საერთოდ არ უყურებდა მას. კაცი მაგიდას მისჯდომოდა და ჟურნალს ჩაჰკირკიტებდა…
კი, ჟურნალს უყურებდა, მაგრამ გონებით ისევ მიწაზე ეგდო, ბარის უკან. გაიხსენა, როგორ წამოუდო ვიღაც ახმახმა მას ფეხი და ყურში რაღაც არა სასიამოვნო ჩასძახა… სანამ დაეცემოდა, ორი ნაბიჭვარიც დაინახა (მათ თავიდან მოსახმარებლადაც კი დაუძახა): ერთს მუქი ზედა ეცვა, მეორეს კი თეთრი- ეს ყოველივე ნათლად ახსოვდა. ესღა დაინახა და შემდეგ მიწაზე მოადინა ზღართანი.
სასაცილო ის იყო, რომ სათვალეს არაფერი მოსვლოდა… აი, ვალერის ზურგს კი… ახლაც შეახსენა ტკივილმა თავი და ხმადაბალი კვნესა აღმოხდა…
მუქი ზედა- თეთრი ზედა.
ზურამ ტესტში მხოლოდ ერთი პასუხი მოხაზა, შემდეგ კი ასეთი კითხვა მოუვიდა თავში; კითხვის დასმა ძალიან სარიკსო იყო, შეიძლებოდა ბავშვთა გამოსასწორებელ კოლონიაშიც კი მოხვედრილიყო ამის გამო (იქიდან გამოსული, ასე ვარაუდობდა, საძმოში დიდ ადგილს დაიმკვიდრებდა), მაგრამ ცდად ღირდა მაინც. აინტერესებდა, კითხვის დასმის შემდეგ ვალერის სიფათს რა მოუვიდოდა. თანაც მისი არ ეშინოდა, მისთვის ხომ იგი ერთი დონდლო, ადვილად დასაჩაგრი კაცი იყო.
-მასწ- მან ნერწყვიანი პასტა მეხზე დააბაკუნა.
კაცმა ჟურნალიდან თავი ასწია და მოსწავლეს მიაჩერდა.
-მასწ, ფილმები გევასებათ? კინოში დადიხართ საერთოდ?
-ჩვენს კინოზე ამბობ?.. არა, ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ. ისე კინოები მიყვარს.
-აბა, სად დადიხართ?
-სკოლა- სახლი, სახლი- სკოლა… მიდი, წერა განაგრძე, ტყუილად ნუ ცდები.
ეს კაცი მთლად ჩამოუყალიბებელი და სულელი ყოფილა. ნუთუ სიტყვა ,,კინომ” ვერაფერზე მიახვედრა? აბა, პირდაპირ ბარს ხომ არ უხსენებდა… ასე ხომ მართლაც მოხვდებოდა ბავშვთა გამოსასწორებელ კოლონიაში…
იქნებადა მიხვდა და უბრალოდა არ იმჩნევდა… იქნებადა გაარკვია ისიც, ვინ ჩაწიხლა გუშინ და უბრალოდ ხმის ამოღების ეშინოდა. ,,ჩემი ეშინია, თან მაგრად, ეგრე გამოდის”.
არა უშავს, კიდევ ჰკითხავს ცოტა ხანში რამე ახალს.
ზურა უმიზეზოდ წამოდგა და ფანჯრიდან გაიხედა. სკოლის წინ ტატო აღარ იდგა. ,,წასულა!”
-არ წერ?- თავი წამოყო ვალერიმ.
-ვწერ.
ზურა ისევ თავის ადგილს მიუჯდა, ოღონდ ამჯერად სკამი შემოატრიალა და ხელები რკინებს ჩაავლო… სულ დავიწყებოდა, საზურგე რომ არ ჰქონდა, მაგრამ ახალ სკამზე გადაჯდომა დაეზარა, აქაც არაფერი უჭირდა. რკინას ხელის გული მთელი ძალით ჩაასო, აინტერესებდა, სისხლი თუ წამომივაო. არაფერი მსგავსი არ მომხდარა.
მან თეთრს ფურცელს დახედა, რომელიც სავსე იყო ასოებით, სავარაუდო პასუხებითა და კითხვის ნიშნებით (?).
სიტყვა ,,კინო”-ს მართლაც არ უმოქმედია ვალერის გონებისთვის.
იგი მხოლოდ მუქ და თეთრ მაისურზე ფიქრობდა.
ყოველ წამს დაცემის სცენას იხსენებდა და ცდილობდა, წინ მდგარ ყმაწვილთა სახეები გაეხსენებინა.
მუქი ზედა- თეთრი ზედა.
ამასობაში უფრო მოიღრუბლა და უჟმური წვიმაც წამოვიდა ზეციდან.
-ა- ფუუ!- მოესმა ბიჭის ხმა- ესღა გვაკლდა ახლა- ამის შემდეგ ისიც გაიგონა, როგორ შეიგინა მოსწავლემ ჩურჩულით.
კაცმა მას შეხედა.
თეთრი ზედა!
-არადა უნდა ჩამეცვა დილით ქურთუკი, რა, ახლა დავსველდები- აბუზღუნდა ზურაბი, ეს ყოველივე კი ხმადაბალი გინებით დაასრულა.
ვალერის აღარ მიუქცევია ყურადღება მისი სიტყვებისთვის…
მხოლოდ ერთი რამ ახსოვდა: თეთრი ზედა…
ბიჭს თეთრი მაისური ეცვა! ანუ თეთრი ზედა? მაგრამ ვინ იცის, იქნებადა იმ ყმაწვილს თეთრი ჯემპრი, ანდაც ქურთუკი ეცვა?
,,არადა უნდა ჩამეცვა დილით ქურთუკი”- კი, ნამდვილად უნდა ჩაეცვა საწყალ ბიჭს ქურთუკი, რადგან ასე ვალერი ვერანაირად ამოიცნობდა მასში იმ ყმაწვილს, რომელმაც წინა საღამოს გალახა.
,,იქნებ არაა ეს?”
არის, არის.
,,არადა უნდა ჩამეცვა დილით ქურთუკი”- ცხადია ზურაბი ასეთ სისულელეს არ წამოროშავდა, რომ სცოდნოდა, პედაგოგს მისი მაისურის ფერი ჰქონდა დამახსოვრებული.
ნიღაბმაც კი ვერ უშველა ,,საწყალ” ბავშვს....
,,ეს არ იქნებოდა- შეეწინააღმდეგა ვალერი საკუთარ თავს- სხვებსაც აქვთ თეთრი მაისურები… და შეიძლება მაისური არც სცმოდა იმ გუშინდელ ლაწირაკს… ჯემპრი შეიძლება სცმოდა, ან სხვა რამე… მაგრამ ეს იქნება უეჭველი… გუშინ ცხელოდა ძალიან და მაისური ეცმეოდა… დღეს ცივა მარა, მაინც მაისური აცვია, ანუ გუშინაც მაისური ეცმეოდა- ბჭობდა კაცი- უეჭველი მასე იქნება.”
მორჩა! თავის ჭყლეტვას აზრი აღარ ჰქონდა....
-კატო- მიმართა დირექტორმა- ვიქტორ დოლიძემ დაწყებითი კლასების ახალგაზრდა მასწავლებელს- გასვლას თუ აპირებ, ვალერისთან შეიარე და უთხარი, მესამეზე შემოვიდეს სამასწავლებლოში, ყავა დავლიოთ-თქო. შენც მოდი. მესამეზე-თქო, არ დაგავიწყდეს.
-კარგით....
-ლუდი გიყვართ, ზურიკო?- ჰკითხა ვალერიმ ბიჭს.
ზურამ მაშინვე თავი ანება ფურცელს.
-აბა, რა. სმაში მოგიგებთ, მასწ. თუ გინდათ დავეჯიბროთ.
-მჯერა- საზარლად გაეცინა კაცს- ჩვენთან რომ ბარია, იქ თუ დადიხარ ხოლმე? მე სულ იქა ვსვავ. კარგი ლუდი აქვთ.
ბიჭს ცოტა ხანს ხმა არ ამოუღია. ვალერის ჩაესმა მისი ნერწყვის ყლაპვის ხმა.
-ხანდახან დავდივარ ხოლმე- იყო ზურას პასუხი.
-ასაკის მიუხედავად გიშვებენ შიგნით?
-კი- ზურა წამოენთო- თქვენ…
-კინო, არა? წეღან მკითხე.
-რა?- თავი მოისულელა ბიჭმა.
,,ზახრუმა” -დიდი სიამოვნებით უპასუხებდა ვალერი ამ სიტყვით მას, მაგრამ მხოლოდ ასე მიუგო:
კინო-მეთქი, კინო.
-მე გკითხეთ?
-ხო, შენ- აწვებოდა და აწვებოდა ვალერი. ძალა კვლავაც დაბრუნებოდა. უკან აღარ აპირებდა დახევას. მას ბიჭის სახეზე უკვე ამოეკითხა სიმართლე… და უფრო მეტსაც ამოიკითხავდა ცოტა ხანში, მთავარი იყო, არ დანებებოდა, საქმე ბოლომდე მიეყვანა.
-არ მახსოვს. არ მითქვამს ეგ.
-გახსოვს კარგადაც, ზუსტად კინოზე მითხარი წეღან რაღაც.
-შეიძლება ვთქვი- თავი მოიქექა ზურამ და ფეხები ნერვულად აათამაშა.
-შეიძლება კი არა, ნამდვილად ეგრე თქვი. ნუ მეკამათები ტყუილად.
-მოვრჩი წერას- ბიჭი სკამიდან წამოხტა.
-ადგილზე დარჩი!
-მოვრჩი- დაიკნავლასავით ზურამ.
ო, როგორ დაპატარავებულიყო ეს თავხედი არსება! ჩმორი ეს!
-დაჯექი-მეთქი!
-არა, დავწერე და წავალ…
ვალერი წამში გაჩნდა მასთან და ფეხზე წამომდგარს სკამისკენ უბიძგა ხელი. ბიჭმა მოულოდნელი თავდასხმისგან თავი (უფრო ფეხები) ვერ შეიმაგრა და რომ არ დაცემულიყო მარცხენა ხელი სკამის რკინას ჩასჭიდა- სისხლი კვლავაც არ წამოსვლია, აი კანი კი გადაექლიტა. სკამმაც არ უშველა და ძირს დაებერტყა საჯდომით, მარჯვენა ხელიდან კი კალამი და ფურცელი გაუვარდა.
-რაო, ვინ იყავით გუშინო? ვინ იყო ის ორი? შენი ძმები ალბათ, არა?
-რაზე მეუბნებით… ხელს რატომ მკრავთ…
-ნუ დებილობ! პოლიციას გინდა შენი თავი გადავცე? ჰა?
-შენ რა… -ბიჭი წამოდგომას შეეცადა, მაგრამ ვალერიმ წიხლი აუქნია (მაგრამ არ დაურტყამს) და ისიც ადგილზე დარჩა.
-იცი როგორია, როცა ამხელა კაცს გირტყამენ, იცი?! მე ხომ შენთვის მამის ტოლა კაცი ვარ… ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ ასაკშიც კი ვინმე ასე გამიმეტებდა… სულ ვფიქრობდი, რომ გადაიარა ბავშვობის წლებმა, მორჩა, დასრულდა ჩხუბები და დავი-დარაბა… და როგორ წარმოიდგენ, რომ ვიღაც ლაწირაკებს ეს არ ესმით და გილურჯებენ სხეულს… დიდი და პატარა არ იცით!- ვალერი სიტყვებს ისროდა და ისროლა. ამ სიტყვებისგან ზურას აზრი ვერ გამოჰქონდა, იმდენად დაშინებული და გაოცებული იყო- არასდროს ენახა ვალერა მასწი ასეთ დღეში- გასაგებია, რომ ყოველი დღისგან სიახლეს უნდა ველოდოთ… და მოულოდნელობებს, მაგრამ ამას ვიფიქრებდი… რა ვიცოდი, თუ ორმოცდასამი წლის კაცს ვინმე ასეთ რამეს მკადრებდა?!
იმ წამს ზურა გაცხარდა, უკვე აღარ შეეძლო წივილ-კივილის ატანა, აღარ აპირებდა ამდენის მოთმენას…
იგი სწრაფად წამოდგა...
,,ესეც შენ”- გაიფიქრა მან და მასწავლებელს მუშტი მოუქნია.
დაწყებითი კლასის მასწავლებელი- კატო საპირფარეშოდან გამოვიდა. მან ფარულად გახედა კარის წინ მდგარ დარაჯს. ,,ნეტავ რაზე ფიქრობს”- გაიფიქრა გოგონამ.
იგი საფეხურებისკენ გაემართა, რომელიც მეორე სართულზე ადიოდა… მეორე სართულზე ასული კი ვალერის ყავაზე მიიწვევდა…
ზურამ მუშტი პირდაპირ მუცელში გაუქანა მასწავლებელს, მაგრამ ვალერიმ წარმოუდგენელი სისწრაფით დაუბლოკა მოულოდნელი დარტყმა…
,,რა მაგრად ვქენი!”- გაუხარდა კაცს....
კატო მასწავლებელს, კიბეზე ასვლისას, თავისი მოსწავლე (გოგონა) შემოხვდა.
-ნახვამდის, კატო მას.
-ნახვამდის, საყვარელო… დედა გელოდება?
-არა, მას. მარტო უნდა წავიდე.
-უი! უქოლგოთ ხარ? წვიმა რომ დაიწყო წეღან? არ დასველდე.
-არა უშავს, მას- გაეღიმა გოგონას- წვიმა მიყვარს.
-არ დასველდე და მალე მიდი სახლში, დედიკო არ ანერვიულო.
-კარგით, მას.
-კარგი, საყვარელო- კატო მასწავლებელმა კიბეზე სვლა განაგრძო.
სანამ ზურა რამეს მოისაზრებდა, მანამდე მოუჭირა ვალერიმ ხელები ყელზე… ბიჭის გაგუდვა არც უფიქრია, ამას არაფრის დიდებით იზამდა… ადამიანის მოკვლა?.. ეჰე!.. უბრალოდ ცოტას გააწვალებდა, გაეთამაშებოდა, გადაპარსული თავით გააწმენდინებდა იატაკს და დამლაგებელსაც ნაკლებ სამუშაოს დაუტოვებდა…
სამუშაო… სამუშაო… არც კი უფიქრია იმაზე რომ, ამ ყოველის შემდეგ, სამუშაო ადგილის დაკარგავდა…
ბიჭს იატაკზე თავი რამოდენიმეჯერ დაარტყმევინა, ოღონდ ნაზად, არ უნდოდა, ყმაწვილს რამე სტკენოდა… არადა, მან ხომ ატკინა… განა მან იფიქრა, ვალერი მასწს ნაზად მოვეპყრათ ძმებო, რამე არ ვატკინოთო…
ვალერიმ ბიჭს მაისურში მაგრად ჩაავლო ორივე ხელი და ზეზე წამოაყენა… ოღონდ ეს ყოველივე ძალზედ გაუჭირდა, თავადაც ძლივს შეიმაგრა თავი, რომ ხელმეორედ არ დაცემულიყო.
ფეხზე წამომდგარმა, ბიჭს ხელი უშვა, იმის იმედად, რომ ჭკუა უკვე ვასწავლე, ცოტა წავეთამაშე, ცოტა ვატკინე, ახლა კი ვეღარაფერს გამიბედავსო…
ზურამ თავი თავისუფლად იგულა თუ არა, გაქცევა მოინდომა (ჩხუბის თავი აღარ ჰქონდა. არ ელოდა ამ ყოველივეს. ისეთი სუსტი არ ყოფილა ვალერა მასწი, როგორიც მანამდე ეგონა). მან ისეთი მოძრაობა გააკეთა, რომ ვალერიმ იფიქრა, ისევ მუშტს მითავაზებსო და დაცვის მიზნით რაღაცნაირად მოიკუნტა (კვლავაც კურდღლად იქცა) და ხელი კატასავით გაიქნია წინ… წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა მოჰყვებოდა მის ამ საქციელს…
,,სახეში დამარტყამს, სახეში.”
ასე არ მოხდა…
ხელი, მისდა საუბედუროდ, ზურას მოხვდა და ისედაც დაქანცული (მხოლოდ გაქცევაზე გადართული) უკან გადაქანდა, გაპარსული თავი კი იმ სკამის რკინას ჩამოარტყა, რომელსაც საზურგე არ ჰქონდა...
კატო მასწავლებელმა დაასრულა სვლა საფეხურებზე. იგი მეორე სართულის დერეფანს გაუყვია და იმ საკლასო ოთახს მიადგა, სადაც ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებელი- ვალერი ჯავახიშვილი- ეგულებოდა.
სკოლის ყველა კარში (გარდა სამასწავლებლოსისა) მინა იყო ჩატანებული, ამიტომაც ნებისმიერ გამვლელს შეეძლო შიგნით შეჭყეტვა და გაკვეთილის მსვლელობისთვის თვალის მიდევნება. კატომ შიგნით მინიდან შეიჭყიტა, უნდოდა დაეკაკუნებინა და შესულიყო მაგრამ…
ნეტავ საერთოდ არ მისულიყო… ნეტავ საერთოდ არ ენახა, როგორ მოუქნია მოკუნტულმა ვალერიმ ხელი ვიღაც ბიჭს- აშკარად მოსწავლეს- და როგორ მოადინა ამ ბიჭმა ზღართანი, როგორ ჩაიკარგა იგი მერხებს შორის…
-ჰიი- დაიწრიპინა კატომ.
მაშინვე მოშორდა კარს და ზურგით ცისფერ კედელს აეკრო, ორივე ხელის გული კი პირზე აიფარა, რათა სხეულის სიღრმიდან ამომავალი ყველა ხმა დაეხშო.
გოგონა უკვე სლუკუნებდა.
ეს რა დაინახა?
ეს რა ნახა მისმა თვალებმა?!
ოცდამეერთე საუკუნეში მოხდა ეს ყოველივე?..
მისმა მუხლებმა ამხელა სტრესს ვერ გაუძლო და ჩაიკეცა…
რა საშინელი რამ ნახა…
ერთი წამითაც არ უფიქრია, რომ ბიჭი ცოცხალი შეიძლება დარჩენილიყო…
,,მკვდარია, მკვდარი”…
ეს რა ჩაიდინა?
ნუთუ ეს უნდოდა…
უბრალოდ, წაეთამაშა… თამაშს კი ბიჭის სიკვდილი მოჰყვა.
მეცხრე კლასელი ზურა, უზნეო ბავშვი, მის წინ, იატაკზე ეგდო, გადაპარსული თავიდან კი სისხლი სდიოდა. მისი მზერა სადღაც მაღლა, ზეცაში იყურებოდა. ,,მისნაირები სამოთხეში ვერ ხვდებიან”- ვალერის ცრემლები წასკდა.
აღარ იყო ზურა… ვეღარ გაამწარებდა ვერავის, ვეღარ იყროყინებდა ვირსავით… ვეღარასდროს წარმოთქვამდნენ მისი ტუჩები: ,,ვალერი მასწ”.
,,სამაგიეროდ ვეღარავის გაიგდებს წიხლ ქვეშ”…
ამ ფიქრს საერთოდ არ მოუტანია ვალერისთვის შვება.
ბიჭი მოკლა!
ბავშვი მოკლა!
მხოლოდ და მხოლოდ თოთხმეტი წლის არსება!
სრულიად გამოუცდელი ამა ქვეყნისა…
,,თოთხმეტი წლისა აფუჭებდა ამდენ რამეს და მერე რაღას იზამდა”…
არა, რა! არა!
მოუწევდა ვალერა მასწს სამსახურისთვის დამშვიდობება… ციხე ელოდა ალბათ წინ.
,,თავს ვიცავდი”- ნუთუ ამით გაიმართლებდა თავს?
,,წინა დღეს მაგან და მაგის ძმაკაცებმა გამლახეს… შურისძიება იყო, უბრალოდ”- არც ეს.
ნუთუ მართლა ამან, ამ გვამმა სცემა გუშინ საწყალი პედაგოგი? ანდაც ვინ იყო ის ორი ყმაწვილი, ერთს მუქი ზედა რომ ეცვა, მეორეს კი საამურზე საამური ხმა ჰქონდა… ამას ვერასდროს გაიგებდა.
-ზურა!- დაუძახა ბიჭს ჩურჩულით- კაი, გაგეხუმრე, ადექი ახლა. შენ რომ მცემე, იმიტომ წაგეთამაშე… უბრალოდ, შეშინება მინდოდა შენი… -კაცმა სახეზე ხელები აიფარა- ვაიმე!- სათვალე სულ მთლად დაორთქლოდა, ვეღარაფერს ხედავდა…
ამის შემდეგ საზარელი აზრი მოუვიდა თავში… ციხეზე უარესი…
,,დედას რაღა ეშველება, მოხუც დედას?”
რას აიტეხა ბარში სიარული, რომელი მსმელი ეს იყო…
,,არ მინდა ციხე… იქაც ჩაგვრაა- დაპანიკდა იგი- ვაიმე!”
-ადექი, ზურაბ, გეხვეწები… ღმერთო მაღალო, თუ გესმის ჩემი, თუ რამეს ნიშნავს ჩემი მუდარა შენთვის… შეისმინე და დაუბრუნე ამ ბიჭს სიცოცხლე… გააცოცხლე გთხოვ… ნუ დატოვებ მის მშობლებს უშვილოდ… მათი ცრემლები… დედაჩემს ნუ დატოვებ მარტო… ნუ დაგვაშორებ… გააცოცხლე ეს ბიჭი… მთელ ჩემს სიცოცხლის მოგიძღვნი შენ… ოღონდაც, გთხოვ…
ვალერი მასწი ჭერს აჰყურებდა.
ღმერთისგან პასუხი არ იყო.
ორი წუთის განმავლობაში, ფეხზე მდგარი, დაბურული სათვალით აჰყურებდა თეთრ ჭერს.
უკვე დაესახა გეგმა, რომლითაც ჯერ სკოლას, შემდეგ კი ქალაქს დატოვებდა… და ვინც იცის, ქვეყნიდანაც კი შეიძლება გაქცეულიყო… არ სურდა ციხის ზღურბლზედ შებიჯება, არა!
ოღონდ სანამ ამ ყოველივეს სრულყოფაში მოიყვანდა, მანამდე დედა უნდა ენახა, მშობელი დედა…
აუხსნიდა ყოველივეს, პატიებას ითხოვდა მისგან… და იქნებ ისიც წაეყვანა თან…
სათვალე პიჯაკით შეიწმინდა, უკანასკნელად დახედა ზურაბის გვამს, რომელიც ზეცას აჰყურებდა, და კლასიდან გავიდა. დერეფანში გასულს აქეთ-იქით არ დაუწყია თვალების ცეცება, ვაიდა, ვინმემ დამინახოს და რამე იეჭვოს ჩემზეო… არადა, წამით მაინც რომ გაეპარებინა მზერა მარცხენა მხარეს, აუცილებლად დაინახავდა კედელთან ჩაცუცქულ, შიშისგან აკანკალებულ კატოს.
დერეფანი ამაყად, მტკიცედ გადაკვეთა და კიბეზეც ნელი, დინჯი ნაბიჯით დაეშვა.
,,რა ძალა მქონია!- ფიქრობდა იგი- სუსტების ეპოქა მოდის.”
კვლავ ფილოსოფოსობა დაეწყო მის გონებას, რისი დროც ნამდვილად არ იყო ახლა.
,,ჩემი ბრალია, აუ, რა!”
შემდეგ გონებით დარაჯს გადასწვდა: ,,დარაჯის ბრალია. სკამზე ასჯერ ვუთხარი და არ გადააგდო… რა ჩემი ბრალია.”
,,შენი ბრალია, შენი… შენ იყავი ვალდებული და შენვე უნდა გადაგეგდო ეგ ჯაბახანა სკამი”…
პირველზე ჩასულმა დერეფანი დინჯად გადაკვეთა და დარაჯს კარის გაღება სთხოვა.
-უკან მოხვალთ ისევ?- ჰკითხა დარაჯმა და გასაღები კარში შეაცურა.
-კი, კი.
,,უკან მოვალ არა, ისა”…
ვალერიმ სკოლის შენობა დატოვა, მოკლე კიბეები ჩაიარა და მარჯვნივ გადაუხვია, იქ საითაც სახლი ეგულებოდა…
უნდა მიესწრო სახლში იქამდე მისვლა და ჩაბარგება, სანამ ზურას გვამს იპოვიდნენ…
,,იქნებ გუშინ მაგას არ ვუცემივარ?”- ყველაზე მეტად ეს აზრი სტანჯავდა კაცს… ყოფილ პედაგოგს…
უნდა ეჩქარა, დრო არ ითმენდა, სწრაფად უნდა აეხსნა ეს ყოველივე დედისთვის… და პატიება მიეღო მისგან…
,,ცოტა სწრაფად!”- აჩქარებდა საკუთარ თავს.
ოხ, შე სკამო!
ოხ, შე დარაჯო!
ოხ, შე უჭკუო ვალერი!
ოხ, შე სკოლაში დარჩენილო ქოლგავ!..
კატო მასწავლებელი ისევ ცისფერ კედელთან ჩაცუცქული ქვითინებდა. კინაღამ წამოიყვირა საწყალმა გოგომ, როცა კლასის კარი გაიღო და იქიდან ვალერი გამოვიდა… თუკი რაიმე ბგერას ამოუშვებდა სხეულიდან, კაცი აუცილებლად შეამჩნევდა მას და სათანადოდაც გაუსწორდებოდა… საბედნიეროდ, შეძლო თავის შეკავება… თან არც კაცს გამოუხედავს მისკენ, ისე ჩაიარა დერეფანში…
კატო იმაზე მშიშარა გამოდგა, ვიდრე თავად წარმოედგინა… არადა ერთ დროს ექიმობაზეც ოცნებობდა… სისხლი, ათასობით ლიტრი სისხლი… წითელი სისხლი…
წამოდგომა სცადა… უნდა ამდგარიყო… უნდა შესულიყო კლასში და ენახა ბიჭუნა…
,,მკვდარია, მკვდარი”- უმტკიცებდა თავს, და იმ აზრს, რომ შეიძლებოდა ბიჭი უბრალოდ იატაკზე გდებულიყო, ვალერი კი ექიმის დასაძახებლად ჩასულუყო ქვემოთ, არც კი უშვებდა…
,,ექიმი არ გვყავს სკოლაში”…
კიდევ ერთხელ სცადა წამოდგომა… კვლავაც ჩაიკეცა…
მშველელიც რომ არ ჩანდა…
,,ზარი არ ირეკება? გამოჩნდეს ვინმე”- ნატრულობდა საბრალო გოგონა…
ზარის დარეკვამდე ოცდახუთი წუთი იყო დარჩენილი…
,,სირცხვილია, ადექი”- შეუძახა თავს…
ძვრაც ვერ უყო სხეულს…
რამოდენიმე წუთის შემდეგ კი სამასწავლებლოდან გოგა ახალკაცი (ბიოლოგიის მასწავლებელი) გამოვიდა, ხელში ყავის მადუღა ეჭირა და რაღაცას ღიღინებდა…
გოგონა დაინახა თუ არა, თვალები გაუფართოვდა და მისკენ გამოემართა.
-რა დაგემართათ?.. კატო…
-ისტორიის კლასში შედით. ბავშვია ცუდად… -არადა, უნდოდა ეთქვა ,,ისტორიის კლასში შედით, იქ მკვდარი ბავშვი გდია”..
-ვინ ბავშვი?.. ვალერის კლასში?.. ნუ წევხართ მანდ, არ გაცივდეთ, ფეხზე წამოდექით.
გოგამ ყავის მადუღარა იატაკზე, რომელზეც ყვითელი კაფელი ეგო, დადო და კლასში შევიდა…
-ბიჭოოს?!- მოისმა მისი ხმა.
-ჰოო!- აუცრემლიანდა კატოს თვალები. ,,ხომ ვამბობდი, მკვდარია-მეთქი”.
სულ მალე საკლასო ოთახი მასწავლებლებით გაივსო, დერეფანი კი ბავშვებით. ქალი კოლეგები კატოს ამშვიდებდნენ, სასწავლო წიგნებს უნიავებდნენ, კითხვას კითხვაზე უსვამდნენ: რა მოხდა, როგორ მოხდა, ვალერიმ ქნა ეს?..
ყველას ვალერის სახელი ეკერა პირზე… ყველა ვალერის დაეძებდა… მთელი სკოლა გადაჩხრიკეს, ორივე სართული, სარდაფიც კი, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნეს:
-ათი წუთის წინ წავიდა სახლში- აღიარა დარაჯმა და თავი დახარა.
-პოლიციაში დარეკეთ ვინმემ- ბრძანება გასცა დირექტორმა… მისმა მძიმე ტონმა შედეგი გამოიღო და ერთდროულად ეცა მობილურ-ტელეფონს რამოდენიმე მასწავლებლი…
ვიქტორ დოლიძეს დიდად არ სწყენია მეცხრე კლასელი ზურას სიკვდილი… მხოლოდ იმაზე სწყდებოდა გული, რომ ეს ყოველივე მის სკოლაში დატრიალდა, მისსავე დირექტორობის პერიოდში… ,,ვალერიმ დაგვაღალატა”.
სკოლის დარაჯი იჯდა თავისთვის, სრულიად მარტო და თავს ადანაშაულებდა: არ უნდა გაეღო ვალერისთვის სკოლის კარი… მაგრამ მან რა იცოდა, თუ რა ჩაედინა სათვალიან კაცს გაშვებამდე რამოდენიმე წუთით ადრე…
ეს ფიქრები არ მოასვენებდა მომდევნო რამოდენიმე თვის განმავლობაში… სიცოცხლეს გაუმწარებდნენ ისინი…
ვალერის კარი გაუღო, ზურას კი- არა… არადა, ბიჭი თავის დროზე რომ გაეშვა, ეს უბედურება აღარ დატრიალდებოდა…
გაივლიდა თვეები და მიხვდებოდა, რომ არაფრად ღირდა ზურასნაირ ბიჭზე დარდი…
თხუთმეტი წუთის შემდეგ სკოლის წინ პოლიციის მანქანები გამოჩნდნენ.
-ეჭვი ვისზე გაქვთ, იცით?- ჰკითხა უფროსმა პოლიციელმა კატოს, ერთადერთ თვითმხილველს.
-ნუ გეშინია, კატო, უთხარი ბატონს- გარს შემოხვეოდნენ ქალები.
-ვალერიმ- ჩუმად წარმოთქვა გოგონამ.
-იქნებ მოშორდეთ მოწმეს ცოტა ხნით- მიმართა პოლიციელმა მასწავლებელ ქალებს- პირადად მსურს მასთან გასაუბრება…
-რა დროს გასაუბრებაა, ვერ ხედავთ რა დღეშია საბრალო გოგო?
უფროს პოლიციელს ხმა აღარ ამოუღია… დღის სხვა მონაკვეთში დაკითხავდა მოწმეს. ერთი რამ კი ნამდვილად იცოდა: სკოლის პედაგოგს, ვალერი ჯავახიშვილს მოეკლა მეცხრე კლასის მოსწავლე- ზურაბ ჩხაიძე- ყველა იგივეს გაიძახოდა… თანაც ვალერიც არ ჩანდა…
პოლიციამ ზურაბის გვამი ადგილზე დატოვა, ისევე როგორც იისფერი ქოლგა.
მათ მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორს დაატოვებინეს მკვლელობის, ერთ დროს საკლასო, ადგილი.
უფროსი გამომძიებელი სათითაოდ შეუდგა პედაგოგების დაკითხვას სამასწავლებლო ოთახში.
ვალერი საკუთარ სახლში ქურდივით შეიპარა. კარი ფრთხილად შეაღო და დაიძახა:
-დედა?
პასუხი რომ ვერ მიიღო, იფიქრა ტუალეტში, ანდაც საძინებელში იქნება ქალიო… ოი, სულელო კაცო! ტვალეტში რატომ გავიდოდა, როცა დივან-ტუალეტი ჰქონდა… ანდაც როგორ მოახერხებდა ავადმყოფი ქალი მეორე სართულზე ასვლას და საწოლში ჩაწოლას?.. მაგრამ ფაქტი იყო, რომ ეს მოეხერხებინა, რადგანაც მოხუცი დედა დივან-ტუალეტზე არ იჯდა.
-დედა!
ღირდა კი დედისთვის ყველაფრის მოყოლა? იქნებადა ქალს ვერც კი გადაეტანა მისი მონათხრობი, შვილის ცოდვანი… და თანაც იმდენი დრო არ ჰქონდა, რომ დამჯდარიყო, ყავის წრუპვით დაეწყო თხრობა… გაკვეთილის გამოსვლამდე ოცი წუთიღა იყო დარჩენილი. დარაჯი ალბათ ზარის დარეკვის თანავე ჩაუკაკლავდა დირექტორს მისი სკოლიდან წასვლის შესახებ და დაიწყებოდა დაკარგული ვალერის ძებნა… მერე ვინმე მის კლასშიც შევიდოდა და ზურაბის გვამსა და მისსავე ქოლგას იპოვიდა.
,,დავიღუპე”.
მოეყოლა დედისთვის? ქალს ისედაც წნევები აწუხებდა, რაღატომ უნდა დაემძიმებინა მისი მდგომარეობა…
ძალიან ცუდ დღეში იყო… ვერც დატოვებდა დედას მარტო და ვერც მასთან დარჩებოდა. შინ დარჩენა ციხეში გამგზავრებას უდრიდა…
იქნებ ჯობდეს, უთქმელად წავიდეს… ო, ამას არ იზამს, რადგან ასეთი საზარელი რამ წარმოიდგინა: ქალი იღვიძებს, დაბლა, პირველ სართულზე წვალებ-წვალებით ჩამოდის, დივან-ტუალეტზე ჯდება და გაჰყურებს თეთრად შეღებილ კარს… ელის, როდის შემოაღებს მას მისი სანაქებო ვაჟი… ამასობაში საღამოვდება… ვაჟი არ ჩანს… გადის ბნელი ღამე და დგება ახალი დღე… ქალი კვლავაც კარს გაჰყურებს იმედის თვალით… მაგრამ ვაჟი რომ ისევ არ ჩანს?..
-დედა!
იგი მეორე სართულზე ამავალი კიბისკენ დაიძრა.
იქნებ ჭორი შეთხზას: ვითომ ის და სკოლის მასწავლებლები თბილისში სამი დღით მიდიან რაღაცის (რამეს მოიფიქრებს) სასწავლად… დედას კი დეიდაშვილს ჩააბარებს… მაგრამ სამი დღეც გავა… მერე რაღას იზამს?
,,მართლა გგონია, რომ კანონს გაექცევი?”
-დედა?
პასუხი კვლავაც არ იყო.
იგი მეშვიდე საფეხურზე გაჩერდა, წინ კიდევ ოთხი ჰქონდა ასავლელი. სანამ დედის საძინებელ ოთახში შევიდოდა, მანამდე ჯობდა აბაზანაში შესულიყო, მოეშარდა და სახეზე წყალი შეესხა, ცოტათი მაინც რომ დამსგავსებოდა ნორმალურ ადამიანს.
ქვემოთ ფრთხილად, უხმაუროდ დაეშვა.
აბაზანაში შესულმა ხელები წყალს მიუშვირა. ,,მათ სიკვდილის სუნი უდით”. სიკვდილის სუნი იყო, თუ სხვა რაღაც, ერთი რამ ფაქტი იყო: სარკეში ვერ გაებედა ჩახედვა… არ შეეძლო.
-დედა.
იგი კვლავაც მეორე სართულისკენ დაიძრა… მაინც როგორ ავიდოდა მოხუცი დედიკო თერთმეტ საფეხურიან კიბეზე სხვის დაუხმარებლად? არადა, მრავალჯერ ჰქონდა შვილს მისთვის ნათქვამი, საწოლს პირველ სართულზე ჩამოგიტანო, მაგრამ ქალი ყოველთვის უარობდა, ჩემს ოთახს ძალიან ვარ შეჩვეული, იქ გვეძინა მეც და მამაშენსო.
ვალერის უკანასკნელი საფეხურიღა დარჩა ასავლელი, რომ ისევ ზურაბის გადაპარსული სახე წარმოუდგა თვალწინ.: ბიჭი სისხლში იწვა და ტივტივებდა…
მაინც რა სისულელე გააკეთა ამხელა პედაგოგმა კაცმა… თამაში და ღლაბუცი მოინდომა… თამაში და ღლაბუცი თუ უნდოდა, გუშინ უნდა ეთამაშა და ეღლაბუცა, ბარის უკან რომ ურტყამდნენ…
თავს მხოლოდ იმით იმშვიდებდა, რომ ნაწილობრივ კარგი ვქენიო, რადგანაც კაცმა არ იცოდა, ზურაბი მომავალში როგორი ადამიანი შეიქნებოდა… დადგებოდა კი მისგან ადამიანი?
,,ერთით ნაკლები ბოროტი ადამიანი დადის ახლა დედამიწაზე”- გაიფიქრა მან და სახეში სილა გაიწნა, თავს ტყუილად ნუ იმართლებო.
-აბა, მე რომ მოვეკალი იმათ, ერთით ნაკლები პატიოსანი კაცი ივლიდა პლანეტაზე- დაიჩურჩულა თავის გასამართლების მიზნით.
ზურაბი. თოთხმეტი წლის ზურაბი.
მართლა ზურამ ურტყა გუშინ?..
აი, ეს კითხვა აწუხებდა ყველაზე მეტად…
,,მართლა მაგან მცემა?”- კი, მაგან სცემა- ეს ყოველივე ბიჭის სახეზე ამოეკითხა… მაშინ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
ვალერიმ ოთახის კარზე დააკაკუნა და უხმოდ შეაღო. ქალი საწოლზე მწოლიარე დაუხვდა. ,,მაინც თავისი ქნა და ამოვიდა”- გაიფიქრა ყოფილმა პედაგოგმა.
ქალი იწვა… მისი მკერდი კი არ ადი-ჩადიოდა…
მაგრამ ეს ყოველივე ვალერიმ ცოტა მოგვიანებით, რამდენიმე წამის შემდეგ შენიშნა.
რატომ ღმერთოოო?!!!- შესძახა ვალერიმ.
ყოფილი პედაგოგი საწოლთან დაჩოქილიყო, რომელზედაც მოხუცი დედა ესვენა- აწ უკვე გარდაცვლილი.
რატომ დაატყდა ამდენი უბედურება ამ, ისედაც გასაცოდავებულ კაცს ერთი დღის განმავლობაში? რა შესცოდა ამისთანა… განა ოდესმე დაურტყამს ბავშვისთვის, ანდაც გამოულანძღავს რომელიმე მათგანი?.. ერთი გალახა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი და ისიც შემოაკვდა… და აი რა მიიღო სანაცვლოდ- საყვარელი დედის გვამი.
,,და რომელი უფრო ადრე მოკვდა: ზურაბი და თუ დედიკო?”
ამ ყოველივეს ის ექიმი გაარკვევდა, რომელიც პოლიციასთან ერთად მოვიდოდა სახლში, ვალერის დასაკავებლად…
დაკავებამ პოლიცია და ციხე გაახსენდა თუ არა, ტირილი შეწყვიტა და ცოტა გონზე მოეგო. ახლა ნამდვილად აღარ ჰქონდა სახლში დარჩენის დრო და სურვილი… მაგრამ ქალი ასე ეულად მიეტოვებინა… ის ხომ ვეღარასდროს გაიგებდა შვილის უგვანი საქციელის შესახებ…
ვალერიმ დედას ლოყაზე აკოცა, გაცივებული ლოყები კი თბილი ცრემლით დაუნამა. მამაო ჩვენო რამოდენიმეჯერ წარმოთქვა და პირჯვარი მშობელს სულ ცოტა, ოცდაათჯერ მაინც გადასწერა… მერე შუბლზე ეამბორა… რა საწყენი იყო, რომ ვერავითარი კოცნა ვერ გააცოცხლებდა მიცვალებულს…
,,ზღაპარში არა ვართ, დედამიწაზე ვართ”…
შუბლზე ამბორისას იგრძნო ქალის სხეულიდან გამომავალი მყრალი სუნი. ,,ბალზამირება უშველის ყველაფერს”… ნეტავ ერთი, ვინ მიხედავდა ამ ყოველივეს… ვინ გადაიხდიდა დაკრძალვის ხარჯებს… დედას ჰქონდა რაღაც რაოდენობის თანხა გადანახული, მაგრამ მის ძებნას ახლა ნამდვილად არ აპირებდა…
რა სასტიკია ეს ცხოვრება! დევნილობაში მყოფი დედის დასაფლავებასაც კი ვერ დაესწრებოდა…
,,რამდენი პრობლემა გავაჩინე ამ ერთ დღეში… იმ ბიჭებმაც გააჩინეს. არ უნდა შემხებოდნენ გუშინ”.
-დედა, შენი თავი წამართვეს იმ გაუზრდელებმა- მან ქალის ხელი აიღო- იმ ბიჭებმა დაგიჩაგრეს შენი საწყალი შვილი, ჩემო დედიკო… არავის შევარჩენ მაგ ამბავს… ერთი უკვე იქით ქვეყანაში გავისტუმრე, ოღონდ შენ თუ ცაში ხარ, ის ალბათ ჯოჯოხეთში წევს… დეე, ხომ იცი, ყოველთვის ჩმორი ვიყავი, არასდროს მეხერხებოდა ადამიანებში ცუდის და კარგის ამოცნობა- ვალერიმ პიჯაკის სახელოთი ცხვირი მოიწმინდა- სხ! სხ! ახლაც არ მჯერა ჩემი სიტყვების… რისი თავი მაქვს, რომ… რომ იქით გავისტუმრო ყველა? ჩმორი ვარ და როგორ?.. უბრალოდ, დღეს გამიმართლა და ბიჭი შემომაკვდა… შენ რომ ეს გაგეგო… რომ ვერ გადაგეტანა, მაგის მეშინოდა, მაგრამ აი… სხ! სხ!- ცხვირის მოწმენდვის შემდეგ ხელები მაღლა აიშვირა. სათვალეს კვლავაც ბურუსი მოსდებოდა- სანამ იყავი, შენ მედექი ზურგს უკან… რა არ გადავიტანეთ, რაც მამა წავიდა იმ ქვეყნად და აქამდეც მოვაღწიეთ… ახლა კი აღარ მყავხარ, დედი… მე ღმერთს სულ მადლობას ვწირავდი იმისთვის, რომ თქვენი თავი ბავშვობის ხანს არ წამართვა… მაგრამ მაინც ადრე იყო შენი სიკვდილი, ჩემო დე… მე ჯერ ისევ ბავშვი ვარ… ორმოცდასამი წელი სახელად მქვია, თორემ მართლა ბავშვი ვარ ისევ… ეხლა რა ვქნა? სახლიდან უნდა გავიქცე… თან ეს სახლი… აქ გავიზარდე და აქვე მინდოდა სიკვდილის ბოლო დღეების გატარება… მაგრამ დავკარგე ჩემი უსაქციელობით… არადა, ისე ვიცხოვრე… აღარ მაქვს სახლი, ვაჰ!.. აღარც შენ მყავხარ, დედი… დედი… ჩემო დედი…
რის ნიაგარა! რის ვიქტორია! ცრემლთა დენა თქვენ ვალერის თვალებიდან უნდა გენახათ…
,,უნდა წავიდე, თორემ მოვა პოლიცია, აქვეა ბოლო-ბოლო სკოლა, ეგრევე მიპოვიან”.
-დედა, ჩემო დედა… შენი წაყვანაც მინდოდა, მაგრამ აი… მიყვარხარ, დე. სულ ჩემს გულში იქნები… ვიცი რომ ახლაც შენი სული დამყურებს ზემოდან, ჩემს გვერდით ხარ… არასდროს დამავიწყდები… ყოველთვის გაგაგონებ ჩემს ხმას… მთავარია მანიშნო, რომ ჩემს გვერდით ხარ… დედიკო- ქალს სახეზე ეამბორა და საბანი ნიკაპამდე აუწია.
ვალერი დერეფანში გავიდა. სანამ კარს მოკეტავდა, მანამდე კიდევ ერთხელ გახედა დედას იმის იმედად, იქნებ თვალებგახელილი დამხვდესო… ,,საწყალი ქალი- გაიფიქრა მან- იგრძნო რომ მიდიოდა და აქ ამოვიდა… მამაჩემიც ხომ აქ მიესვენა”. ქალს თვალი არ გაუხელია… არადა, გასაქცევი რომ არ ყოფილიყო ასე იდგებოდა მრავალი წელი, მრავალი თვე და მრავალი საათი, თუკი ეცოდინებოდა, რომ ერთ დღესაც გაახელდა ქალი თვალებს…
,,უნდა გავიქცე!”- შეახსენა საკუთარ თავს.
აზრი არ ჰქონდა ტყუილად დგომას. ბებიაც რომ გარდაიცვალა (თერთმეტი წლის იყო მაშინ), ასე იდგა და იმის იმედი ჰქონდა, დასაფლავებამდე ქალი უკან დაგვიბრუნდებაო…
ვალერიმ კარი მოკეტა, შემდეგ კი სახელურით გადაკეტა… ასე აჯობებდა. არ სურდა, კარი დაზომბებულ დედას გამოეღო და სახლში დაეწყო უაზროდ ხეტიალი.
რა ამაზრზენი ფიქრები აწუხებდა ამ უბედურს!
-მშვიდობით, ჩემი გამზრდელო დედიკო- კაცმა ჩაკეტილ კარს პირჯვარი სამჯერ გადასწერა და საფეხურებს დაუყვა.
აბაზანაში შესულმა მოშარდა და ხელები გადაიბანა… ისე ნერვიულობდა, რომ მეორე წამს კვლავაც მოეძალა მოშარდვის სურვილი, მაგრამ ვერაფერს გახდა.
,,ყველაფერი უნდა მოვაგროვო, რაც დამჭირდება”- გაიფიქრა მან. ყველაზე მეტად ფული დასჭირდებოდა. საწოლიც და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ ყველაფერს ვერ გააყოლებდა ხელს. ფული, აი რა სჭირდებოდა. მარტო ფულითაც კი გავიდოდა იოლად.
ისევ მეორე სართულზე აირბინა. დედის საძინებლის კარს გახედა, იქნებადა შიგნიდან გამომავალი რაიმე ხმა გავიგოო…
იგი თავის საძინებელ ოთახში შევიდა, სადაც იდგა საწოლი, კარადა და მაგიდა. ამ უკანასკნელზე ბავშვების საკონტროლო რვეულებს ასწორებდა ხოლმე… აწი რაღას გაასწორებდა. მაგიდის გვერდით სკამი იდგა, რომელზედაც დასაუთოებელი, ახლად გარეცხილი ტანსაცმელი ეკიდა. კარადაშიც ეკიდა ტანსაცმელი, რომელთა უმეტესობა მამა-პაპისგან შემორჩენოდა. მან მამის ერთ-ერთი ქურთუკი მონახა და შიდა ჯიბეებში დაიწყო ქექვა. კარგა ხნის ფათურის შემდეგ გადანახულ ფულს მიაგნო. თითი დაისველა და გადათვლას შეუდგა: 235 ლარი (100-50-50-20-10-5 ლარიანი კუპიურებით შემდგარი).
ამის შემდეგ იმ შარვლის ჯიბიდან, რომელიც ეცვა, ორმოცი ლარი ამოაძვრინა და ,,გასაქცევ” თანხას მიუმატა.
მან ფარდა ოდნავ გადასწია ეზოს წინა ნაწილს გახედა- არავინ არ იყო… მაგრამ მაინც ეჭვობდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა.
ფული საფულეში მოათავსა. ,,კიდევ სადღაც მაქვს გადანახული”- გაიფიქრა.
საწოლის გვერდით მდგარი ტუმბო გამოაღო და იქ ფურცლებში ერთი ბლოკნოტი მონახა. გადაშალა და ამოაძვრინა ორი ოც ლარიანი. ესეც საფულეში ჩაიდო.
,,დედაჩემის პენსია!”
არა, ამას არ იზამდა!.. კარგად მოეხსენებოდა, სადაც ინახავდა დედა პენსიიდან აღებულ ფულს, მაგრამ მათ ხელს არაფრის დიდებით დააკარებდა… აღარ აპირებდა მშობლის ოთახში შესვლას და მის საწოლში გრძელი თითების ფათურს.
რაც ჰქონდა, ჰქონდა. როგორმე იმყოფინებდა.
იგი პირველ სართულზე ჩავიდა. ცრემლიანი თვალებით დაიწყო სახლის მოთვალიერება, იმ სახლის, რომელშიც გაიზარდა და სიცოცხლის ნახევარი გაატარა…
-ნახვამდის ჩემო წიკწიკა საათო, ნახვამდის მამის ნაყიდო ტელევიზორო, ნახვამდის დედის მოქსოვილი ფარდებო, ნახვამდის თბილო, ტკბილო დივანო, ჩემო კედლებო, ლამაზებო. თქვენი სუნი არასდროს დამავიწყდება. კარგად იყავით, არავის დააჩაგვრინოთ თქვენი თავი, მე არ მომბაძოთ. ძალიან კარგები ხართ ყველანი, მიყვარხართ. თქვენთან მინდა დავბერდე, მაგრამ აი…
-კარგად ჩემო დეე.
ვალერიმ სახლის კარი გამოაღო.
,,საით წავიდე?”
ჯობს დეიდაშვილს ესტუმროს და მას მაინც ჩააბაროს აღსარება, სთხოვოს, დეიდის დაკრძალვის ნორმალურად ჩატარება…
ამის შემდეგ კი ეკლესიაში წავა- ილოცებს, ღმერთს შესთხოვს პატიებას…
და გაიქცევა ქალაქიდან… სამუდამოდ.
კიდევ ერთხელ შეისრუტა სახლის სუნი და კარი მოკეტა.
ვალერი წავიდა. დარჩა სახლი უპატრონოდ. მისი ერთადერთი გამგებელი გარდაცვლილი დედა იყო…
საყვარელი დედა…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები