 | ავტორი: მზიანე ჟანრი: პოეზია 15 იანვარი, 2021 |
თავი უსკდება ნამთვრალებ ზეცას, გადაუკონავს შუბლზე ღრუბლები, დღეს მეწამული კაბაც რომ გეცვას, ხვალ ალბათ მაინც გადახუნდები. რამ გააბეცა დღეს ასე ეს ცა, ღვინო ასვეს თუ ნისლი მოწია, უსასრულობას რა ელდა ეცა ისეთი, თავიც ვერ წამოსწია?! ბალიშად უდგას ცეცხლის ზვინები, ალიონი კი უქნევს მარაოს, მთვარე ლოცულობს, შენ იბღვირები და სხვების ჯიბრზე ამბობ-,,არაო"'. ..................................... ცის ტკივილს ახლა მზის სხივი უვლის, გამოავდრების ნატვრას ისრულებს, აბრიალდება ხვალ მეწამული და ღრუბლის კაშნეც ლაღად იცურებს. ადამიანო,,რაღაც ისურვე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|