ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დანტე დარდიანი
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2021


* * *

თოვს, შეამცივნა სულ ბოლო ფოთოლს,
ყველაზე ჯიუტს, ხის ტოტზე შემხმარს,
დადგება ჟამი ჩემს თავზეც მოთოვს,
რაც არ მეთმობა მიწაზე შენ ხარ.

მიჰყვება ფიქრი მოლურჯო შორეთს,
მიწას ვერაფრით მოერგო რადგან,
რა მოხდა მერე, მე და შენს შორის,
ძვირფასო, მხოლოდ ბედისწერა დგას.

არ ვიცი ქარი რამ გააბრუა,
კარდაკარ დადის დაკარგულივით,
მე შენგან ისევ მოვისმენ უარს,
ვიწყებ აბზაცით, მოჰკალ გული ვერ.

სამყაროს ვიღაც წიგნივით ფურცლავს,
თვალს ვერ შეასწრებ დღეებს სწრაფმავალს,
კვლავ დავაჯერებ იშვიათ კურცხალს,
რომ მთელი არსით შენსკენ სწრაფვა ვარ.

არ მისწავლია კარგო ჩივილი,
ტკივილშიც არის სხვა ნეტარება,
შენ ჩემი მზერა დაგდევს ჩრდილივით
და თვით ეშმაც ვერ მოგეკარება.

მე სიგიჟეში არა მყავს ტოლი,
დავმარცხებულვარ აქამდე ჯერ არ,
ისე ჯიუტობს ხმელი ფოთოლი,
გაზაფხულამდე მიაღწევს მჯერა.

დანტე დარდიანი    21/01/2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები