ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია კოროშინაძე
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2021


***

***
დედა, უშვილონი მღერიან იავნანას,
როგორც მოსახმობს და ლოცვა- სავედრებელს;
შვილმკვდარი დედებიც მღერიან იავნანას,
ნანამს, გრძნეულებით გამოსაღვიძებელს...
დედა, ნანაობს სიცოცხლე - ახდენილი,               
სიზმრის უნახავად იცის მიძინებაც .                       
სიკვდილს რძის ფერი აქვს, სუნთქვა- ხმელი იის...               
ყველა იავნანა ერთხმად იცრიცება...
ნუთუ მდუმარეა,რომელიმე ნანა?
ნანა -
მონანულის ,მდუმარეა,
დედა ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები