ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვისენტე დე არჩამოსული
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2021


მოკალი ყველა

ვოლ 1 [ტერორისტი]

დიდხანს ვუყურე ჩემს თავს
და ვნახე როგორ ეგდო მოკლული,
ყელგამოჭმული,
თვალებ დაკორტნილი,
ცხელ მაგისტრალზე.
აკლდა მზე,
ჰაერი და საკმაოზე მეტი სიცოცხლე ჰქონდა..
ჩემთავს ვუყურე , მოკლულს,
როგორც ეს წლები ვუყურებდი ყველა მსხვერპლს ,
სიცოცხლეს რომ მევედრებოდნენ,
მე ვიყავი მათი იესო.
იონასავით ქალაქის მუცლიდან
აღმდგარი ტერორისტი,
ვკლავდი :
ტყვიით,
დანით,
კოვზით,
ცელოფნით,
აბებით,
ხელებით.

ვკლავდი: ტყუილით,
იმედით,
რწმენით,
მაგრამ ვერცერთხელ მოვკალი სიყვარულით.
არვიყავი ბოროტი,
მაგრამ სულ მქონდა,
რამდენიმე ბოროტი ნივთი,
მეგობარი.

ვიცოდი ერთი ლექსი:
"მუდამ გხიბლავდა შენ სილამაზე,
შორი, ზღაპრული ანდალუსიის ,
თეთრი კოპლები, შენს თეთრ კაბაზე,
ან თოვლი იყო ან ილუზია..

აქ ან წყურვილი ან შიში მოგკლავს,
სხვა ვერაფერი გაყენებს ზიანს,
მუდამ გხიბლავდა შენ სილამაზე,
შორი, ზღაპრული ანდალუსიის."

*
ჩემთავს ვუყურე,
ასე მიგდებულს,
და ისე ჩავჭიდე ხელები,
როგორც უკანასკნელ სიყვარულს,
ამოვიხავლე "ნუ წახვალ",
მან კი უბრალოდ შემხედა,
და დამტოვა..

მეგაპოლისში წამოვედი და
ავაფეთქე, ჩემი მშობლიური ქალაქი.
"გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა..."
და ავაფწთქე ჩემი მშობლიური ხალხი
და ავაფეთქე, ჩემი ნაწამები სხეული.
სიკვდილი არ გამომცქეროდა ხელის გულებიდან,
როგორც იესოს,
თვალებში მედგა მტკნარი წყალივით
და ირეკლებოდა მზე,
შემოდგომის პირველი მზე,
დიდი, ყვითელი.
ასტროლოგიური სისწრაფით
დავტოვე დედამიწა,
როგორც ბოლო, კოსმოსურმა რაკეტამ,
წავედი შორს..
მერე მეც მომკლეს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს