ორი ათას ოცდაერთი ნეტავ, რით გაგვახარებს? დე, მშვიდობა მოგვიტანოს ყველგან, დიდებს, პატარებს. დე, კოვიდი დაამარცხოს, ვირუსები მოგვაშოროს, დე, ცრემლები მოგვდიოდეს ამ წელს, სიხარულის მხოლოდ. სახლში არვის არ ციოდეს, ყველას ჰქონდეს სითბო გულშიც, დაე, არვინ შიმშილობდეს და ვცხოვრობდეთ სიყვარულში. ქორწილები გაგვიმრავლოს, პატარების იყოს ცვენა, ერთმანეთის სალანძღავად არ მობრუნდეს არვის ენა. დაგვიბრუნოს რწმენა, ნდობა ხვალის დღის და ირგვლივ მყოფთა, სამეგობროდ გამოწვდილი ხელი ვნახოთ აფხაზ-ოსთა. ლტოლვინი და ემიგრანტნი ისე დააბრუნოს ნეტა, სამშობლოში თავის რჩენის დაანახოს გზები, ღმერთმა. სტუმრისათვის გულის კარი ძველებურად გვქონდეს ღია, ძველებურად ვამაყობდეთ ჩვენ, რომ ქართველები გვქვია. 2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გმადლობ, ასევე ჩვენც გიგზავნით საუკეთესო სურვილებს. გმადლობ, ასევე ჩვენც გიგზავნით საუკეთესო სურვილებს.
1. კარგი სურვილებია.
გილოცავთ და გისურვებთ აგისრულდეთ. :) კარგი სურვილებია.
გილოცავთ და გისურვებთ აგისრულდეთ. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|