ნინო დარბაისელი
ტავერნა. დილით მოგზაურისა - - - -
უთენიისას ტავერნის კართან როცა მივიდა, ღამისთევის და საუზმისა და ცივი საგზლისთვის როცა გროშები გადაუხადა მასპინძლის ბიჭსა, ჯერაც თვალებს რომ ზანტად იფშვნეტდა და ზრდილობისთვის უღიმოდა, სთქვა მოგზაურმა:
- მისმინე, შვილო, ერთი ლუკმა და ერთი ყლუპი და ერთი გროში კი სადაც წახვიდე, სულ თან ატარე! ცოტა არის თუ ბევრი არის, შენი სამყოფი მიმავალმა - წაიყოლიე!
იმ ქვეყანაში, მოკრძალება სადაც ღირსებად კი არა და უძლურებად მიუჩნევიათ, თავი არავის წაუხარო, თორემ ზურგზედაც მოგახტებიან და “აჩუ ცხენოს “ ძახილით მერე სახრესაც მწარედ გადაგიჭერენ, “აჩუ ცხენოდან” - “აცე ვირომდე”კი ერთი, მოკლე გადაკვრაა..
ჰო, დედამიწა - მრგვალია და ჭრელია და ათასგვარია. ერთი საქმისთვის - ერთგან ოქროს ტახტს დაგიდგამენ, სხვაგან - სიკვდილი არ აგცდება.
თქვა და წავიდა. წუთით უცქერდა პატარა ბიჭი შორს მიმავალის გაცვეთილ ზურგს, მერე შიგნიდან გამოსძახეს და უფროსებმა სადილაო საქმეს შეაბეს.
ის - მიდიოდა. დილის ნისლი კი თანდათანობით იკრიფებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|