ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: საბავშვო
16 თებერვალი, 2021


ჩიტუნიავ


„-ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო“
რად ემალვი მინდვრად ძერას,
ნუთუ შენმა დედიკონამ
ის საშიშად აღგიწერა?
გამოფრინდი მაგ ბუდიდან,
ფრთა შემოჰკარ ფრთას შრიალით,
იის მირონს ეზიარე,
თავს ევლე და იტრიალე.
ჩიტუნიავ,
ჩიტო, ჩიტო,
სურვილი თქვი თითო-თითო,
მკერდი ღმერთებს შეუშვირე,
სთხოვე, მალე მომეცითო.
ჩიტუნიავ,
ჩემო ჩიტო,
ნუ ემალვი მინდვრად ძერას,
ის ვერაფერს დაგიშავებს,
ენდე ღმერთს და ამის მწერალს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები