ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 მარტი, 2021


Сергей Есенин - Вот уж вечер...

სერგეი ესენინი - მოსაღამოვდა...

მოსაღამოვდა, ცვარი
ბრწყინავს ფოთლებზე ჭინჭრის,
შარაგზის პირას მდგარი,
მივყუდებივარ ტირიფს.

მთვარის დიდრონი შუქი
სახლის სახურავს ფერავს,
ისმის ტოტიდან ბუჩქის
ბულბულის ტკბილი მღერა. 

თბილა, ვით ახლოს ბუხრის
ზამთარში, ვნეტარდები, 
ჩანან არყები მწუხრში
მაგვარად კელაპტრების.

შორს კი, მდინარის გაღმით,
იქ, სადაც ტყისპირს ვხედავ,
დაარაკუნებს ღამის
დარაჯი დუნედ ხვედას.

1 მარტი, 2021 წ.



Сергей Есенин - Вот уж вечер...

Вот уж вечер. Роса
Блестит на крапиве.
Я стою у дороги,
Прислонившись к иве.

От луны свет большой
Прямо на нашу крышу.
Где-то песнь соловья
Вдалеке я слышу.

Хорошо и тепло,
Как зимой у печки.
И берёзы стоят,
Как большие свечки.

И вдали за рекой,
Видно, за опушкой,
Сонный сторож стучит
Мёртвой колотушкой.

1910 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები