ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაბიჯი
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2020


გაივლის დრო

გაივლის დრო და გადაფურცლავს დღიურებს დღეთა
უფერულს გახდის აუხდენელ ოცნების ფერთა,
და ყველა სათქმელს რაც გტკიოდა  შეკრიბილს ერთად,
ხმა ჩაუწყდება ყვირილით რომ გინდოდა გეთქვა.
უფალო რწმენით ასიცოცხლე ეს გულის ფეთქვა
ცხოვრების გზაზე გადაღლილი ცოდვებით ჩემთა,
სიკეთით ვძლიო წუთისოფლის გრიგალს და მეხთა,
ბეწვის ხიდს იქეთ შენ გიხილო.დიდება შენდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები