ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2021


მსვლელობა

ძვირფასო გახდი ისეთი შორი,
ჩემი ხმა ვეღარ მოვა შენადის,
გადახუნებულ ნიღაბებს შორის,
ვეღარ ვპოულობ ჩემს სახეს ნამდვილს.

მოვწყდი სამყაროს ფერებით მდიდარს
და ყოველ ღამეს ვიხდი ომივით,
დავიწყებაა ყველაზე დიდი
სიცრუე, კაცთა გამოგონილი.

მოვა დრო კარგო, მივბაძავ არაგვს,
წავლეკავ ხიდებს, არ შემხვდე შეშლილს,
გახსოვს ამბობდი, რომ გული არ მაქვს,
მაშინ რა მტკივა ამ დამპალ მკერდში?!

ვიცი ჩემი მზე გადასცდა ზენიტს,
დაცემისაკენ ვიწყებ მსვლელობას,
შენ გამაცილებ გულგრილი მზერით
და ტაშს დაუკრავ ჩემს თვითმკვლელობას.

ვერ მოიშუშებს დრო ჩემს დანაკრავს,
მე ჩემში მხოლოდ მოკვდავს ვიმეტებ,
რა დამენანოს, დამრჩება აქ რა...
დავიწყებული საფლავის მეტი.

დანტე დარდიანი      13/01/2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები