ზოგჯერ ძალიან ჭრიალებს სიჩუმეც. ხანდახან ვარაუდი ჩამოქლიბავს გაუფიქრებელს, თავისთვის მოწოწიალე განცდას წაქეზებული ლოთივით გადაგკიდებს; პატივის აყრით სიმულაციურ ქოლგებს შემოგიწყობს, მშრალად დარჩენა რომ მოგანდომოს და დაგცინოს. ამ დროს კი ნახატიდან გადმოცოცდეს სადა ფერებით შენიღბული აურზაური, რომელსაც შენი ხმის ფორმა ექნება, ადგილ-ადგილ კი ჩარჩოზე წაქცევის დროს ამობურცული შეშუპება სხვისი გულის მოოხებას შეგაძლებინებს, რადგან გიწევს ნაწილ-ნაწილ ჩატვირთო ადამიანში ჩურჩულით - მენდე.