ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2021


4 სიტყვა

........
მინდორში რომ ქარი არის,
მოწყენილი,განდეგილი,
ნიაღვართა ვეტერანი
სილამაზის დიდი წვლილით...
........
ია ვარდობისთვეს უნახავთო,
მწირი თვეები გაუტანია...
ჩაძვრა ქერქში,თითქოს სცხვენია
მუქი მთების ან ეშინია.
........
ხედვებია...
-მხედვარებია
ყანებს იქით რომ სახლებია!
ომებია...
-აქ ტირილია,
არნაშობი სევდა გაფანტულია...
.........
ვიტყვით სიტყვებს,
ვკრავთ წნელებს,
ვეტრფით ბუნებას,
ვეფერებით მოსიყვარულეთ,
მაინც რა საშინლები ვართ...
.......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები