ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2020


ვისთვის ვინ?

ის ქვეშაფსია "პოსები",
ვისთვის "ვსემირნი ბოსები"...
არადა,-ვირუს "ნოსები",
ერთ დროის ვაჰ! ჩინოსნები!
წარსულის არაკოსნები!
ვითომ "პობედანოსები",
მიმზერენ "პერეკოსები"...
მზერითაც არაოსნები!
როგორც,რომ ქათმებს "სადიას",
ისევ "კრუხობა" სწადიათ?!
ამათზე მართლაც მადლია,
ლუკმას რომ დაამადლიან!
დაღლილი,გაწამებული,
სისხლისგან ცლილი სხეულით,
ამიკანკალდა ქვეყანა,
"ვეჟო"-მ რომ გაიმზეგანა!
რა გითხრა,ჩემო მამულო!
ღვთისშობლის ცრემლით ნამულო?
სანამდის სულ მთლად დამთავრდი,
მე მეთქვას,-მოვკვდი,გავთავდი!
სააქაოში (ვერ ვხვდები)
წადინობაში ჯობნიან!
აქ ყოფნას,-მითხარ,შემთხვევით,
იქ ყოფნა ხომ არ სჯობია??

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს