ნინო დარბაისელი
გაგნება — -
ეს - როგორ ხდება, რატომ ხდება? - რომ ცხოვრებაში ძალიან კარგი, მართლა კეთილი ადამიანი ზოგჯერ ადგება და ისე ცუდად მოგექცევა, უკანასკნელი ნაძირალაც არ იკადრებდა, თანაც იმ დროს და იმ მომენტში, სულ რომ არ ელი?
ეს - როგორ ხდება, რატომ ხდება? - თუმცა კეთილი კი არა და, განა არსებობს ამაქვეყნად თუნდაც ერთი ბოროტმოქმედი, რომელიც იტყვის, მე სწორედ ახლა, ბოროტსა რასმე ჩავდივარო, მთლად წითელ კარვად შეპარულმა ვინმე მძინარეს თავი სვეტზეც რომ შეუტაკოს? ეს - როგორ ხდება, რატომ ხდება? - ვით გაშლილ ზღვაში ნავს მშვიდად მცურავს ამოვარდნილი ქარაშოტივით ისე მწარედ რომ დაგიბერავენ, სვლა-გეზს გიცვლიან და დაბნეული ნიჩბებსაც ვეღარ იმორჩილებ და ლამისაა, დაილეწო ნაფოტ-ნაფოტად და აღარ იცი, რა ჰქნა, როგორ ქნა! რა გადაგარჩენს!
ეს - როგორ ხდება, რატომ ხდება!? - ეს - ზურგქარია - საშენოდ უფლის ამონასუნთქი! მიგერეკება უკეთესი შენი ხვედრისკენ, რომელიც იქნებ სულ ახლოა, შენ - კი აქამდე ერთ ადგილას ნიჩბებს უსვამდი და სავალი ვერ გაგიგნია.
ყდამოგლეჯილი, ფურცელნაკლული, წაკითხული თუ გადაუშლილი, წაუკითხავად ჩაფერფლილიც - გარიდებულიც ცხოვრების გნიასს, - ყველას ცხოვრება, თითო ცხოვრება - თითო წიგნია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ჰო, როგორ ხდება?
ჰო, როგორ ხდება?
2. ეს ორიენტირი რომ არა, დავიკარგებოდი :) ეს ორიენტირი რომ არა, დავიკარგებოდი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|