| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 22 იანვარი, 2021 |
------------------------------------------------ რა მოგწერო და რაღა გითხრა,სისხლ-ხორცო ჩემო! ან ჩემი ყოფა,-უსაძლისი,რას შევადარო? როცა,ბავშვურად (სიძნელისას) დაფარვას ვჩემობ! ვუმალავ ცრემლებს და "ვუღიმი" შენებრსამყაროს!.. .გითხრა,რომ უკვე ნისლი ბურავს სამშობლოს ჩვენსას? გამოდარების მოსურნენიც ნაკლებ არიან... და როგორც გუშინ,სამწუხაროდ,მერწმუნე დღესაც, ვიღაცა მომხვდურს ის სამშობლოც მოუპარია... ვზივარ ჩემთვის და საკუთარ თავს ხვალინდელს ვურკვევ! ვიწყებ თავიდან,- სიცოცხლისთვის ახლებურ ბრძოლას... თუმცა,ვიცი,რომ ყველაფერი დამთავრდა უკვე... ის გაზაფხული,რომ ვნატრობდი,არასდროს მოვა... რატომღაც,მგონი,ერთი აზრი შემრჩა იმედად, სადღაც შორეთში გაცილებულს,- გზის სანთელს მინთებ! არ იტყვი ჩემზე,-ბედის ბორბალს როგორ მინებდა... ისევ აღსდგება ფენიქსივით...ეგება,იქნებ!... სხვაგვარად რა ვქნა? თუ ვიღაცა ეძმო სატანას და ამ "მეთოდით"გაიტანა ნანატრი ლელო! ...მე,ვერა ძმაო,ვერ შევძელი მეტის ატანა... ეს სხვისი გზაა...არა ჩემი,-მოყვასო ჩემო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|