 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 16 მაისი, 2021 |
რა სიმტომია უშენობა, დავილიე. რა ნაკვალია მომავალი ჩემი ფერნაცვალი, ფიქრით ვარ მთვრალი! რა სიტყვებია, ასე უთქმელი, თვალს, რომ მოსწოლია სისხლნაჟღენთებად, მალე გული აფეთქდება. რა სიშორეა ეს უღმერთობა უშენობით, რომ დამემართა! "რა დოზანააო" ამბობს მეზობლის ქალი, მე კი დუმილით ვთანხმდები და ვამბობ: "სამი წერტილი!" რა სიჩუმეა ოთახებში, ისე თითქოს ოზონს მიღმა მიმაჭედეს მარტოობისთვის... რა მონატრებაა ის საოცრება ასე რომ მოდის, ფეხაკრედით და თვალახელილზე ნაამბობი სიზმარივით. რა მოგონებაა ასე უხვად, რომ დასჩემდა ჩემ საგონებელს და ღამენათევმა წავუმღერე მე ხატებს ლოცვა ეულის? კი, ლამაზია ყველა წუთი, ამოვლებული დანატოვარ ცრემლებში და სარკეში დატოვებული, ჩემთვის დღეთა სიმრავლე!... გამახარე, გამახარე, გამახარე, არ დამტოვო ღმერთთან სავალ გზაზე, ასე წყეული!
გიგო რიონელი 1 დეკემბერი 2020 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მშვენიერია! მშვენიერია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|